x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508641
10 საინტერესო ფაქტი ვერცხლის შესახებ

სუფთა ვერცხლი (Argentum, Ag) — თეთრი მბზინავი და ძალიან რბილი ლითონი, დედამიწაზე 20-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ოქრო. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ძვირფასი ლითონების კატეგორიაში შედის.

ვერცხლი — ცოცხალი ორგანიზმების განუყოფელი ნაწილია. ეს მიკროელემენტი აუცილებელია ყველა ორგანოს და სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის. ის ახდენს გამაახალგაზრდავებელ გავლენას სისხლზე და დადებითად მოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ყველაზე დიდი რაოდენობით ვერცხლს, მოცულობით ერთეულზე გაანგარიშებით, თავის ტვინი (ნერვული უჯრედის ბირთვის აუცილებელი ელემენტია), ენდოკრინული სისტემის ჯირკვლები, თვალის ფერადი გარსი და ძვალი შეიცავს.


image


ძველთაგანვე ცნობილია ვერცხლის სამკურნალო და მაგიური თვისებების შესახებ. ითვლებოდა, რომ «მთვარის» ლითონს ორგანიზმს გაახალგაზრდავების, ჭრილობების შეხორცების და სხვადასხვა დაავადების განკურნების უნარი გააჩნდა. გარდა ამისა, მას თილისმების დასამზადებლადაც იყენებდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ ადამიანს ბოროტი თვალის და ნეგატიური ენერგიისგან იცავდა.

ვერცხლი ერთ-ერთი პირველი ლითონია, რომელსაც პლასტიკურობის გამო, ადამიანები საკულტო ნივთების, ჭურჭლის და სხვადასხვა სახის სამკაულების დასამზადებლად იყენებდნენ. კაცობრიობის ისტორიაში, იყო პერიოდი, როდესაც ვერცხლი ოქროზე ძვირად ფასობდა. წერილობითი წყაროების მიხედვით, ვერცხლის სამკაულს და სამოსის აქსესუარებს ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ატარებდნენ.

ვერცხლი უკვე 6 000 წელია აქტუალობას ინარჩუნებს და განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. და მაინც, რა არის მასში ისეთი, რის გამოც, ოქროს «გაპიარების» შემდეგაც კი, ის არ დაივიწყეს და საიუველირო მაღაზიებში, ოქროს გვერდით, ადგილი საფუძვლიანად დაიმკვიდრა.

ვერცხლის ბაქტერიციდული თვისების შესახებ, ბაქტერიების აღმოჩენამდე, მრავალი საუკუნით ადრე იყო ცნობილი! ამის შესახებ, გათხრების დროს, უძველესი ჭების ფსკერზე აღმოჩენილი უამრავი ვერცხლის მონეტა მეტყველებს. ხოლო, XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში, ჩატარებული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ვერცხლის იონებს 350 სახეობაზე მეტი დაავადების გამომწვევი ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ამჟამად, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია. თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, ვერცხლის მიერ განადგურებული, დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების სახეობათა რაოდენობა 650-ს აჭარბებს. კვლევები ამ მიმართულებით ისევ გრძელდება. ხოლო, ვირუსოლოგები გზებს ეძებენ, რომ სასწაულმოქმედი ლითონის ბაქტერიოციდული თვისება, უპირველესი მნიშვნელობის პრობლემის – ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენონ.


ეს წარსულში იყო...


1. ძველი ეგვიპტელი მკურნალები ჭრილობების შესახორცებლად ვერცხლის ფირფიტებს იყენებდნენ, რომელსაც პაციენტებს დაზიანებულ კანზე აკრავდნენ.
2. ძველ დროში და II მსოფლიო ომის დროს, მედიკამენტების დეფიციტის პირობებში, ჭრილობებს «ვერცხლის წყლით» (ასეთი წყლის მოსამზადებლად, წყლის ვერცხლის ჭურჭელში ჩასხმა, ან 1 ლ. წყალზე, 3 გრ. 9999 სინჯის ვერცხლის ნივთის ჩაგდება არის საჭირო. რედ.) ამუშავებდნენ, რითაც დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციის პროცესს აჩქარებდნენ.
3. ძველ დროში, ოქროს მაღალი ღირებულების მიუხედავად, საექიმო საქმიანობაში, უფრო მეტად ვერცხლი ფასობდა. კეთილშობილი «თეთრი» ლითონი მაგიურად ითვლებოდა, ხოლო ვერცხლის სამკაული, ნერვული სისტემის გასაძლიერებლად, თავის ტკივილის გასაყუჩებლად და სტრესის მოსახსნელად გამოიყენებოდა.
4. ხოლო, ვერცხლის მონეტა კბილის ტკივილის გასაყუჩებლადაც გამოიყენებოდა: პაციენტს ის კბილზე უნდა მიედო და მანამდე უნდა გაეჩერებინა, ვიდრე ტკივილი არ გაუვლიდა.

