x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509085
ზოოპარკში ორანგუტანმა ქალს ბავშვის ჩვენება სთხოვა (+ ვიდეო)

image


გული გვიყუჩდება, როდესაც ცხოველების ნაშიერებს* ვხედავთ. ლეკვები, კნუტები და სხვა ცხოველები, თავიანთი სიცოცხლის საწყის ეტაპზე, ჩვენს დიდ ინტერეს და აღფრთოვანებას იწვევს. როგორც ჩანს, ჩვილების მიმართ, იმავეს განიცდიან ცხოველებიც... ცნობისმოყვარე მდედრმა ორანგუტანმა, რომელიც ამერიკულ ზოოპარკში ცხოვრობს, ერთ–ერთ ვიზიტორს, მისთვის 3 თვის ბავშვის ჩვენება სთხოვა, რომელიც მას ხელში ეჭირა.

ქალს მისთვის უარი არ უთქვამს, ჩვილი მინის ვოლიერთან მიიყვანა და ორანგუტანგი გაახარა.



ორანგუტანები, ზოგადად, ძალიან გონიერი და ცნობისმოყვარე ცხოველები არიან და ამაზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს:

ინდონეზიელი ფოტოგრაფი ანილ პრაბხაკარი, ორანგუტანების პოპულაციის დაცვის ფონდის (ფონდი 1991 წელს დაარსდა. ამჟამად იქ 400-მდე თანამშრომელია, რომელიც, დაახლოებით, 650 ორანგუტანზე ზრუნავს. რედ.) ტერიტორიაზე, უჩვეულო მომენტის მოწმე გახდა. კერძოდ, მან დაინახა და კამერით დააფიქსირა, თუ როგორ შეეცადა პრიმატი, ადამიანს დახმარებოდა.


image


ყველაფერი კი ასე დაიწყო: ფონდში ინფორმაცია შევიდა, რომ მდინარის სიახლოვეს, ბუჩქნარში გველებმა დაიბუდეს და იმისთვის, რომ მათ მაიმუნებისთვის არ ევნოთ, ტერიტორიის გველებისგან გასაწმენდად, ერთ-ერთი თანამშრომელი გაგზავნეს. კაცმა ყველა ბუჩქის ქვეშ შეიხედა და წყალშიც ჩავიდა, რომ ყველა გველი მოენახა და მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ შექმნილიყო.

როდესაც ის ამ საქმით იყო დაკავებული, იქვე, ახლოს, ერთი ორანგუტანი იჯდა და მას თვალს არ აცილებდა. ხოლო, როდესაც კაცმა თავისი საქმე დაასრულა და ნაპირთან მივიდა, წყლიდან რომ ამოსულიყო, მაიმუნმა გადაწყვიტა, რომ მას დახმარება სჭირდებოდა — და ხელი გაუწოდა. თუმცა, კაცმა მისი შემოთავაზება არ მიიღო და იქიდან დახმარების გარეშე ამოვიდა.

ფოტოგრაფი დაინტერესდა, თუ რატომ მოიქცა ის ასე? რაზეც მან უპასუხა, რომ ის კარგად ერკვეოდა გველებში, მაგრამ ორანგუტანი ველური ცხოველია, თან, საკმაოდ დიდი (მდედრი — 40 კგ-ს, ხოლო, მამრი მასზე, თითქმის, 1, 5-ჯერ მეტს იწონის. ყველაზე დიდი მამრი ორანგუტანის წონა, შეიძლება, 300 კგ-საც აღწევდეს. რედ.) და როდის რას მოიმოქმედებს, არავინ იცის.

მართალია, კაცს ცხოველის დახმარებაზე უარის თქმამ მოუწია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც ველური ცხოველი ზოგიერთ ადამიანზე უფრო თავაზიანია.


* ისინი პატარები და უმწეოები არიან, მაგრამ ჩვენი გულის მოგება ნამდვილად შეუძლიათ. საერთოდ, ცხოველების ფუმფულა ნაშიერების ყურებისას, გაჩენილი დადებითი ემოციები, რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის, ერთგვარი თერაპიაა, რადგან ისინი იმდენად საყვარლები არიან, რომ ყველა სახის პრობლემას მაშინვე გვავიწყებენ და პოზიტიურ განწყობაზე გვაყენებენ. ცხოვრებისადმი ასეთი დამოკიდებულებით კი, სირთულეების გადალახვა უფრო მარტივად არის შესაძლებელი.

და ამ ფოტოების დათვალიერების შემდეგ, ამაში ნამდვილად დარწმუნდებით. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* ზაფხული, ყოველთვის ბათუმი და ქობულეთი არ არის – 10 ალტერნატიული "ტური"

* ურჩხულების სამყარო (მსოფლიო ოკეანის საიდუმლო)

* "ქვესკნელის კარიბჭე" პელოპონესის ნახევარკუნძულზე



0
409
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0