x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134702
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509038
"ხელნაწერი 512" – ამაზონის გაუჩინარებული ცივილიზაციის მტკიცებულება

ბრაზილიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ძველი ტექსტი ინახება, რომელსაც «ხელნაწერი 512» დაარქვეს. მასში მოთხრობილია, დიდი ხნის წინ, გამქრალი ქალაქის აღმოჩენის ისტორიის შესახებ.


image


იდეა, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეები მაღალგანვითარებული უძველესი ცივილიზაციებით იყო დასახლებული, ას წელზე მეტი ხნის მანძილზე, მუსირებდა მეცნიერებსა და მოყვარულ არქეოლოგებს შორის. ხოლო, ბოლო წლების კვლევების შედეგად, აშკარა გახდა, რომ ამაზონი, სხვადასხვა კულტურის სახლი ნამდვილად იყო... და როგორც ამბობენ, მათ შორის, ზოგიერთი, მაღალგანვითარებული იყო. ამის მტკიცებულებას კი, ლიდარიული სკანირება (შედეგი 3D გამოსახულებაა) წარმოადგენს, რომელმაც კოსმოსის ფორმაში აგებული სტრუქტურები გამოავლინა. როგორც აღმოჩნდა, ამაზონი ადრე, ბევრად უფრო მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო, ვიდრე მეცნიერები თავდაპირველად ვარაუდობდნენ და ასევე ცნობილია, რომ დედამიწაზე უძველესი პირამიდები, ბრაზილიის თანამედროვე ტერიტორიაზეც იყო.


ხელნაწერი 512


არსებული წყაროების მიხედვით, ამაზონის უძველესი ცივილიზაციების ერთი ნაწილი, უფრო მაღალგანვითარებული იყო, ვიდრე ჩვენთვის, აქამდე ცნობილი ცივილიზაციები. მაგალითად, «ხელნაწერ 512»–ში მოთხრობილია გაბედული მკვლევარების ჯგუფის შესახებ, რომელმაც ექსპედიცია ამაზონის ცენტრში, 1753 წელს მოაწყო... დოკუმენტის თანახმად, მეცნიერებმა იქ ქვის ქალაქი აღმოაჩინეს, რომელიც არაფერს ჰგავდა, რაც მათ ოდესმე უნახავთ – ის, იმ დროს არსებული, ყველა ქალაქისგან განსხვავებული იყო და აღწერილობის მიხედვით, ძველი ბერძნული არქიტექტურის ნიმუშებს წააგავდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის მიხედვით, ქალაქის შენობების გარე ფასადები, ისეთი წარწერებით იყო გაფორმებული, რომელიც მანამდე, არასოდეს უნახავს.


image512 ხელნაწერის პირველი გვერდი


საინტერესო დეტალები


გარდა ამისა, დოკუმენტი, აღმოჩენილი ქალაქის შესახებ, ბევრ წარმოუდგენელ დეტალს შეიცავს. მაგ., საუბარია ოქროს მონეტების დიდ ტომარაზე, რომელიც მკვლევარებმა უძველეს ქალაქში იპოვეს. გადმოცემით, მონეტაზე მშვილდოსნის სილუეტი იყო გამოსახული, რომელსაც თავზე გვირგვინი ედგა. გარდა ამისა, ხელნაწერს თან, ფასადებიდან გადმოხატული ფრაზები ერთვის, რომლის ასოებსაც, წარმოუდგენელი მსგავსება აქვს, ძველბერძნულ და ფინიკიურ ანბანებთან.

მაგრამ, მანუსკრიპტის წარმოუდგენელი დეტალურობის მიუხედავად, ბრაზილიელი არქეოლოგები თვლიან, რომ უძველესი ქალაქის აღმოჩენის ისტორია — სხვა არაფერია, თუ არა მითი...


image

არხის სხვა სიახლეები:


* აკრძალული არქეოლოგია – დინოზავრის და ადამიანის ჩონჩხი კოლუმბიაში

* მან სიკვდილის წინ წერილი დაწერა, რომელშიც თვითმკვლელობის მიზეზებს ხსნიდა...

* ქუსლიდან ნახეთქების მოცილება 15 დღეში – ორი უმარტივესი რეცეპტი



1
441
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
441
  
2023, 7 ივლისი, 22:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1