x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134692
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508906
ყველაზე უიღბლო ადამიანი მსოფლიოში- მამაკაცი, რომელიც გასროლილმა ტყვიამ 20 წლის შემდეგ მოკლა

ძალიან ბევრი ისტორია უიღბლო ადამიანების შესახებ, მაგრამ ჰენრი სიგლანდი აშკარად იმსახურებს ყველა დროის ყველაზე დიდი უიღბლოს ტიტულს.image
1905 წელს ფერმერმა ჰანი-გროუვიდან, ტეხასიდან, მიატოვა თავისი მაშინდელი შეყვარებული, მეისი ტიკორი. მაისიმ ძალიან მძიმედ გადაიტანა დაშორება და თავი მოიკლა. ამის შემდეგ გოგონას ძმამ გადაწყვიტა შური ეძია დამნაშავეზე.image
მეისის ძმა შეიჭრა ჰენრის ფერმაში და ესროლა მას, შემდეგ კი იმავე იარაღით თავი მოიკლა. თუმცა, ისე მოხდა, რომ გასროლისას ტყვიამ ოდნავ გაკაწრა ჰენრი და საბოლოოდ ხეს მოხვდა.

ახლა მოდით, 20 წელი წინ წავიდეთ. ამ დროს ჩვენი მეწარმე ფერმერი გადაწყვეტს თავის საკუთრებაში არსებული ხეების მოჭრას.image
ერთი ხე იმდენად დიდი აღმოჩდა, რომ ჰენრის ზედმეტი წვალება არ ისურვა და ხეს რამდენიმე ნახვრეტი გაუკეთა, რომელიც შემდეგ დინამიტით ამოავსო. როგორც ალბათ უკვე მიხვდით, ხის აფეთქებისას ჰენრი სწორედ მასში გაჭედილმა ტყვიამ მოკლა. ამბავი იმდენად განსაცვიფრებელი იყო, რომ ადგილობრივ გაზეთებშიც დაიბეჭდა.image

მას შემდეგ ფერმერის ისტორია მთელ მსოფლიოში გავრცელდა და დღემდე იმეორებს სხვადასხვა გამოცემა.
რამდენად მართალია ეს ისტორია? ვერავინ ვერ დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა ამ ამბავს.
12 წლის შემდეგ სიუჟეტი კვლავ გამოქვეყნდა, მაგრამ ამჯერად გაზეთში შეცვლილი იყო შტატის დასახელება, რომელშიც ის მოხდა. ასე რომ, სიინამდვილეს შეესაბამება ეს ფაქტი თუ უბრალოდ გაბუქებული ისტორიაა, დღეს ზუსტად აღარავინ იცის.image




0
400
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0