x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა ასაკიდან ეწყებათ სე@სში პრობლემები ქალებს და მამაკაცებს?
image

" მამაკაცებს 30 წლის ასაკიდან ეწყებათ სექსში პრობლემა, ხოლო ქალებს 40 წლის ასაკიდან"-აცხადებს პრევენციული მედიცინის ექსპერტი.


მამაკაცებს სექსუალურ ცხოვრებაში პრობლემები ეწყებათ 30-35 წლის ასაკიდან, ქალებისთვის ეს პერიოდი უფრო გვიან იწყება - 40-45 წლიდან. ამის შესახებ განაცხადა პრევენციული მედიცინის ექსპერტმა, ევროპული სამედიცინო ცენტრის (EMC) ენდოკრინოლოგმა და ანდროლოგმა გიორგი მსხალაიამ.


„ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცებს ეწყებათ ტესტოსტერონის დონის თანდათანობით კლება. ეს ჩვეულებრივ ხდება 30-35 წლის ასაკიდან. ჭარბი წონა, ქრონიკული სტრესი, თამბაქო, უძილობა, შაქრიანი დიაბეტი და სხვა თანმხლები დაავადებები არის სიტუაციის გამწვავებისა და მთავარი სასქესო ჰორმონის გამომუშავების კიდევ უფრო მეტად შენელების მიზეზი“, - განმარტა მან.




ქალებში ჰორმონალური ცვლილებები აიხსნება საკვერცხეების ფუნქციური აქტივობის დაქვეითებით, რაც გამოწვეულია წარსული დაავადებებით და ვიტამინის დეფიციტით, აღნინავს ექსპერტი. ორგანიზმში ცვლილებებზე მიუთითებს მენსტრუალური ციკლის ძვრებიც, ჩვეულებრივ ქალებს მენოპაუზის პერიოდი 45-55 წლის ასაკში ეწყებათ. ბიოლოგიური დაბერება შეიძლება უფრო ადრეც დაიწყოს, თუ არსებობს მავნე ჩვევები, უძილობა და სტრესი.


ამას წინათ ვწერდით იაპონელ ქალებზე, რომლებსაც კლიმაქსის პერიოდი დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით გაცილებით გვიან ეწყებათ, თან ის ბევრად უფრო მსუბუქად, შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვა ქვეყნის ქალებთან შედარებით.


ქალების უმეტესობას მენოპაუზა 45 წლის შემდეგ ეწყებათ.ხოლო იაპონიაში მთელი დანარჩენი სამყაროსგან განსხვავებით, ეს მაჩვენებელი განსხვავებულია: აქ ქალები ჰორმონალურ ცვლილებებს მხოლოდ 55 წლის შემდეგ განიცდიან. და ხშირად უფრო მოგვიანებითაც!თუ რა არის ამის მიზეზი, შეიტყობთ ამ ბმულზე.

0
155
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0