x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134595
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
მცენარეები, რომლებიც გაგაოცებთ. ტოპ - 5 ყველაზე უჩვეულო მცენარე პლანეტაზე

image


ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდით რომ ჩვეულებრივ მცენარეს ვინმეს გაოცება შეეძლო, მაგრამ საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით რომ ბუნებაში ნამდვილად არსებობენ ისეთი მცენარეები, რომლებსაც ცხოველებად შენიღბვა, ცისარტყელას საოცარი ფერებით თვალისმოჭრა, ნადირობა და "მცენარის" მნიშვნელობის საზღვრებს მიღმა გასვლაც კი შეუძლიათ. ორქიდეები დიასახლისების საყვარელი სახლის მცენარეა, ზოგი მათ კოლექციებსაც კი აგროვებს, და რატომაც არა? მით უმეტეს, რომ ბუნებაში მათი მართლაც საოცარი ნიმუშები გხვდება, რომელთა ყვავილებიც ხან გარეულ კატას ჰგვანან, ხანაც - მაიმუნს.


image


Dracula saulii


მაგრამ ყვავილები არ არის ერთადერთი რამაც შეიძლება თქვენი გაოცება გამოიწვიოს, ისეც ხდება რომ ქერქს შეუძლია კონკურენცია თავად ყვავილების ფერებსაც კი გაუწიოს. ამის ბრწყინვალე მაგალითია - ცისარტყელა ევკალიპტი.


image


არსებობს ასევე მონადირე მცენარეებიც. მაგალითად, დროზერა ჭაობებში იზრდება, სადაც გამოფიტულ ტორფიან ნიადაგებში მას საკვები ნივთიერებები აკლია, ამიტომ მათ შესავსებად ის მწერებს "იწებებს", რომლებსაც თავისი წებოვანი ფოთლებით შემდეგ იჭერს
და ინელებს.

image



კიდევ უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება ვენერას ბუზიჭერია იგივე დიონეა, რომელსაც ორნაკვთიანი, მგრძნობიარებეწვებიანი ფოთლები აქვს, და რაც ყველაზე საყურადღებოა: ჩვეულებრივი ბალახი ფოთლის ნაკვთებს არ კეცავს, რადგან მცენარისთვის ყოველი მოძრაობა უკიდურესად შრომატევადია, ამიტომ ბუზიჭერიას აქვს რეცეპტორები, რომლებიც ე.წ. "ხაფანგში" მწერის დაჯდომას განსაზღვრავენ, ხოლო მცენარე საჭმლის მომნელებელი წვენის გამოყოფას მხოლოდ მას შემდეგ იწყებს, რაც მის მგრძნობიარებეწვებიან ფოთლებში მწერი ან ობობა მოხვდება.


image


რაფლეზია - კიდევ უფრო გასაოცარია. გარდა იმისა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილია, რომლის დიამეტრიც შეიძლება მეტრსაც კი აღემატებოდეს, ის არის მცენარე, რომელიც პარაზიტულ მცენარეებზე თავადვე პარაზიტობს, ანუ ერთგვარი პარაზიტია კვადრატში! ამ ურჩხულის თესლი ხვდება მახრჩობელა ვაზის ქერქის ნაპრალში და შიგნით აღმოცენდება, ხოლო ფესვები ნიადაგის მსგავსად მასპინძლის ქსოვილში აქვს გადგმული, საიდანაც ყველა საჭირო ნივთიერებას იღებს.


image


მაგრამ ესეც არ გახლავთ ყველაზე გასაოცარი. თავისი ცხოვრების წესის შედეგად რაფლეზიამ ფოთლები და გენი დაკარგა, რომელსაც უჯრედული ორგანელები - ქლოროპლასტები აწარმოებენ, რომლებიც ფოტოსინთეზზე არიან პასუხისმგებელნი. ქლოროპლასტების მეშვეობით მცენარე სხვადასხვა ორგანიზმებს გამოყოფს. რაფლეზია - ამ სიტყვის ფართო გაგებით მცენარედ უკვე აღარ ითვლება!








0
269
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
269