x
მეტი
  • 11.06.2024
  • სტატია:135243
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509552
"ყველა ცრუობს, ვინც ამბობს..."- რას წერს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი შოვში დატრიალებულ საზარელ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ყველა იმ ადამიანს სიცრუეში ამხელს ვინც ადამიანებს წინასწარი შეტყობინების სისტემის ქონის შემთხვევაში მის უეფექტურობაში არწმუნებს:


"სინამდვილეში ამ ხალხის გადარჩენა სულ რამდენიმე მეტრის ამბავი იყო. ყველა გადარჩა, ვინც კოტეჯების ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრით შემაღლებულზე, ან წინ იყო. მათგან ზოგს საერთოდ ვერ მიწვდა ტალახი, ზოგს კი, ვინც წინ იყო, მხოლოდ წელამდე მიწვდა და მათ გამოსვლა მოახერხეს.

ამიტომ ყველა ცრუობს, ვინც ამბობს, სტიქია ისე უცებ განვითარდა, რომც გვქონოდა წინასწარი შეტტობინების სისტემა, მაინც ვერ მივასწრებდით ხალხის გამოყვანასო. არანაირი გამოყვანა არ იყო საჭირო, გაფრთხილება და რამდენიმე მეტრით გადაადგილება გადაარჩენდა ამ ხალხს.

სულ რამდნეიმე მეტრი დააკლდათ სიცოცხლემდე", - წერს მერაბ მეტრეველი.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო "სანსეტ შოვთან" მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 16 ადამიანის ძებნა კი კვლავაც გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში სულ 210 ადამიანია გამოყვანილი.









0
522
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
522