x
მეტი
  • 11.05.2024
  • სტატია:134707
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508924
როგორ შეიცვალა მზის სისტემა, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე და რა შუაშია პლანეტა ნიბირუ?

ჩვენ მზის სისტემა სტატიკური და უცვლელი გვგონია, მაგრამ ეს ასე არ არის. მხოლოდ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მასში, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მეცნიერები ამის გამო, უკვე სერიოზულად არიან შეშფოთებულნი და იმის გარკვევას ცდილობენ, თუ რა მიზეზით ხდება მზის სისტემაში გლობალური ცვლილებები?


image


ასტროფიზიკოსებმა დააფიქსირეს, რომ მზის მაგნიტური ველის ინტენსივობა თანდათანობით იზრდება. მათ, ათვლის წერტილად, 1901 წელი აიღეს და აღმოჩნდა, რომ იმ დროიდან, დღემდე, მზის მაგნიტური ველის ინტენსივობა 230% გაიზარდა. ამის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ პოლარული ციალი, რომელიც ადრე მხოლოდ პოლუსებზე იყო, დრეს ისეთ რეგიონებშიც გვხვდება, რომლის მოსახლეობა, ასეთ მოვლენებს, ადრე, მხოლოდ ტელევიზორში ნახულობდა.
მზის მაგნიტური ველის გაზრდის ფონზე, დედამიწაზე გეომაგნიტური ქარიშხლების რაოდენობამ იმატა, რომლებიც ისეთი უსაფრთხო არ არის, როგორც ადრე ფიქრობდნენ. 20 წლის წინ, ხალხი საერთოდ არ აქცევდა ყურადღება გეომაგნიტურ ქარიშხლებს და ამ საკითხებზე, არც მეცნიერები საუბრობდნენ საჯაროდ. მაგრამ, დღევანდელმა მდგომარეობამ, თავისი კორექტივები შეიტანა მსოფლიო საზოგადოების ინტერესთა სფეროში. დადგენილია რომ ასეთი ქარიშხლის შემდეგ, სიკვდილიანობის კოეფიციენტი მატულობს, გულითა და ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს შორის. როგორც მეცნიერები ამბობენ, მსგავსი პრობლემები 20-15 წლის წინ, არ იყო და არც ამ საკითხების საჯაროდ განხილვის საჭიროება არსებობდა.


ცვლილებებია მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც:


მერკურის ორივე პოლუსზე ყინულის ქუდები გაუჩნდა. კოსმოსური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ცვლილება უცაბედად მოხდა.

ვენერაზე, სულ რაღაც 40 წლის მანძილზე, 2500 %-ით გაიზარდა პოლარული ციალის სიმკვეთრე. მეცნიერებმა ამ პლანეტაზე, ატმოსფეროს მოცულობის ზრდაც დაადგინეს, რომელიც პლანეტის მასშტაბით, გლობალურ ხასიათს ატარებს.
იუპიტერზე, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე საგრძნობლად გაიზარდა, მის ირგვლივ მდებარე, პლაზმური ღრუბლების ნათების დონე.
სატურნზე ბოლო 30 წელის მანძილზე, გაიზარდა ეკვატორული სარტყლიდან რენტგენული სხივების ნათების ინტენსივობა.
ურანზე, რომელიც ადრე, მშვიდი ატმოსფერული მდგომარეობით გამოირჩეოდა, უეცრად ღრუბლების აქტიური მოძრაობა დაიწყო.
ნეპტუნის ატმოსფეროს ნათება 40%-ით გაიზარდა.
პლუტონზე, თითქმის 40%-ით გაიზარდა ატმოსფერული წნევა.
მარსზე გლობალური კლიმატური ცვლილებები დაფიქსირდა. გახშირდა და გაძლიერდა ქარიშხლები და პოლარულმა ყინულებმა დნობა დაიწყო.
დედამიწაზე, კლიმატური პირობების გლობალური ცვლილების ფაქტს, უკვე აღარავინ უარყოფს. მეცნიერები ამ მოვლენასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. მათ შორის ვერსიას, დედამიწის მაგნიტური ველის შესუსტების შესახებ. მეცნიერები ასევე საგონებელში ჩააგდო, უკანასკნელ პერიოდში, მზის სისტემის საზღვარზე არსებული, მანათობელი პლაზმის მოცულობის 1 000 %-ით გაზრდამ.
რა ხდება? არის, თუ არა ერთმანეთთან კავშირში, მზის სისტემის პლანეტებზე მიმდინარე გლობალური ცვლილებები? და რა იწვევს ამ ცვლილებებს?
ეს არის კითხვები, რომელზეც მეცნიერებს პასუხი არ აქვთ ან გახმოვანება არ უნდათ. ისინი ყველაფერს მზის მაგნიტური ველის ინტენსივობის გაზრდას აბრალებენ. მაგრამ, არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც მეცნიერები არ აღიარებენ. ეს არის პლანეტა ნიბირუს, შესაძლო გავლენა მზის სისტემის პლანეტებზე.


