x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134664
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508869
ბურაკ ოზჩივიტის მეუღლემ 14-ზე მეტი ოპერაცია გაიკეთა - როგორ გამოიყურებოდა ფაჰრიე ევჯენი მანამდე? თვალებს არ დაუჯერებთ!
image


გამოცდილი პლასტიკური ქირურგების ხელები სასწაულებს ახდენენ, მათ სულ მოკლე დროში შეუძლიათ ადამიანისთვის არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ მთელი მისი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა. ასე მოხდა პოპულარული თურქი მსახიობის ბურაქ ოზჩივიტის მეუღლის, ფაჰრიე ევჯენის შემთხვევაშიც. როგორ გამოიყურებოდა ის ქირურგიულ ჩარევებამდე და რა პლასტიკური ოპერაციების გაკეთება დასჭირდა თურქ ვარსკვლავს სასურველი გარეგნობის მისაღებად? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.


image


მსახიობის მაგალითი ყველაზე თვალსაჩინოა. ცოტა ადამიანი თუ შეცვლილა უკეთესობისკენ ასე რადიკალურად. თურქული სერიალების ვარსკვლავის ძველი კადრების შემხედვარე ცხადი ხდება, რამდენად სურდა მას ცვლილებები და რამდენად კმაყოფილია ის ბოლო დროინდელი ტრანსფორმაციით.


image


მსახიობის ბუნებრივი გარეგნობისგან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა, ქირურგები ევჯენის ნაკვთებისთვის სინაზისა და გამომსახველობის მინიჭებას შეეცადნენ, რაც გამოუვიდათ კიდეც, შედეგად მსახიობის ახალ გარეგნობას უფრო წარმატებული როლებიც მოჰყვა.


image


იმიჯის სრულმა ცვლილებამ და შეძენილმა სილამაზემ შედეგი გამოიღო და მსახიობმა უკვე თავად დაიწყო პროექტების არჩევა, რომლებშიც მონაწილეობა სურდა. ოზჩივიტთან ქორწილიც კი შეუძლებელი იქნებოდა, ერთ დროს ფაჰრიეს პლასტიკური ოპერაციების გაკეთება რომ არ გადაეწყვიტა.


image


რა პლასტიკური ჩარევები გაიკეთა ცნობილმა თურქმა მსახიობმა? პირველ რიგში, ფაჰრიემ ჯერ ბიშას ბურთულები ამოიკვეთა, რის შედეგადაც ლოყები უფრო დაუთხელდა და სახემაც ოვალური ფორმა დაკარგა, ასევე, მსახიობმა ძაფებით ლოყებისა და სახის ლიფტინგი გააკეთა, შედეგად სახემ თითქოს "აიწია" და მკაფიო კონტურიც შეიძინა.


image


შემდეგი ნაბიჯი იყო ცხვირის ფორმის "გათხელება" და წვერის მომრგვალება. ვარსკვლავმა ასევე შეიცვალა ტუჩების ფორმაც, რომელიც უფრო სავსე და გამომხატველი გახდა.


image


ე.წ. "კატის თვალების" ეფექტი ქუთუთოების ესთეტიკისა და თვალების ფორმის შეცვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, ასევე, ქირურგებმა გულდასმით შეიმუშავეს წარბების ფორმა და რკალი ფაჰრიეს ახალი ექსპრესიული იერის - ზოგადი ჰარმონიისთვის.


image


აწი მსახიობს სისტემატურად სჭირდება გარეგნობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიღებული ეფექტის ფილერებისა და ბოტოქსის დახმარებით შენარჩუნება. ჯამში ფაჰრიე ევჯენმა შემდეგი ესთეტიკური პროცედურები ჩაიტარა:



Tipolasti Burun ucu estetiği (20.000-50.000₺) – ცხვირის წვერის ესთეტიკა;


Dudak Dolgusu (2000-5000₺) – ტუჩის გადიდება;


Cene ucu dolgusu (2000-5000₺) – ნიკაპის ესთეტიკა;


Jawline Dolgusu (3000-6000₺) – ყვრიმალის ესთეტიკა;


Tum yuz Botoxu (2000-5000₺) – ბოტოქსი მთელს სახეზე



Goz kapagi aldirma (20.000₺) – ქუთუთოების ესთეტიკა;

Ip Aski (5.000-10.000₺) – სახის ლიფტინგი ძაფებით;

Kas Kaldirma Brow Lift (15.000₺) – წარბების ესთეტიკა;

Bisektomi (30.000₺) – ბიშას ბურთულების ამოკვეთა;

Cheek Lift Yanak Germe (30.000₺) – ლოყების აწევა;

Orta Yuz Germe (40.000-50.000₺) –კანის ელასტიურობის აღდგენა


Burun Ucu Dolgusu (2000-5000₺) – რინოპლასტიკა;

Nazolabial Dolgu (2000-5000₺) – ნაზოლაბიალური შემავსებელი;



Goz Alti isik dolgusu (2000-5000₺) – შეშუპებისა და თვალების ქვეშ მუქი წრეების კორექცია. ყველა პროცედურის ჯამურმა ღირებულება- 241 000 თურქული ლირშეადგინა, რაც ძველი კურსის მიხედვით საკმაოდ სოლიდური თანხა გამოვიდა.


image


"მე ბუნებრივი სილამაზე მაქვს და პლასტიკური ქირურგიისთვის არასოდეს მიმიმართავს" - ამტკიცებს მსახიობი.


image


2016 წელს, ფილმის "İkimizin Yerine"-ის პრემიერაზე მსახიობმა პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს მკვახედ უპასუხა. ფაჰრიეს გარეგნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი არასდროს გაუკეთებია, მსახიობი ყველაფერს ხან გახდომას, ხანაც ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს მიაწერდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით მისი კომენტირება სულ არ არის საჭირო, ის რომ მსახიობს გარკვეული ქირურგიული ჩარევა გაკეთებული აქვს და თან არაერთი, ამაზე მისი ძველი ფოტოებიც მეტყველებს.


image











0
167
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
167