x
მეტი
  • 24.05.2024
  • სტატია:134859
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509261
14 შოკისმომგვრელი ფაქტი დუბაის შესახებ, კიდევ გსურთ ამ ზღაპრული ქალაქის მონახულება?

image


დუბაი - მსოფლიოს არც ერთ სხვა ქალაქს არ ჰგავს. ცათამბჯენები, ძვირადღირებული მანქანები, ბუტიკები - ეს ყველაფერი ახლად ჩასულ ტურისტებში საოცარ აღფრთოვანებას იწვევს, მაგრამ როგორც ამბობენ, მზესაც კი აქვს ლაქები. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ "ლაქების" შესახებ მოგიყვებით, რომლებიც დუბაის მდიდრულ და მბრწყინავ სამყაროს საკმაოდ უფერულსა და უღიმღამოს ხდის. თქვენ წინაშეა 14 სამწუხარო ფაქტი, რომელიც დუბაის ლაქშერულ ყოფას სულ სხვა მხრიდან დაგანახებთ.




მუშები მწველი მზის ქვეშ დღეში 14 საათის განმავლობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებენ


image


დუბაი სინათლის სიჩქარით შენდება, ამის დასტურად კი საკმარისია გაიხსენოთ თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქი სულ რაღაც 10-20 წლის წინ. ტერიტორიების სწრაფად ასათვისებლად საჭირო მუშახელია საჭირო. ამ მიზეზით მშენებლებსა და სხვა პერსონალს წარმოუდგენელ სიცხეში 14 საათის განმავლობაშიც კი უწევთ მუშაობა. თუ ტურისტებს პიკის საათში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ, მუშებს მსგავსს არავინ არაფერს ეტყვის. შესაბამისად, ქვეყანაში გადახურების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მაღალია.





აკოცე? ციხეში!


image


ზღაპრული დუბაის ფოტოების თვალიერებისას ბევრი ასკვნის, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები - თავისუფალი ქვეყანაა საკმაოდ ლიბერალური შეხედულებებით, მაგრამ ეს ილუზიაა. ადამიანების თვალწინ აკრძალულია არა მხოლოდ კოცნა, არამედ ხელჩაკიდებული სიარულიც კი. ტურისტებს ამის გამო აჯარიმებენ და ციხეშიც კი სვამენ. ადგილობრივები ცდილობენ ასეთი შეცდომები არ დაუშვან.





უძველესი პროფესია


image


თუ ქალბატონებს დღისით ქუჩაში ღია მკლავებით სიარული ეკრძალებათ, საკმარისია ქალაქზე ბინდი ჩამოწვეს რომ მაშინვე იღვიძებენ - მეძავები. კანონი პროსტიტუციას კრძალავს, მაგრამ ადგილობრივი ბიზნესი მას ყველანაირად მხარს უჭერს. ოფიციალური მონაცემებით, დუბაიში დაახლოებით 30 000 "ღამის პეპელაა", პოლიცია კი, ამ მოვლენაზე უბრალოდ თვალს ხუჭავს.





წყლის არაგონივრული ხარჯვა


image


დუბაი მოგეხსენებათ რომ უდაბნოზეა აშენებული, სადაც წყლის ერთი წვეთიც კი არ არის, მაგრამ სანამ ქალაქს ფინანსები გააჩნია, წყლის ყიდვის შესაძლებლობაც არსებობს, რომელსაც ძალიან არაგონივრულად ხარჯავენ. ქალაქის ყველა გაზონი წყალში ცურავს. როგორც ჩანს, აქ წყლის ეკონომია საერთოდ არც კი იციან. პარადოქსია!





ყველაფერი კარგადაა, სანამ ნავთობი არის



image


მთელი ახლო აღმოსავლეთი, მათ შორის არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ნავთობის მარაგზე დგას, მაგრამ შავი ოქრო ამოწურვადი რესურსია და ოდესმე ის აუცილებლად დამთავრდება, აი, შემდეგ კი დუბაი სპილენძის აუზით დაიფარება, მანამდე მთავრობა ფულს როგორც შეუძლია ისე ფლანგავს.





ველური რასიზმი


image


თითქოს გარეთ 21-ე საუკუნეა, რასიზმი კი - უკვე წარსულის გადმონაშთად ითვლება, თუმცა მხოლოდ არა დუბაიში. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ იქ ადამიანს კვლავ მისი წარმომავლობით აფასებენ. მაგალითად, დუბაიში ამერიკელი ან ევროპელი გაცილებით უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოს მიიღებს, ვიდრე მესამე სამყაროს მკვიდრი.





