x
როგორ იქცევიან სხვადასხვა კომპანები ბაზარზე და რა საშვალებებით ცდილობენ მიაღწიონ მიზანს
image

ყველა კომპანიის მიზანია იშოვოს ფული იმის ხარჯზე, რომ მომხმარებლის ინტერესი დააკმაყოფილოს. სხვადასხვა ბიზნეს სხვადასხვა ფულადი თუ ადამიანური რესურსი აქვს იმისთვის, რომ მიაღწიოს მიზანს, მეც წარმოგიდგენთ ამ საშვალებებს.


თავდაცვითი მარკეტინგი- მხოლოდ ბაზრის ლიდერი დგება


დაცვაში, იმიტომ, რომ მან დაიკავა ყველაზე დიდი ბაზრის წილი, ის ცდილობს არ გაუშვას წინ მისი კონკურენტი, ანუ ბაზარზე არსებული მეორე ფირმა, რომლის ინტერესი არის ლიდერის ჩამოშორება და „მემკვიდრეობის“ მიღება. ბაზრის ლიდერები არ არიან თავდაცვაში გაყინულები, არამედ მოქმედებენ სულ, ისინი გამოიწვევენ საკუთარ თავს, ვიდრე ამას სხვა გააკეთებს. საკუთარი თავის გამოწვევის მაგალითია კომპანია „ეფლი“ ეს ფირმა ყოველ წელს ახალ-ახალ ტექნიკას უშვებს, რის გამოც ინარჩუნებს ერთ-ერთ მსხვილი მოთამაშის როლს ტექნიკის ბაზარზე აშშ-ში. წამყვანი კომპანიები საკუთარი თავის განვითარებასთან ერთად, თვალს ადევნებენ კონკურენტების ქცევას. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ჩხირების კომპანია, რომელიც შეფუთვაში დებს 20 მარილიან ჩხირს, ხოლო თქვენი კონკურენტმა დააპირა ჩადოს 25 (იგივე ფასად), თქვენ აუცილებლად უნდა ჩადოთ მეტი, თუნდაც 26, რომ მომხმარებლმა ხვალ, ისევ თქვენი მარილიანი ჩხირი იყიდოს.



ზოგი კომპანიის მდგომარეობა ისეთია, რომ მათ უწევთ შეტევაში იყვნენ, თქვენი აზრით რომელი კომპანიები ცდილობენ პირველზე გასვლას? - რათქმაუნდა ისინი, რომლებსაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ და არ არიან პირველნი, ანუ მეორე ადგილზე მყოფები. ასეთი კომპანიები იკვლევენ ლიდერი კომპანიის ძლიერ მხარეებს, რადგან თუ ვერ დააფასებ მტერს სათანადოდ, აუცილებლად დამარცხდები. ასევე შეტევაში მყოფი კომპანიები იკვლევენ ლიდერი კომპანიის სისუსტეებს და მათი დახმარებით ცდილობენ პირველ ადგილზე გასვლას, შემტევები ყოველთვის ცდილობენ მინიმალური ხარვეზი ნახონ და აღმოფხვრან, მაგალითად: კომპანია „ფუნთუშა“ ყიდის 1, 20 ლ გემრიელ სასუსნავს, რომელსაც მარწყვი ადევს თავზე, კონკურენტი კომპანია „სიტკბოება“ ხვდება რა, რომ მარწყვი უყვარს ძალიან „ფუნთუშას“ მომხმარებლებს, ის, ანუ „სიტკბოება“ უშვებს იგივე სასუსნავს მცირედი ცვლილებით, ტკბილ საჭმელს უმატებს მარწყვის არომატის ტკბილ და გემრიელ სითხეს. მსგავსი ქმედება მარწყვის მოყვარულ მომხამრებლებს, რათქმაუნდა არ გამორჩებათ და დაინტერესდებიან კომპანია „სიტბოებით“.


ზოგჯერ კომპანიები იყენებენ ფლანგურ მარკეტინგს, მაგალითად შეაქვთ გასაყიდად პროდუქტი იქ, სადაც არცერთი მსგავსი პროდუქტი არ არის. კომპანია „კალამმა“ შეიტანა თავისი ახალი სამ დე კალამი საკუთარ მაღაზიაში, რითაც დააინტერესა ბევრი ადამიანი, მათ შორის კონკურენეტბის ხშირი მყიდველები, რადგან „კალამმა“ მოაწყო საჩვენებელი სანახაობა, ყველა მსურველს შეეძლო შესულიყო მაღაზიაში და გამოეყენებინა სამი დე კალამი(კალამი, რომლითაც შესაძლებელია კონსტრუქციების შექმნა, რადგან კალამში მელანის ნაცვლად გაყინვადი სითხეა).


რა ხდება მაშინ, როცა არ ვართ დიდი ან მუშა კომპანიის ხელმძღვანელი, ხოლო ჩვენ ან ბიზნეს ვიწყებთ ან მისი არსებობა რამდენიმე დღეს ითვლის? იკვლევთ იმას, თუ რა ჭირდება იმ ხალხს.რომლებიც ან თქვენს გვერდით არიან ან თქვენი მაღაზიის გვერდით, შესთავაზეთ მათ საუკეთესო ხარისხი მისაღებ ფასად და არასდროს მოდუნდეთ, თქვენ ხომ ყველაზე პატარა ბიზნესი ხართ და არა ბაზრის ლიდერი კომპანია.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0