x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
ამერიკელმა საყვარელს მაჩეტით თავი მოაჭრა ათეულობით მოწმის თვალწინ, მეტიც, ერთ-ერთი ამ საზარელ ფაქტს ვიდეოთი იღებდა
image

შეერთებულ შტატებში სასამართლომ წინასწარი განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც 44 წლის ამერიკელს, ალექსის საბორიტს საყვარლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა პირობითი გათავისუფლების უფლების გარეშე. ამის შესახებ CBS News იტყობინება.


სასამართლოზე დადასტურდა, რომ მინესოტაში მცხოვრებმა 2021 წლის ივლისში 56 წლის ქალი, ამერიკა ტეიერი მოკლა.

image


ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც პოლიცია წყვილის ბინაში ოჯახობრივი ძალადობის შესახებ შეტყობინების შემდეგ მივიდა. ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგონა გაუწიამ რა დროსაც საცხოვრებელ სახლს ცეცხლი წაუკიდა.


სწორედ ამის გამო, წყვილი სასამართლოში დაიბარეს, იმ საბედისწერო დღეს, , გზაში მიმავალმა ქალმა მამაკაცს უთხრა, რომ მისი მიტოვება სურდა.


განრისხებულმა მამაკაცმა მანქანაშივე საყვარელ ქალს ჯერ ჰანტელი დაარტყა, შემდეგ კი თავი მაჩეტით მოაჭრა.


აღსანიშნავია, რომ რაც ხდებოდა, ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა სხვა მანქანებში და სახლებში მყოფი ადამიანები, ვიღაცამ ვიდეოც კი გადაიღო. კადრებში ჩანს, როგორ გამოჰყავს მკვლელს ქალი მანქანიდან ქუჩაში, შემდეგ თმებიდან იჭერს და თავს აჭრის.


მკვლელობის შემდეგ მამაკაცი ახლომდებარე სასტუმროში წავიდა, სადაც პოლიციამ ის დააკავა.

image

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მკვლელი და მსხვერპლი გამუდმებით კონფლიქტში იყვნენ, ქალი, რომელიც საყვარელზე 12 წლის უფროსი იყო, მისი მხრდიდან მუდმივ ძალადობას უჩიოდა.


სწორედ ამიტომ პროკურატურა ამტკიცებდა, რომ დანაშაული წინასწარ განზრახული იყო. გარდაცვლილის შვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამნაშავე სამუდამო პატიმრობას იმსახურებდა.


"დედაჩემი არასოდეს იმსახურებდა ამას“, - თქვა ტეიერის ვაჟმა, 42 ჩარლზ ტეიერმა, განაჩენის გამოტანის შემდეგ, "ეს ურჩხული იმსახურებდა სამუდამო პატიმრობას."

0
543
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
543
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0