x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134658
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
17 მომნუსხველი ფოტო, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ!

image


ფიქრობთ, რომ უკვე აღარაფერი გაგაოცებთ და ყველაფერი ნანახი გაქვთ? ცდებით! თქვენ წინაშეა საოცარი ფოტოები, რომლებიც თქვენთვის აქამდე უცნობ, არაერთ საინტერესო დეტალს აღმოგაჩენინებთ.


image


ახალგაზრდა ქალი (დაახლოებით 20 წლის) და მისი ახალშობილი შვილი 7000-6000 წლის წინ დაკრძალული, ვედბეკი, დანია. ქალის გვერდით კეთილშობილი ირემის 200 კბილი იქნა ნაპოვნი, ბავშვის სხეული გედის ფრთაზე ესვენა, ბარძაყის მიდამოში კი კაჟის დანა იდო


image


ეს მზის საათი დროს ციფრულად აჩვენებს


image



ეკლესიის ვიტრაჟებისგან აწყობილი სათბური



image


ტიბეტური თეთრი იაკი - ეს წყვილჩლიქოსანი ცხოველი მსოფლიოში ყველაზე იშვიათია. ჩინეთსა და ტიბეტში მათი საერთო რიცხვი მხოლოდ 3%-ს შეადგენს



image


ავსტრალიაში საკმაოდ ხშირია "სისხლიანი" მზის ჩასვლები



image



ალიგატორებს შორის გვხვდებიან როგორც მელანისტები ასევე ალბინოსებიც

image



ეს ბონსაის ხე 1625 წელს დარგეს და 1945 წლის 6 აგვისტოს ჰიროსიმაში ატომურ აფეთქებას სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა იმ დროს ის მისგან მხოლოდ 3 კმ-ით იყო დაშორებული



image

კანადელმა მაღაროელებმა შემთხვევით 110 მილიონი წლის დინოზავრის ნარჩენები აღმოჩინეს, მათ და გასაკვირად, ნაშთი ძალიან კარგ მდგომარეობაში იყო შემონახული

image


თოვლის ირბისი თავის ბუნებრივ გარემოში ინდოეთის სპიტის ველზე - იდეალური შენიღბვაა, რას იტყვით?


image



მკლავზე არის პატარა კუნთი, რომელიც მხოლოდ ნეკა თითის აწევისას იკუმშება. მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკება "მოსე" ნეკა თითს წევს, ამიტომაც აღნიშნული კუნთი იკუმშება. რა საოცარია, რამხელა ყურადღება ექცევა დეტალებს!

image


ასე გამოიყურება ამერიკის ტოპოგრაფიული რუკა


image


გვირაბი მეგათერიუმისთვის. ეს გვირაბები გიგანტურმა ზარმაცებმა გათხარეს, რომლებიც ბრაზილიაში 10000 წლის წინ ცხოვრობდნენ

image


ეს ლურჯი ვეშაპის გული გახლავთ, რომელიც 180 კგ-ზე მეტს იწონის. ლურჯი ვეშაპი - ყველაზე დიდი თანამედროვე ძუძუმწოვარი ცხოველია და ალბათ, ყველაზე მძიმეწონიანიც ყველა იმ ცხოველს შორის, რომელიც კი ოდესმე დედამიწაზე არსებობდა.

image



ალექსანდრე მაკედონელი, ძვ.წ 330 წელი, სახის რეკონსტრუქცია მისი მარმარილოს ბიუსტის მიხედვით


image



ასე გამოიყურება პინგვინის ბუმბული


image


პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ალპური თავშესაფარი, რომელიც 2760 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მონტე - კრისტალო, იტალია

image


ასე გამოიყურება ობობების შემოსევა მინდორზე, ინგლისი





0
510
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
510