x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
10 კოცნა, რომელმაც მსოფლიო შეძრა

image


ფოტოგრაფია - გამოხატვისა და კომუნიკაციის მძლავრი საშუალებაა, რომელიც თითოეულ მაყურებელს აღქმის, ინტერპრეტაციისა და შესრულების უსაზღვრო მრავალფეროვნებას სთავაზობს. ის მონეტის ერთი მხარის ისტორიას გვიყვება. ფოტოებმა, რომლებიც დღეს გადავწყვიტე რომ შემოგთავაზოთ, თავის დროზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გეპატიჟებით წარსულში სამოგზაუროდ და წარმოგიდგენთ უნიკალურ კადრებს, რომელთა ნახვაც ემოციების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.


image


მარლენ დიტრიხი მეორე მსოფლიო ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცს ეამბორება


image



კატრინ დენევი ლუის ბუნუელის ფილმში "დღის ლამაზმანი"


image


სოფია ლორენი და მისი და ანა - მარია შიკოლონე, რომელიც ცნობილი დიქტატორის შვილზე, რომანო მუსოლინიზე იყო გათხოვილი


image


კოცნა ფილმიდან "მაიმუნების პლანეტა"


image


ლეონიდ ბრეჟნევი ტრადიციის თანახმად მეგობარი სახელმწიფოს ლიდერებს ტუჩებში ყოველთვის სამჯერ კოცნიდა


image


ბრიტნი სპირსი და მადონა "MTV Awards"-ის დაჯილდოების ცერემონიაზე, მათ ამ კოცნას კიდევ დიდხანს განიხილავდნენ


image

2009 წელს შარლიზ ტერონმა უცნობ გოგონას საქველმოქმედო ბანკეტზე, სან-ფრანცისკოში ტუჩებში აკოცა. უცობმა ამ ამბორისთვის მსახიობს 140 000 დოლარი გადაუხადა, რაც ქველმოქმედებას მოხმარდა



image


აი, "Beatles"-ის დრამერის რინგო სტარის ავსტრალიელმა თაყვანისმცემლებმა კი ვარსკვლავის კოცნა სრულიად უსასყიდლოდ მოახერხეს, თუმცა გოგონებს ადრე გაღვიძება დასჭირდათ. ფოტო სიდნეის აეროპორტში დილის 6:30 საათზეა გადაღებული

image


მერილ სტრიპმა და სანდრა ბალოკმა "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე "საუკეთესო ქალი მსახიობის" ნომინაციის ჯილდო გაიყვეს


image

"Make love not war" - 29 წლის სკოტ ჯონსი ვანკუვერში არეულობის დროს თავის შეყვარებულს ალექსანდრა თომასს კოცნის, რომელიც პოლიციელებმა მიწაზე დააგდეს, რის გამოც გოგონა ძალიან შეშინდა. მის დასამშვიდებლად კი ის შეყვარებულს გვერდით მიუწვა და აკოცა












0
1467
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1467