x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
იცით, რომ ინდოეთში მხოლოდ ბოლივუდი არ არსებობს?- საინტერესო ფაქტები ინდური ფილმების შესახებ

image
ჰოლივუდის შესახებ ყველამ იცის. იქ ყოველწლიურად ათასობით ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გამოდის. თუმცა, როგორც იცით, არსებობს არა მხოლოდ ჰოლივუდი, არამედ ბოლივუდიც, რომლის გაგონებაზე ალბათ მხოლოდ უეცარი ცეკვები, სიმღერები და ხშირად უხარისხო სპეცეფექტები გახსენდებათ. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ბოლივუდის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ:

1. უმეტესობა ფიქრობს, რომ ბოლივუდი ეხება ყველა ფილმს, რომელიც ინდოეთშია გადაღებული, მაგრამ ეს ფუნდამენტურად არასწორია. საქმე იმაშია, რომ ეს მხოლოდ ფილმების ნაწილია და მათ მხოლოდ მუმბაიში იღებენ.

2. როდის გაჩნდა ეს სასაცილო სიტყვა „ბოლივუდი“? იგი წარმოიშვა 1970-იან წლებში. სწორედ ამ წლებში გადაიღეს უფრო მეტი ფილმი ინდოეთში, ვიდრე ჰოლივუდში.

3. ბოლივუდსა და ჰოლივუდს შორის აქტიური მეტოქეობა 2012 წელს დაიწყო. ეს წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო ინდოეთისთვის. იქ 1600 ფილმი გამოვიდა. იმავე წელს ჰოლივუდმა გამოუშვა მხოლოდ 476 ფილმი.

4. არსებობს მეტი, ვიდრე უბრალოდ ბოლივუდი! არის ტოლივუდი, მოლივუდი, კოლივუდი, სანდლბუდი და სხვა. განსხვავება გამოყენებულ ენაშია.image

5. ინდოეთი ყოველწლიურად უამრავ ფილმს უშვებს, აქედან უმეტესობა როგორც წესი ბოლივუდს ეკუთვნის. 2017 წელს ინდოეთში თითქმის 2000 ფილმი გამოვიდა. თუმცა, აქედან მუმბაიში გადაიღეს მხოლოდ 360 ფილმი.

6. ინდოეთში კინოთეატრებში დაახლოებით 50 მილიონამდე ადამიანი დადის, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 1, 2 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა კინოს მოყვარულებისთვის ინდოეთი ნამდვილი სამოთხეა, რადგან ბილეთებს ძალიან დაბალ ფასად ყიდიან.

7. ფილმების უმეტესობაში მთავარი გმირი მამაკაცი ქალზე უფროსია. ყველაზე ხშირად კაცი უკვე 50 წლისაა, გოგონა კი მხოლოდ 20-ის. ფაქტია, რომ ქალი მსახიობის შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება, რასაც მამაკაცზე ვერ ვიტყვით, მათ უფრო მეტი პრივილეგია აქვთ.
image

8. სამწუხაროდ, ინდური ფილმების შემქმნელები ზოგჯერ საკმარის ყურადღებას არ აქცევენ სცენარს. ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ მაყურებლები ყველაზე ხშირად ხედავენ ფილმებს სიყვარულსა და შურისძიებაზე. რა თქმა უნდა, ახლა სიტუაცია ოდნავ შეიცვალა, მაგრამ არა დიდად

9. რეჟისორები აგრძელებენ ფარული მნიშვნელობების გამოყენებას. თუ ქალს უეცრად გული მისდის, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს - ორსულადაა. თუ გმირის საწოლთან სანთელი ჩაქრა, ეს ნიშნავს, რომ ის გარდაიცვალა. თუ მთავარმა გმირმა გადაწყვიტა წვერის გაზრდა, მაშინ აშკარად აქვს პრობლემები პირად ცხოვრებაში. ფარული მინიშნებების გამოყენება დღემდე გრძელდება.


0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0