x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ისეთ ადგილებზე გვეხებოდა, სადაც საჭირო არ იყო შეხება" - "მართვეს"ქალი ფეხბურთელები მწვრთნელისგან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ (ვიდეო)
image

2023 წლის 4 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ ქალთა საფეხბურთო კლუბი „მართვე“ და მისი მწვრთნელი პაატა დოგრაშვილი პასუხისმგებლად ცნო ამავე კლუბის 9 ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში.


მართვეს“ გორგაძე ყოფილი ფეხბურთელი ლანა გორგაძე(ამჟამად კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელი, ერთ-ერთი, რომელმაც განიცადა სექსუალური შევიწორება):


"სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ქალთა ფეხბურთში სექსუალური ძალადობის საკითხების აქტუალიზებისთვის, არამედ უფრო ფართო დონეზეც. ამ ქვეყანაში კვლავ არსებობს ძალადობრივ გამოცდილებებზე საუბრის ტაბუ და მსხვერპლის დადანაშაულების პრაქტიკა, რაც ხელს უშლის ძალადობრივი გარემოს შეცვლას. ქალების ნაკლებად სჯერათ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ძალაუფლების, ფულის ან სოციალური კაპიტალის მქონე კაცს უპირისპირდება. სწორედ ამიტომ, სასამართლო გადაწყვეტილება არა მხოლოდ ჩვენი სიმართლის და ღირსების დაცვისთვის იყო გადამწყვეტი, არამედ ვიმედოვნებ, რომ სხვებისთვისაც იქნება მკაფიო მესიჯი. არც გაჩუმებას ვაპირებთ და დაუსჯელიბის სინდრომის გამყარებას.



სამწუხაროა, რომ სამართლებრივი სასჯელი უფრო დიდი მუქარაა პოტენციური მოძალადისთვის, ვიდრე შინაგანი მორალი ან სოციალური სასჯელი, მაგრამ ვიაზრებთ, რომ კულტურულ ცვლილებებს დრო და შრომა ჭირდება ყველა დონეზე. მიხარია, რომ ჩვენი ბრძოლა და ეს გამარჯვება სხვა ქალებისთვისაც იქნება სტიმული, რომ არასდროს შეეგუონ ღირსების შემლახავ მოყრობას და უსამართლობას."


საფეხბურთო კლუბი, ისევე როგორც მწვრთნელი ცნობილი იქნა სექსუალურ შევიწროებაში პასუხისმგებელად და დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 36, 000 ლარის ოდენობით


ხუთი ფეხბურთელი გოგო, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ღიად ლაპარაკობს ჯერ კიდევ მათი არასრულწლოვნობის პერიოდში, როგორც საკუთარ თავზე განცდილ, ისე მათი მეგობრების თავს გადახდენილ სექსუალური შევიწროებისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ამბებზე.


ანუკა სინატაშვილი დღეს 27 წლისაა, ნატა სამხარაძე 18-ის, ლანა გორგაძეს 26 წელი შეუსრულდა, ანა ჯანელიძეს - 24. მარი ხარგელია 21 წლისაა.


დანარჩენი ოთხი გოგო საჯაროდ ლაპარაკისგან ჯერ თავს იკავებს, თუმცა ყოფილი მწვრთნელისთვის სასამართლოში ჩივილის გადაწყვეტილება ყველამ ერთად მიიღო.​


0
145
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
145
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0