image


სახელი – ნიბირუ, ბაბილონურ თქმულებაში, "ენუმა ელიშში" არის ნახსენები. მასში მოთხრობილია ამბავი, სამყაროს შექმნის შესახებ. მზის სისტემის კიდევ ერთი პლანეტის შესახებ, საუბარი შუმერულ ტექსტებშიც არის, რომლის მიხედვით, ამ ციურ სხეულს, ფრთოსანი დისკის ფორმა აქვს. იმავე ტექსტებიდან ირკვევა, რომ ნიბირუ მზის სისტემაში, 2014-დან – 2035 წლამდე პერიოდში უნდა გამოჩნდეს.
ძველი ლეგენდების თანახმად, იდუმალი პლანეტა (ნიბირუ, ძველ ჩანაწერებში X სიმბოლოთი არის აღნიშნული) მზის სისტემაში, 3600 წელიწადში ერთხელ ჩნდება. ხოლო, მის ორბიტას წაგრძელებული ფორმა აქვს და ის მზის სისტემაში, მარსსა და იუპიტერს შორის გადის. როდესაც პლანეტა მაქსიმალურად უახლოვდება დედამიწას, მისი წარმომადგენლები დედამიწაზე ჩამოდიან და კონტაქტს ამყარებენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
თავდაპირველად, ამ პლანეტაზე ცხოვრების პირობები ძალიან ჰგავდა დედამიწის
პირობებს. თუმცა, იქ ისეთი მცენარეები ხარობდა, რომლებიც ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებდა. შესაძლოა, ასეთი მცენარეები ადრე, აქაც ყოფილიყო, რადგან ბიბლიის თანახმად, მაგ., ადამმა 930 წელი იცოცხლა, ნოემ - 950...

თუმცა, ისევ ნიბირუს დავუბრუნდეთ. დაახლოებით, 420 ათასი წლის წინ, ნიბირუზე კონფლიქტი მოხდა. მიზეზი კი, პლანეტაზე ატმოსფეროს რღვევის დაწყება იყო. გადარჩენის ერთადერთი საშუალება, ამ ლითონის აორთქლების გზით (მსგავსი ტექნოლოგია, დღეს "შატლებში" გამოიყენება), მისი იონების ატმოსფეროში გაშვება იყო. სწორედ ოქროს მოპოვების სურვილმა მოიყვანა ნიბირუელები დედამიწაზე... და აქ ოქროს დიდი რაოდენობით აღმოჩენის შემდეგ, ორი პლანეტის წარმომადგენლებს შორის, აქტიური კონტაქტი დაიწყო.

შუმერული ჩანაწერების მიხედვით, მზის სისტემაში შემოსული პლანეტა ნიბირუ, უდიდეს გავლენას ახდენს სხვა პლანეტებზე. იმდენად დიდს, რომ მას, ყველა სხვა პლანეტის ორბიტის კონტროლი შეუძლია. ამიტომ, გამორიცხული არ არის, რომ რაც ამჟამად მზის სისტემაში ხდება, ნიბირუს ზეგავლენის ბრალი იყოს.

ხოლო, ის ფაქტი, რომ გამქრალი ცივილიზაციების წარმომადგენლები ასტრონომიაში კარგად ერკვეოდნენ, ეჭვს არ იწვევს... და ამიტომ, "მოგზაური" პლანეტა, რომელიც ძველ ჩანაწერებში ხშირად არის ნახსენები, უბრალოდ გამოგონილი ობიექტი არ უნდა იყოს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 20 უდავო ჭეშმარიტება, პიროვნული განვითარებისთვის, რომელზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს

* დედამიწაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი გარემო მარსის ცივილიზაციამ შექმნა?

* ვიდრე სხვის გამო, საბედისწერო ნაბიჯს გადადგამთ... "სიგიჟე" და "ბრმა" სიყვარული



1
300
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
300
  
2023, 14 ივნისი, 0:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1