x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჯონ როკფელერის გამონათქვამები

image

ჯონ როკფელერი ამერიკელი მეწარმე და მულტიმილიონერი იყო, ადამიანი რომლის სახელიც სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. ის პირველი მილიარდელია კაცობრიობის ისტორიაში. ის უძღვებოდა ნავთობის კომპანიას. 1937 წელს მისი ქონება იყო 1, 4 მილიარდი დოლარი. როკფელერი აშშ-ის ერთ-ერთი პირველი ქველმოქმედიც იყო. მან დაარსა როკფელერების ფონდი და დიდ თანხებს გასცემდა სამედიცინო კვლევებისთვის, განათლებისთვის, სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისთვის. მანვე დაარსა ჩიკაგოსა და როკფელერის უნივერსიტეტები.

  • ნაკლები იმუშავეთ სხვისთვის( მმართველზე, დირექტორზე)! სიამდვილეში კი, მხოლოდ საკუთარი თავისთვის იმუშავეთ. რაც ნაკლებად იმუშავებთ საკუთარი თავისთვის, მით ცუდად იცხოვრებთ.
  • იცოდეთ ფულის დაზოგვა. იპოვეთ ადგილი, სად შეიძლება იყიდოთ საქონელი უფრო იაფად და ბითუმად. წინასწარ შეადგინეთ საყიდლების სია და იყიდეთ მხოლოდ ის, რაც სიაშია.
  • თუ ახლა ცოტა ფული გაქვთ, ბიზნესი უნდა ააწყოთ. თუ საერთოდ არა გაქვთ ფული, მაშინ დაუყონებლივ უნდა დაიწყოთ ბიზნესი.
  • უდიდესი სიმდიდრისკენ მიმავალი ერთადერთი გზა პასიური შემოსავალია! შემოსავალი, რომელიც თავისთავად მოდის, ავტოპილოტზე მუშაობს. შექმენით პასიური შემოსავლის ბევრი წყარო და დატკბით ცხოვრობთ.
  • მოიფიქრეთ, როგორ იშოვოთ 50 ათასი დოლარი თვეში, ნაკლები -არა. მეტი - შეიძლება.( ეს თანხა ტყუილად როდია რეკომენდირებული - საქმე ის არის, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანები ყოველთვე დაახლოებით 50 ათას დოლარს ხარჯავენ)
  • მეტი ურთიერთობა - ფული თქვენს ჯიბეში სხვა ადამიანების გავლით მოდის. ადამიანები, რომლებსაც არ უყვართ ურთიერთობები, იშვიათად მდიდრდებიან.
  • სრული პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე. სიღარიბე მჟღავნდება, თუ პასუხისმგებლობას გაექცევით. არავითარი თავის გამართლება, თუ რატომ არ შეგიძლიათ ამ წუთას მიზნისკენ სვლა.
  • ოცნება უმთავრესია ცხოვრებაში. მთავარია, იოცნებოთ და გჯეროდეთ, რომ აგისრულდებათ. ადამიანი კვდომას მაშინ იწყებს, როცა ოცნებას წყვეტს ან საერთოდ არ ოცნებობს.
  • დაეხმარეთ ადამიანებს არა რაღაცის გამო და არც ფულისთვის, არამედ სუფთა გულით. სწორედ იმ ადამიანებს, რომლების დახმარებაც თავად გსურთ. სულაც არ არის აუცილებელი, ეს თქვენი ან ვინმეს ნათესავები, ან ნაცნობები იყვნენ. მოგების 10 % საქველმოქმედოდ გაიღეთ.
0
33
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0