შრომითი მონობა


image


დუბაის გარეგნული კეთილდღეობის უკან ბნელი მხარე იმალება. მაგალითად, აქ ნამდვილი შრომითი მონობა არსებობს, დუბაიში დამსაქმებლები ჩინეთიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან ჩასულ მუშახელს ფაქტიურად პასპორტებს ართმევენ. ისინი ადამიანებს იმაზე მეტს ამუშავებენ, ვიდრე ევალებათ. ასე რომ, ვინც იქ ლამაზი ცხოვრებისთვის მიდის, შეიძლება სრულიად საპირისპირო მიიღოს.





დამოკიდებულება გარემოს მიმართ


image


დუბაი - მუდმივად მშენებარე ქალაქია, რომელიც ყოველთვის სავსეა ნაგავსაყრელებით, ჩამდინარე წყლებითა და ქიმიური ნარჩენებით. ამავდროულად, ცოტა ორგანიზაციას შეაქვს საკუთარი წვლილი გამწმენდ სისტემებში. ბევრად უფრო ადვილია ყველაფერი ზედმეტის ზღვაში ჩაყრა! სახელმწიფო ამაზე არანაირად არ რეაგირებს და მსგავსს საკითხებს არ ახალისებს. ნუ როგორ არ ახალისებს... თუკი გარემოს თემას შეეხებით, შეიძლება ქვეყნიდანაც კი გაგაძევონ.





სწრაფი მანქანები მაღალი ავტოავარიების მაჩვენებელია


image


დუბაი - გახლავთ ქალაქი, სადაც ავარიების მაღალი მაჩვენებელია. მიზეზი კი - ძვირადღირებული სპორტული მანქანები და მათი მძღოლებია, რომლებსაც "ფრენა" განსაკუთრებით უყვართ. ამას დაუმატეთ საგზაო მოძრაობის წესების არასათანადო ცოდნა და ავტოავარიაც გარანტირებულია!





დუბაიში ბუნებრივი არაფერია


image


ქალაქი უდაბნოში ხელოვნური გზით გაშენდა, ხელოვნური ხეები "დაირგო" და ხელოვნური წყალსაცავებით აღიჭურვა. თვითმხილველების თქმით, იქ ღიმილიც კი ხელოვნურია. თავდაპირველად ქალაქი იმ მიზნით აშენდა, რომ მასში ყველას თავი მეფედ ეგრძნო. ნაწილობრივ, გეგმა შესრულდა, მაგრამ იქ ცხოვრება საკმაოდ რთულია. ამბობენ, რომ დუბაი ადამიანი რომ ყოფილიყო, ის სულ პლასტიკური ოპერაციებით იქნებოდა ფორმაცვლილი, მკერდში კი მეტალის გული ედგმებოდა.





არ გაქვთ ფული - ნუ ჩამოხვალთ დუბაიში


image


გარეგნულად დუბაიში ყველაფერი ლამაზია. მართლაც, ის ქალაქ - დღესასწაულს მოგაგონებთ მარადიული წვეულებებითა და შეკრებებით, მაგრამ არსებობს მონეტის მეორე მხარეც. ქალაქში ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომლებიც გადარჩენას ცდილობენ. დუბაიში კანონები იმდენად მკაცრია, რომ თუ ჯარიმას დროულად არ გადაიხდით, ციხეში გამოგამწყვდევენ.





სონაპური - მუშათა გეტო დუბაიში


image


სონაპური დუბაის ერთ - ერთი უბანი გახლავთ, სადაც ძირითადად მესამე სამყაროს ქვეყნებიდან ჩამოსულ მუშახელს ასახლებენ, რომლებიც ქალაქში ცათამბჯენებს აშენებენ. თითო ოთახში რვანი ცხოვრობენ. ჰიგიენასთან დაკავშირებით, საკითხი მწვავედ დგას, თუმცა მთავარი მაინც საკვებისთვის ფულის შოვნაა! სახელმწიფო ამაზე თვალს ხუჭავს და მიაჩნია, რომ სანამ ძვირადღირებული სასტუმროები შენდება, პრობლემა არ არის.





ეგზოტიკური ცხოველებით მეტიჩრობა


image


დუბაიში იმდენი ფულია, რომ ოქროს მანქანები, "დოლარიანი" აუზები (რეზერვუარი ბანკნოტებით ივსება) და სხვა გლამურული ატრიბუტები უკვე აღარავის უკვირს, ამიტომ შეიხები ერთმანეთს ეგზოტიკური ცხოველებით - ვეფხვებით, პანტერებითა და ლომებით ეჯიბრებიან, რაც არა მხოლოდ მათთვის არის საშიში, არამედ ცხოველებისთვისაც საკმაოდ საზიანოა, თუმცა ვის ანაღვლებს ეს..?










0
710
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
710