x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
„არავინ არ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება" - რატომ გაბრაზდა ლევან კბილაშვილის დედა?
imageმოსკოვში, ამ დაძაბულ პერიოდში ქართველი მომღერლების რესტორანში კორპორაციულ საღამოზე გამოსვლას(ქართველი კანონიერი ქურდის ქალიშვილის დაბადების დღე იყო), უამარავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ნინი შერმადინიც, რომელიც ნუცა ბუზალაძეს გამოექომაგა და პოსტში ლევან კბილაშვილიც ახსენა, საპასუხოდ კბილაშვილის დედამ, მელიტა ფურცელაძემ სოცქსელში პოსტი გამოაქვეყნა:


" არავინ არ გაბედოს ლევანიკოს სახელის ხსენება… ლევანიკო არსად არ გაპარულა… ლევანი წავიდა …. წავიდა და და ხმამაღლა, ყველას გასაგონად თქვა - „ვიმღერე იმიტომ, რომ ჩემი საქართველო მინდოდა მეჩვენებინა” -ო…. ხოდა აჩვენა …. ამ ხუთი წლის მანძილზე მთელმა საქართველომ იცოდა მისი რუსეთში მოღვაწეობის შესახებ, მაგრამ ერთი სიტყვა არ დასცდენია არავის აუგად… სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სცენაზე, საქართველოს დროშით ხელში, ქართულ სიმღერას ასრულებდა და ყველას დაანახა მან თავისი საქართველო. დანახვა თან ისე, რომ დარწმუნებული ვარ დიდხანს, ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ….


image

ამიტომ მე, მისი დედა, ხმამაღლა, თავაწეული და ამაყი ვამბობ: ლევან კბილაშვილი იყო, არის და იქნება ადამიანი, რომელმაც ღირსეულად ატარა ყველგან თავისი და საკუთარი ქვეყნის სახელი და დაამტკიცა, თუ როგორი უნდა იყოს საკუთარი სამშობლოს და პრინციპების მქონე პატრიოტი ადამიანი. კიდევ ერთხელ….ყველას გასაგონად ვიმეორებ….მეორედ არავინ გაბედოს ლევანის სახელის ხსენება და ვინმესთან გაიგივება. ის ლევან კბილაშვილია...ლევანი, რომელიც ყველგან და ყველაფერში თავის სახელს და ღირსებას რუდუნებით უფრთხილდებოდა.!“, - წერს მელიტა ფურცელაძე.



0
286
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0