x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134596
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508719
ყველაზე სასტიკი ომი უძველეს დროში, რომელმაც არაერთი ქვეყანა იმსხვერპლა

შვეიცარიელმა მეცნიერებმა, ებერჰარდ ცანგერის ხელმძღვანელობით, ჰიპოთეზა წამოაყენეს «ნულოვანი» მსოფლიო ომის შესახებ. მათი აზრით, ჩვენთვის ცნობილი 2 მსოფლიო ომების გარდა, კიდევ ერთი მსოფლიო ომი იყო.


image


I და II მსოფლიო ომების გარდა, დედამიწაზე კიდევ ერთი მსხვილმასშტაბიანი შეტაკება მოხდა — ე. წ. «ნულოვანი ომი», წერს New Scientist, შვეიცარიელი მეცნიერების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ხსენებული კონფლიქტი, დაახლოებით, 3, 2 ათასი წლის წინ, ძვ. წ. აღრ. XII-XIII საუკუნეში უნდა დაწყებულიყო. მსოფლიო ისტორიაში, იმ დროის მოვლენები, ცნობილია როგორც «ზღვის ხალხების შემოსევა». დაპირისპირებაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებთან მიმდინარეობდა, ეგეოსის ზღვის აუზში მცხოვრები, მრავალრიცხოვანი ტომები ე. წ. «ზღვის ხალხები» (მათ შორის: გარამანტები, სიკულები, ფილისტიმელები, ფრიგიელები და ეტრუსკები) და სამხრეთის ცივილიზაციები: ძველი ეგვიპტე და ხეთების იმპერია მონაწილეობდა. «ნულოვანი ომის» საკვანძო მომენტი, ტროას ომი იყო – ასე თვლის თანამედროვე ისტორიკოსების ერთი ნაწილი. მათი აზრით, სწორედ ტროას ომმა (ზუსტი თარიღი უცნობია. სახელდება: 1198 – 1188; 1194 – 1184 და 1240 – 1230 წლები), უფრო სწორედ, მისმა დასრულებამ, გამოიწვია სამხრეთის რეგიონებში, «ზღვის ხალხების» მიგრაცია. მათ მიზანი, ხანგრძლივი ომით დასუსტებული, ქვეყნების დაპყრობა იყო.


image«ზღვის ხალხები»


საკუთარ კვლევებში, მეცნიერებმა თანამგზავრიდან გადაღებული სურათები გამოიყენეს და მცირე აზიის ტერიტორიაზე, 340-მდე მსხვილი, ქალაქის ტიპის დასახლება აღმოაფხვრევინებს. ისინი აღნიშნავენ, რომ ე. წ. «ნულოვანი ომის» დაწყებამდე, ეს ტერიტორია მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. მაგრამ, ტროას დაცემის შემდეგ, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებმა (ანატოლია (ხეთების სამეფო), კვიპროსი, ლევანტი (ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმ. სანაპიროზე მდებარე ქვეყნების (სირია, ლიბანი, ისრაელი, იორდანია, პალესტინა) საერთო სახელი), საბერძნეთი, მესოპოტამია, ეგვიპტე) კოლაფსი განიცადეს: განადგურდა ქალაქი-სახელმწიფოები, რეგრესი დაიწყო ცხოვრების ყველა სფეროში, შეწყდა ვაჭრობა, მატერიალური და კულტურული ძეგლების შექმნა. ფერწერა, გემთმშენებლობა, ქსოვის ხელოვნება... და წყალსადენების გაყვანაც, ხანგრძლივი დროით შეჩერდა. თანდათანობით, დაცემა დაიწყო მიკენის კულტურამ და ცივილიზაციამაც, ბოლოს კი, საერთოდ განადგურდა.

ასეთი დიდი კატასტროფის სავარაუდო მიზეზებად, აქამდე, ტექტონიკური აქტივობა, გვალვა, სისტემური კრიზისები და მიგრაციები სახელდებოდა. თუმცა, ახალ კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები აცხადებენ, რომ ესოდენ განვითარებული ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი, მხოლოდ ომი შეიძლებოდა ყოფილიყო...


image«ზღვის ხალხები» ხეთების იმპერიაში


imageეგვიპტე – ბრძოლა «ზღვის ხალხებთან», რამზეს III მმართველობის დროს



image«ზღვის ხალხები» ძვ. წ. აღრ. 1150 წელი


image

არხის სხვა სიახლეები:


* იცოდა თუ არა სტალინმა, სსრ კავშირზე გერმანიის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ?

* კავკასიელი – ე. ი. ევროპელი. რატომ ეძახიან ინგლისურენოვან ქვეყნებში, თეთრკანიანებს "კავკასიელებს"?

* მათ ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწიეს – ღარიბ ოჯახებში დაბადებული ვარსკვლავები



0
763
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
763
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0