ვერცხლი და მისი შენადნობები სტომატოლოგიაში დღესაც ფართოდ გამოიყენება. მაგ., ვერცხლის ნიტრატი კარიესის სამკურნალოდ და კბილის არხების სტერილიზებისთვის გამოიყენება, ხოლო ვერცხლის ფხვნილი – ფესვის არხების საბჟენი, ზოგიერთი სახეობის გასამაგრებელი პასტების შემადგენლობაში შედის.


აწმყოზე და მომავალზე


5. როგორც აღვნიშნეთ, ვერცხლის იონებს ზეგავლენის მოხდენა 650–ზე მეტი სახეობის მიკრობზე (სტაფილოკოკები, დიზენტერია, მიცლის ტიფი და ა. შ.) შეუძლია. მაშინ როდესაც, ანტიბიოტიკის ერთ, კონკრეტულ სახეობას, დაახლოებით, 10 სახეობის ბაქტერიის განადგურება შეუძლია. გარდა ამისა, ანტიბიოტიკებმა შეიძლება ალერგიული რეაქცია და კუჭის მიკროფლორის დარღვევა გამოიწვიოს.
6. კოლოიდური ვერცხლის ხსნარი (ვერცხლის ნანო ნაწილები, დისპერგირებულ ხსნარში. რედ.) სხვადასხვა გენეზისის ტრავმების, კანის დაავადებების, დიაბეტის, გასტრიტის, ართრიტის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
7. «ღორის გრიპის» (H1N1 ვირუსი) მასშტაბური ეპიდემია, რომელიც 2009 წელს მძვინვარებდა, იაპონელი მეცნიერების მიერ, ვერცხლის ნანონაწილაკების ანტივირუსული მოქმედების შესწავლის მიზეზი გახდა. აღნიშნულმა კვლევამ, ნანოვერცხლის ვირუსებზე მოქმედების ინჰიბიტორული (შემაკავებელი) ეფექტი გამოავლინა, რამაც შემდგომში, მსგავსი ვირუსების განადგურების სამედიცინო საშუალებების შექმნას დაუდო საფუძველი.
8. ვერცხლის თვისებების კვლევა, ვირუსების მოქმედების დეაქტივიზაციის მიმართულებით, დღესაც გრძელდება...


სადღაც, მსოფლიოში...


9. იაპონია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოების, ერთ–ერთი ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში, შენობაში ჰაერის დამატებითი გაწმენდის მიზნით, კონდიციონერების წარმოებაში ვერცხლს იყენებს.

10. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სწავლობენ ბიო (კლასტერული ვერცხლი – ვერცხლის ნაწილაკები, რომლის სიდიდე რამდენიმე მიკრომეტრს არ აღემატება. რედ.) ვერცხლის თვისებებს და ვერცხლის შემცველ პარაფარმაცევტულ (წამლის სტატუსის არ მქონე, სხვადასხვა სახის ბიოლოგიურად აქტიური დანამატები), კოსმეტიკურ და ვეტერინარულ პრეპარატებს აწარმოებენ.

ხოლო, სამხ. აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ვერცხლს მიირთმევენ კიდეც! ვერცხლის ანტი ბაქტერიული თხელი ფოლგა, როგორც საკონდიტრო ნაწარმის გასაფორმებლად, ისე ტკბილეულის მოსამზადებლად გამოიყენება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* მიწიერი ცხოვრების დასასრული და სულის შეგრძნებები სიკვდილის შემდეგ

* სამართალი ძველ ეგვიპტეში

* გამოცანები გონებამახვილთათვის (პასუხები აქვს)

* ღვიძლის გაწმენდა თაფლის საშუალებით მარტივად და ეფექტურად



0
458
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
458
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0