x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
რით განსხვავდებიან სუნიტები შიიტებისგან?

image


სუნიზმი და შიიზმი - ისლამის ორი უდიდესი რელიგიური მიმართულებაა. საუკუნეების მანძილზე ორივე კონფესიის წარმომადგენლები ერთმანეთთან უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებდნენ და პერიოდულად ხანმოკლე, მაგრამ სასტიკ ომებსაც კი აწყობდნენ, და მაინც რა განსხვავებაა მათ შორის? დღეს, სწორედ ამ განსხვავებების შესახებ ვისაუბრებთ.




რატომ იყოფა ისლამი ორ მიმართულებად?


image


მუსლიმთა განხეთქილების მიზეზი მარტივი და არატრივიალურია -ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ალაჰის უკანასკნელი მოციქული, წინასწარმეტყველი და ისლამის დამაარსებელი, მუჰამედი 632 წელს გარდაიცვალა. მისი მიმდევრები ორ ბანაკად გაიყვნენ. ზოგიერთი მუსლიმი მესიის მემკვიდრედ მის ბიძაშვილსა და სიძეს ალის ხედავდა. ამ მორწმუნეებმა საკუთარ თავს შიიტები უწოდეს. დანარჩენი მუსლიმები კი თვლიდნენ, რომ მის მემკვიდრედ მხოლოდ მუჰამედის სიმამრი, აბუ ბაქრი უნდა გამხდარიყო, ასე გამოაცხადეს პირველი მუსლიმი ხალიფას (632-634 წლებში) მომხრეებმა თავი სუნიტებად.


image


საუდის არაბეთის მეფე, სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (სუნიტი) და ირანის სასულიერო, სამხედრო და სახელმწიფო ლიდერი, აიათოლა ალ-'უზმა ჰაჯი სეიდი ალი ჰუსაინი ხამენეი (შიიტი)

ამრიგად, თავიდან სუნიტები და შიიტები ერთი განუყოფელი რელიგიის ფარგლებში ორ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ, აბუ ბაქრის მეტი მომხრე ჰყავდა, მათ ხმა მას მისცეს და შესაბამისად, ტახტიც მასვე გადასცეს, შემდეგ ძალაუფლება უმარს გადაეცა, უმარიდან კი უსმანს. უსმანმა სიცოცხლე ცუდად დაასრულა – ის შეთქმულებმა მოკლეს. ეს სისასტიკე ალის დააბრალეს, რომელმაც საბოლოოდ, ტახტი პოლიტიკური კონკურენტის სიკვდილის შემდეგ დაიკავა. ამან კი სამოქალაქო ომი გამოიწვია, რამაც საბოლოოდ, VII საუკუნის მეორე ნახევარში რელიგიის ორ შტოდ დაყოფა ოფიციალურად გააფორმა.




რა განსხვავებაა ამ ორ კონფესიას შორის?


image


შიიტები თვლიან, რომ მხოლოდ წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლები შეიძლება იყვნენ სულიერი ლიდერები. ისინი ალის წმინდა კაცად აღიარებენ და პირველ სამ ხალიფას უარყოფენ, რომლებსაც უზურპატორებს უწოდებენ. სუნიტები ამტკიცებენ, რომ სულიერი ძალაუფლება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეკუთვნოდეს, მთავარია ის ამის ღირსი იყოს. ალი არ არის პატივცემული, როგორც წმინდანი, თუმცა ის აღიარებულია მუჰამედის მეოთხე კანონიერ მემკვიდრედ.


image


შიიტები თავისუფლად განმარტავენ ყურანს, ისინი რელიგიური კანონების მორგებას თანამედროვე სამყაროს რეალობასთან ცდილობენ. ეს ადამიანები რელიგიურად უფრო შემწყნარებლები არიან, ასევე ყველა სიახლის მიმართ ღია არიან და ქალებსაც უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებენ. მაგალითად, შიიტებმა დააკანონეს მოკლევადიანი ქორწინება, ანუ - პროსტიტუცია.


image


სუნიტები, ყურანის გარდა ასევე სუნასაც - წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრების პრინციპებს იცავენ. ეს მორწმუნეები ჯერ კიდევ VII საუკუნეში დამკვიდრებული მკაცრი დოგმების მიხედვით ცხოვრობენ და ყოველგვარი სიახლის მიმართ შეუწყნარებლები არიან. აქ მოკლევადიანი ქორწინებები აღიარებულია შეურაცხყოფად, ხოლო სხვა რელიგიების წარმომადგენლები - დაკარგულ სულებად განიხილებიან.


image


შიიტები თვლიან, რომ იმამი ყველა მუსლიმის სულიერი ხელმძღვანელია, არ აქვს ცოდვები და დაკავებულ ადგილზე თავად ალაჰმა დანიშნა. სუნიტები ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე უცოდველი ხალხი არ არსებობს. ზოგადად, სუნიტები ყურანს სიტყვასიტყვით მიჰყვებიან, შიიტებს კი შეუძლიათ კანონები ოდნავ განსხვავებულად განმარტონ, თუმცა ეს ორივე მაინც ერთი და იგივე რელიგიაა. ორივე სარწმუნოების წარმომადგენლები დადიან ერთსა და იმავე მეჩეთში, აღავლენენ ერთობლივ ლოცვებს და მექაშიც ერთად პილიგრიმობენ. შიიტებსა და სუნიტებს შორის რელიგიური ქორწინებაც დაშვებულია.




რამდენი შიიტი და სუნიტია მსოფლიოში?


image


სხვადასხვა შეფასებით, სუნიტები მთელი მუსლიმების 85-87%-ს შეადგენენ. შესაბამისად, შიიტები მორწმუნეთა მხოლოდ 13-15%-ს. შიიტებს შეხვდებით ირანში, ერაყსა და აზერბაიჯანში. მრავალრიცხოვანი თემებია ასევე თურქეთში, იემენში, პაკისტანში, ავღანეთსა და სირიაში. სუნიტები კი ყველა სხვა მუსულმანური ქვეყნის - საუდის არაბეთის, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების, ცენტრალური აზიის, ალბანეთისა და კოსოვოს აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ.










0
305
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
305