x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თუ მასწავლებელი სასკოლო ექსკურსიას გეგმავს, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

საფრთხოების ზომები სასკოლო მოგზაურობებისას

ექსკურსიები და გასვლითი ღონისძიებებიმოსწავლეებს დიდ საგანმანათლებლო გამოცდილებას სძენს. როგორი ცოდნაც არ უნდა მიიღონ საკლასო ოთახში, თუნდაც მრავალფეროვანი თვალსაჩინოებებიც იყოს, კლასგარეშე განათლება რასაც არაფორმალურ გარემოში მიირებს ძალიან მნიშვნელოვანია მისი სოციალური უნარის განათლებისათვის. გართობისა და დასვენების დროს გაუცნობიერებლად იძენს ახალ ცოდნას. გამოიმუშავებენ გარემოსადმი სწორ დამოკიდებულებას. ამიტომ მნიშვნელოვანია მასწავლებელმა წინასწარ გეგმა შექმნასექსკურსიისათვის.



image



რას მოიცავს საექსკურსიო სასწავლო გეგმა:

1. ექსკურსიის დაგეგმვას


2. საექსკურსიო მარშრუტებს

3. საექსკურსიო აქტივობებს

მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, სად იქნება ექსკურსია და რა აქტივობაა დაგეგმილი.მოსწავლეებს უნდა დავუტოვოთ საკმარისი დრო ერთმანეთთან ურთიერთობისათვის. ასეთი გასვლები ხელს უწყობას მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და არანაკლებ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გადანაწილებას. დაგეგმვის პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა ზრდის მათ მოტივაციასა და თვითრწმენას.



image


სასკოლო მოგზაურობის უსაფრთხოება

ექსკურსიები სკოლის სასწავლო გეგმის სავალდებულო ნაწილია. უსაფრთხოების თვალსაზრისით კი საჭიროა ყურადღება მიექცეს შემდეგ საკითხებს :

1. ჯგუფში ბავშვების რაოდენობა 10-15 ით განისაზღვროს. თანმხლები რამდენიმე ზრდასრული ადამიანით.

2.ბავშვების თანაფარდობა მშობლებთან . სასურველია 5 ბავშვზე მოდიოდეს ერთი ზრდასრული.

3. აცნობეთ ბავშვების მშობლებს გრაფიკის, გეგმებისა და მოქმედების გრაფიკის შესახებ.

4.გამყოლი პირებიდან კარგი იქნებოდა თუ ორივე სქესის წარმომადგენელი ყოფილიყო.

5. ნებისმიერი ღონისძიება წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, მარშრუტი წინასწარ შეთანხმებული მონაწილე ბავშვის მშობლებთან.

6.გადაადგილებისას უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი. გამოიყენეთ მხოლოდ ლიცენზირებული სატრანსპორტო მომსახურებები.

7. მოგზაურობის განმავლობაში სთხოვეთ მაქსიმალურად ნაკლებად გამოიყენონ სმართფონები.



image


მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ძნელია შევინარჩუნოთ ბავშვების ყურადღება 10-15 წუთზე მეტხანს. ყურადღება უნდა მიექცეს ჩაცმულობას .ტანსაცმელი უნდა იყოს კომფორტული და სეზონური. არ უნდა ატარებდეს ძვირადღირებულ სამკაულებს. ფეხსაცმელი მაღალი ქუსლით დაუშვებელია. გაითვალისწინეთ რომ იყოს სამედიცინო დახმარების ნაკრები.

ავტობუსის მგზავრობისას ტურის ლიდერი ვალდებულია

1.ქცევის წსები აუხსნას ბავშვებს.

2. ჩასხდომის შემდეგ გადამოწმდეს ბავშვების რაოდენობა.

3. გზაზე დაიცვან მძღოლის ყველა მითითება

ტრანსპორტის მგზავრობისას აკრძალულია : მძღოლთან საუბარი, კითხვების დასმა და ხმაური . ტრანპორტში საუბარი და ფეხზე დგომა. დანაგვიანება.



imageთუ თქვენ მოგზაურობთ ავტობუსით რა საფრთხეები არსებობს და რა უნდა ვიცოდეთ


0
35
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0