x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
გარდაიცვალა რობერტ ჰანსენი, საბჭოთა ჯაშუში, რომელმაც სრული ფიასკო განაცდევინა აშშ-ს დაზვერვას
image

საბჭოთა დაზვერვის ყოფილი აგენტი და გამოძიების ფედერალური ბიუროს(FBI) რუსეთის ფილიალის ერთ-ერთი მთავარი თანამშრომელი, რობერტ ფილიპ ჰანსენი, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა შეერთებულ შტატებში, მკაცრი რეჟიმის ციხეში.


ამერიკელი ჯაშუშის მოღვაწეობა, რომელიც სამუდამო პატიმრობას იხდიდა, დღემდე FBI-ის ისტორიაში ყველაზე დიდ მარცხად ითვლება, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ამერიკულ სადაზვერვო სააგენტოებს.


ჰანსენი დაიბადა 1944 წლის 18 აპრილს ჩიკაგოში (ილინოისი) პოლიციელის ოჯახში, მაგრამ თავდაპირველად სხვა გზა აიჩია. სკოლის დამთავრების შემდეგ ქიმიკოსი გახდა, FBI-ის მომავალ აგენტს სურდა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში (NSA)მუშაობის დაწყება, რომელიც ქმნიდა შიფრებს და ტეხავდა უცხო ქვეყნების კოდებს, მაგრამ არ მიიღეს.



ამის შემდეგ ჰანსენმა სცადა სტომატოლოგობა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა ბუღალტერი გამხდარიყო და სადღაც ერთი წელი იმუშავა ამ პროფესიით.


შემდეგ, როგორც ჩანს, მემკვიდრეობამ თავისი გავლენა მოახდინა და ჰანსენმა ჯერ პოლიციაში, შემდეგ კი FBI-ში დაიწყო მუშაობა.


1978 წელს ამერიკელი გადაიყვანეს ნიუ-იორკში, სადაც მას მისცეს საპასუხისმგებლო დავალება გაეანალიზებინა კგბ-ს და ГРУ-ს საქმიანობა ამ ქალაქში.


ეტყობოდა, რომ მისი კარიერა შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჰანსენმა გადაწყვიტა გაბედული ნაბიჯი გადაედგა - იგი საბჭოთა დაზვერვას დაუკავშირდა და თავისი მომსახურება შესთავაზა. FBI-ის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ფინანსური პრობლემები იყო - 6 შვილიან ოჯახს წელიწადში 45 ათასი დოლარი ხელფასი არ ჰყოფნიდა.



თავდაპირველად, აგენტი რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ)სამხედრო დაზვერვის სამსახურს შეეკრა, FBI-ის ოფიცერი მათთან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.


შემდეგ 1985 წელს ჰანსენმა წერილი გაუგზავნა კგბ-ს პოლკოვნიკ ვიქტორ დეგტიარს, რომელიც ცხოვრობდა ნიუ-იორკის გარეუბანში, სადაც ის თანამშრომლობას სთავაზობდა. აგენტმა დასტურის ნიშნად FBI-ს საიდუმლო დოკუმენტების პაკეტი გაუგზავნა, რაშიც სანაცვლოდ 100 ათასი დოლარი მოითხოვა ასე დაიწყო „სუპერმზვერავის“ ნაყოფიერი მუშაობა კგბ-სთან და საგარეო დაზვერვასთან.

image

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა(შემდგომ რუსულმა) დაზვერვამ არ იცოდა მისი თანაშემწის არც ნამდვილი სახელი და არც თანამდებობა, რადგან მათ შორის მთელი კომუნიკაცია სამალავებით ხდებოდა.


ამერიკელი თავის "დანოსებს" ფსევდონიმით "რამონ გარსიათი" აწერდა ხელს, მას არ მოსწონდა სამალავის ადგილმდებარეობა, რომელიც ძალიან შორს იყო მისი სახლიდან, ამასთანავე ბრაზდებოდა ხოლმე, როცა მის მიერ მომზადებული დისკეტებს კგბ ვერ შიფრავდა.


