x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
ყველას შიშის ზარი იპყრობს როგორც კი ამ ფოტოს საიდუმლოს იგებს

image


ვიქტორიანულ ეპოქაზე საუბრისას ბევრს შესაძლოა გაახსენდეს კორსეტიანი ქალბატონები, ცხენების ეკიპაჟი ან თუნდაც ჩარლზ დიკენსის შემოქმედება, თუმცა იმ დროს ერთი ფრიად საინტერესო, მაგრამ დღევანდელი სტანდარტებით ძალიან უცნაური ტრადიცია არსებობდა, რაზეც მსურს რომ სწორედ დღეს გესაუბროთ. თუ იმ დროს ოჯახში ვინმე იღუპებოდა, პირველი ადამიანი, რომელსაც ახლობლები მიმართავდნენ ფოტოგრაფი იყო. ფოტოგადაღების ოსტატების მომსახურება საკმაოდ ძვირი ღირდა და ყველას საკუთარი თავისთვის ასეთი სიამოვნების მინიჭება არ შეეძლო, მაგრამ ძვირფასი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ჭირისუფალი, რომელსაც თავისი საყვარელი ადამიანისთვის ბოლოჯერ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება სურდა, ფულზე ეკონომიას როგორც წესი, არ აკეთებდა.


image


დღევნდელ სტატიაში მოგიმზადეთ იმ პერიოდში გადაღებული სიკვდილის შემდგომი ფოტოების კრებული. მსგავსი ჟანრი იმდენად პოპულარული იყო, რომ ფოტოგრაფებმა სხვადასხვა აღჭურვილობებიც კი შექმნეს, რომლებიც სპეციალურად ამ ტიპის ფოტოებისთვის გამოიყენებოდა.


image


მაგალითად, მიცვალებულებს ხშირად გამოსახავდნენ ცოცხალ ადამიანებად. მათ თვალები გახელილი ჰქონდათ და კამერის წინ იდგნენ. ამ შედეგის მისაღწევად კი სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენებოდა. ზოგჯერ მხოლოდ რთულად შესამჩნევი შტატივების კვალის მიხედვით შეიძლებოდა იმის მიხვედრა რომ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანი გარდაცვლილი იყო.


imageimageimage


ამ ფოტოზე 18 წლის ენ დევიდსონს ხედავთ, რომელსაც მატარებელი დაეჯახა. გადარჩა მხოლოდ მისი სხეულის ზედა ნაწილი, რომელიც ფოტოგრაფმა აღბეჭდა. გოგონას ხელები ისე დაუწყეს თითქოს ის ყვავილებს არჩევდა.


imageimageimage

სიკვდილის შემდგომი პორტრეტების საერთო მასისგან გამორჩევის მიზნით, ზოგიერთი ფოტოგრაფი სპეციალურ სიმბოლოებს იყენებდა, რომლებიც მიუთითებდნენ რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება გარდაცვლილი იყო. ეს შეიძლება ყოფილიყო დამჭკნარი ყვავილები ან საათი, რომელზეც სიკვდილის დრო იყო დაყენებული.


imageimageimage


დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ვინც მსგავსს ფოტოებს აგროვებს. ერთ-ერთი ასეთი უდიდესი კოლექციის მფლობელი ამერიკელი თომას ჰარისია. მამაკაცი ამბობს, რომ ასეთი ფოტოები ამშვიდებს და ცხოვრების ფასდაუდებელ საჩუქარზე ფიქრს აიძულებს.


imageimageimageimage


გაგიკვირდებათ და მსგავსი რამ დღესაც კი ხდება. ნიუ - ორლეანელმა მირიამ ბერბანკიზის ქალიშვილებმა გადაწყვიტეს დედა უკანასკნელ გზაზე ძალიან ორიგინალური ფორმით გაეცილებინათ. მათ გამართეს წვეულება, რომელიც მირიანს ძალიან უყვარდა. გარდაცვლილი მთელი საღამო სკამზე იჯდა, გვერდით მენთოლის სიგარეტი და ჭიქა ლუდი ედო, თავზე კი დისკო ბურთი ტრიალებდა.


image








0
324
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
324