x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
"ეს კაცი ადასტურებს საკუთარ კლინიკურ დიაგნოზს"- ვისზე საუბრობს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს რომ დღეს რომ მმართველო გუნდის სიის შედგენაში მონაწილეობდეს კობახიძის იქ მოხვედრას ნამდვილად არ დაუშვებდა:


"ეს კაცი ადასტურებს საკუთარ კლინიკურ დიაგნოზს. არასოდეს ვყოფილვარ არც ერთ პარტიაში და არც ერთ სიაში. არც ვაპირებ.


ქართული ოცნების სიის შედგენაში კი მიმიღია მონაწილეობა და შემიძლია გითხრათ, რომ კობახიძისნაირი მძიმე შემთხვევის იქ მოხვედრას ნამდვილად არ დავუშვებდი…"- წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.


მმართველი გუნდიდან გასული წევრების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას "ოცნების" ერთ - ერთმა ლიდერმა უპასუხა რომ ბესელია, გახარია და ხუხაშვილი გაერთიანების შემთხვევაშიც კი 1%-ს ვერ აიღებენ:


"ყველა ერთად რომ დააჯგუფო, მათ შორის, საუბარი იყო ბესელიაზე, გახარიაზე, ხუხაშვილზე და ა.შ. ყველა ერთად ალბათ, 1%-ს ვერ აიღებენ, მათი მაქსიმუმი არის 1% და შესაბამისად, სერიოზულად ვერ განვიხილავდი მათ დაჯგუფებას", - განაცხადა კობახიძემ.








0
296
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
296