ამავდროულად, ჰანსენი ფულად საკითხს ძალიან სკრუპულოზურად უდგებოდა. აგენტი არ ფლანგავდა მოსკოვიდან შემოსულ „ჰონორარს“, არამედ ინახავდა; ამიტომ ძალიან რთული იყო მასზე ეჭვის მიტანა. მას ნაწილი ბრილიანტებითაც გადაუხადეს, რომლის შვილებისთვის დატოვებას აპირებდა. საერთო ჯამში, ჰანსენის „ხელფასმა“ კგბ-სთან, შემდეგ კი დაზვერვასთან თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით 800 ათასი დოლარი შეადგინა.


მაგრამ აგენტის "დანოსები" ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მან გამოაშკარავა აშშ-ს მხარეზე მომუშავე მოღალატე კგბ-ს ოფიცრები: ბორის იუჟინი, ვალერი მარტინოვი, სერგეი მოტორინპი და ГРУ-ს გენერალი დიმიტრი პოლიაკოვი.


გარდა ამისა, ითვლება, რომ ჰანსენმა რუსებს გადასცა აშშ-ს უწყებების 6000-ზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი და ასევე გამოაშკარავა მიწისქვეშა გვირაბი, რომელსაც აშენებდნენ აშშ-ს სადაზვერვო სამსახურები საბჭოთა საელჩოს ქვეშ, რათა დიპლომატებისთვის მოესმინათ.


ამ ყველაფერს, კომედიურობას მატებდა ის ფაქტი, რომ ჰანსენი იყო FBI ჯგუფის წევრი, რომელიც იძიებდა ამერიკული სადაზვერვო სამსახურების ჩაფლავებულ საქმეებს, ანუ ფაქტობრივად საკუთარ თავის "დაჭერაზე" მუშაობდა.


1991 წლის დეკემბერში აგენტმა მიიღო შეტყობინება გარანტიით, რომ სსრკ-ში მიმხდარი ცვლილებები გავლენას არ მოახდენდა თანამშრომლობაზე და ჰანსენმა გაგზავნა ბოლო, 26-ე ფლოპი დისკი FBI-ს დოკუმენტებით.


შემდეგ მთელი რვა წლის განმავლობაში მოსკოვს მისთვის არ ეცალა.


მხოლოდ 1999 წლის 6 ოქტომბერს შეახსენეს თავი: ”ძვირფასო მეგობარო, ჩვენ გულწრფელად გვიხარია კონტაქტების განახლება. როგორც ადრე, ჩვენ თქვენი უსაფრთხოების და ფინანსური დახმარების გარანტი ვიქნებით. პაკეტში ნახავთ ინსტრუქციებს და 50 ათას დოლარს...“


ჰანსენი დააკავეს 2001 წელს, როდესაც მან დატოვა შეტყობინება რუსეთის დაზვერვის ოფიცრებისთვის ვაშინგტონის მახლობლად მდებარე პარკში. დაკითხვის დროს აგენტმა აღიარა რუსეთის სპეცსამსახურებზე მუშაობა იმის სანაცვლოდ, რომ მის ოჯახს ხელს არ ახლებდნენ და თავად ჰანსენს სიკვდილით არ დასჯიდნენ.

image

შედეგად, მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა შეწყალების შესაძლებლობის გარეშე. FBI-ს ყოფილი აგენტის პატიმრობის პირობები მართლაც მკაცრი იყო: სამარტოო საკანი ADX Florence-ის უმაღლესი უსაფრთხოების ციხეში. პატიმარს სეირნობისას სხვა ადამიანებთან შეხვედრა მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში შეეძლო.


ვინ "ჩაუშვა" ჰანსენი?არის რამდენიმე ვერსია, ყველაზე სავარაუდოა, რუსეთის საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკი ალექსანდრე ზაპორიჟსკი, რომელიც იყო შეერთებული შტატებში დაზვერვის დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სწორედ ის გაცვალეს 2010 წელს აშშ-ში დაკავებულ არალეგალ ემიგრანტებზე.


image

0
121
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0