x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134941
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509334
6 საგანგაშო სიმპტომი, რომ ორგანიზმს კალიუმი აკლია
ორგანოებსა და ორგანოთა სისტემებს გამართული მუშაობისთვის კალიუმიც სჭირდება. კალიუმი სასიცოცხლო მნიშვნელობის მაკროელემენტია, რომელიც ყველა ორგანიზმის უჯრედის შემადგენლობაში შედის და ნივთიერებათა ცვლის პროცესებში მონაწილეობს. ნატრიუმთან ერთად კალიუმი წარმოადგენს უჯრედთა მემბრანის საბაზისო ელემენტს, მონაწილეობს მემბრანული პოტენციალის წარმოქმნაში და ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნერვულ-კუნთოვანი იმპულსის გატარებაში. ორგანიზმში კალიუმის დონის ცვლილება უჯრედთა ნორმალური მეტაბოლიზმის დარღვევას იწვევს, რაც, უპირველეს ყოვლისა, გულის რიტმისა და ნერვკუნთოვანი იმპულსის გადაცემის დარღვევით ვლინდება.




image




კალიუმის თითქმის 98% გვხვდება უჯრედებში, ამიტომ კალიუმის დონის ნებისმიერ მცირე ცვლილებას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს ნერვებზე, გულსა და კუნთებზე.



როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენს ორგანიზმს კალიუმი აკლია?



6 საგანგაშო სიმპტომი, რომ ორგანიზმს კალიუმი აკლია




1. ყაბზობა


კალიუმის დეფიციტს შეუძლია შეანელოს სხეულის მრავალი ფუნქცია, მათ შორის საჭმლის მომნელებელი პროცესი.





2. საერთო სისუსტე-დაღლილობა.


კალიუმის დეფიციტის კიდევ ერთი სიმპტომია ზოგადი დაღლილობის შეგრძნება. ასე რომ, თუ თქვენ იგრძნობთ დაღლილობას არა გადატვირთვისა და ზედმეტი მუშაობის გამო, არამედ მნიშვნელოვანი მიზეზების გარეშე, იცოდეთ, რომ ორგანიზმში კალიუმის დონის დაქვეითებას მიანიშნებს.





3. მაღალი წნევა.


კალიუმის ნაკლებობამ შეიძლება მინიმუმადე დაიყვანოს ორგანიზმში ნატრიუმიც, რაც მაღალი წნევის მიზეზი ხდება. წნევის რეგულაციისთვის კი, თუ მისი ცვლილება კალიუმს უკავშირდება, საჭიროა რაციონში ჩავრთათ კალიუმით მდიდარი პროდუქტები.





4. მუდამ შებერილობის შეგრძნება.


როდესაც სხეულს აქვს კალიუმის დაბალი დონე, ის ებრძვის ნატრიუმის დონის რეგულირებას, რის შედეგადაც ე.წ მარილის აფეთქება ხდება.





5. გულისცემა.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, კალიუმის დეფიციტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს გულის ჯანმრთელობაზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს არარეგულარული გულისცემა და პალპიტაცია - აჩქარებული გულისცემა.


გარდა ამისა, მას შეუძლია ხელი შეუშალოს რიტმულ და კოორდინირებულ გულისცემას, რომელიც კონტროლდება ელექტრული იმპულსებით. მიიღეთ მეტი კალიუმი, რათა დაიცვათ თქვენი გული გულის დაავადებების, გულის შეტევისა და ინსულტისგან.





6. დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება.


კალიუმის დეფიციტი ხელს უწყობს თქვენი ნერვების ჯანმრთელობას. ამ მნიშვნელოვანი მინერალის დეფიციტის შემთხვევაში შეიძლება განიცადოთ ჩხვლეტის და დაბუჟების შეგრძნება.


image




– რომელია ამ ელემენტის შემცველი საკვები?


სხვა მინერალებისგან განსხვავებით, ორგანიზმში კალიუმის დეპო არ არსებობს, ამიტომ მისი ყოველდღიური მიღება, თანაც ადეკვატური რაოდენობით, აუცილებელია. კალიუმის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სავსებით შესაძლებელია სწორი და დაბალანსებული კვებით. კალიუმის ძირითადი წყარო ხილი და ბოსტნეულია. განსაკუთრებით მაღალი შემცველობით გამოირჩევა ბანანი (450 მგ ერთ საშუალო ზომის ნაყოფში), ფორთოხალი (300 მგ), გარგარი, კივი, ნესვი, ავოკადო, ხილის ჩირი, კარტოფილი (850 მგ ერთ საშუალო ზომის ნაყოფში; მეტი კალიუმია თავმოყრილი კარტოფილის ქერქში), სტაფილო, პომიდორი, ნებისმიერი ჯიშის კომბოსტო, სოკო, მწვანილი, ბოლოკი, ისპანახი, ჭარხალი... ასევე საკმაო რაოდენობის კალიუმს შეიცავს თხილეული, ხორცი, თევზი, რძის ნაწარმი (500 მგ 1 ჭიქა იოგურტში), პარკოსნები (თეთრი ლობიო), მთლიანი მარცვლეული, წიწიბურა, გოგრა, კაკაო.






0
53
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0