x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
და აქ რა ხდება? წარსულის უჩვეულო ფოტოები, რომლებიც დღეს სრულ გაურკვევლობას იწვევს (ნაწილი 2)

image


რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ. ამჯერად, თქვენს ყურადღებას საინტერესო ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტოების მორიგ სერიაზე შევაჩერებ, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნდებენ და აქამდე თქვენთვის უცნობ ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს.


image


სინამდვილეში, არაფერი ისეთი არ ხდება. ეს მხოლოდ ფუნდამენტალისტი მორმონების ოჯახის პორტრეტია. წინა პლანზე - ოჯახის თავია ცოლებთან ერთად, უკანა პლანზე კი - შვილები და შვილიშვილები


image


მოტოციკლის ჩაფხუტი ინტეგრირებული საკომუნიკაციო მილით, 1940 წელი, რას იტყვით?


image


"გოგოები" უბრალოდ ქალბატონების ოთახში მოსაწესრიგებლად გავიდნენ. ეს არის და ეს... 1992 წელს მაიამის ზოოპარკმა 30 ფლამინგო აბაზანაში მოათავსა, რათა ისინი ქარიშხალი ენდრიუსგან დაეცვა


image


არყის მხდელის წვეულება მინესოტაში "მშრალი კანონის" პერიოდში, აშშ, 1927 წელი

image


ბელგიელი ფოტოგრაფის კარლ დე კეიზერის ფოტო


image


აი, ქალიც ამას ჰქვია... იაპონიის ერთ-ერთ სოფელში დედას შვილები გობით გადაჰყავს, 1900-იანი წლები


image



იტალიელი ჯარისკაცები ჩრდილოეთ აფრიკაში "გიტარაზე" დაკვრისას (1940/1942), ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ფრონტიდან გადაღებული ფოტო სამხედრო ცენზურის ხელში მოხვდა. ფოტოზე უკანა მხარეს არის წარწერა: "ესენი ჯარისკაცები არიან თუ მათხოვრები?"


image



ექიმბაში ავადმყოფს ბეჭებზე "ქილების" ნაცვლად კამეჩის ცარიელ რქებს უმაგრებს, ჩვენმა წინაპრებმა დიდი ხნის წინ იცოდნენ ფიზიოთერაპიის ეფექტის შესახებ, და სწორედ ამის დამადასტურებელ ფოტოს ვხედავთ ახლა, თუმცა ძველ ეგვიპტეში სამკურნალოდ ბამბუკის ცარიელ ღეროებს იყენებდნენ


image


ფოტოზე მეშახტე საერთო საშხაპეში შესასვლელად საკუთარ რიგს ელოდება, გელზენკირხენი, გერმანია, 1958 წელი. პატივი და დიდება მშრომელ ხალხს, განსაკუთრებით კი მეშახტეებს!


image


მე თუ შეიძლება შავი ქოლგა, ყავისფერი სახელურით, მადლობა... დაკარგული ნივთების ბიურო, რომი, 1964 წელი


image


კანადელი ოფიცერი აფთიაქს წყალდიდობის დროს ძარცვისგან იცავს, 1974 წელი












0
1265
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1265