x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საქართველოს ხელისუფლების შემზარავი პრორუსულობა
პრორუსული საგარეო კურსი რომ ძალიან არაპრესტიჟულია და მთელ მსოფლიოში რუსეთს ღიად მხოლოდ სულ რამდენიმე უღატაკესი ქვეყანა რომ უჭერს მხარს, ამაზე ნათლად მიუთითებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მიერ წამოჭრილ საკითხთათვის ხმის მიცემის თითოეული პროცესი. თვით მსოფლიოს ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც სრულებით არ ესაზღვრებიან რუსეთს და არც მისი პირდაპირი სამხედრო აგრესიის მსხვერპლებს წარმოადგენენ, მაქსიმალურად ერიდებიან, რომ რაიმე ფორმით რუსეთის მხარდამჭერებად დაფიქსირდნენ.


განსაკუთრებით ეს ხდება უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ პერიოდში. დღეს თვით ძველმა და ნაცადმა მოკავშირებმაც კი (მაგალითად ისეთებმა, როგორიც ყაზახეთია), ღიად შეაქციეს ზურგი რუსეთს.


ამ ფონზე კიდევ უფრო შოკისმომგვრელია საქართველოს ხელისუფლების საქციელი. საქართველო არის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 90 %-ს ევროკავშირი სურს და სადაც რუსეთმა ჩაიდინა არაერთი უსასტიკესი, სისხლიანი და ვერაგული ეთნოწმენდა. გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამ ყოველივედან გამომდინარე ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოფილიყო ძალიან ანტირაშისტული და უაღრესად უარყოფითად განწყობილი რუსეთის მთავრობის პირველი პირების მიმართ. სწორედ მსგავსი რეაქცია იქნებოდა ერთადერთი სწორი, ბუნებრივი და ლოგიკური რეაქცია და არა ურთიერთობათა “დათბობა” და “დალაგება.” ამიტომ სრულიად გამაოგნებელია, რომ ეს ასე არ ხდება. და კიდევ უფრო გამაოგნებელი ის არის, თუ რატომ, რისთვის და რის ფასად ითმენს ქართველი ხალხი საკუთარი ხელისუფლების ასეთ შემზარავ პრორუსულობას.


საქართველოს ხელისუფლება არის იმაზე შეუდარებლად უფრო პრორუსული, ვიდრე უნდა იყოს ნებისმიერი ოკუპირებული და რუსეთის მიერ არაერთგზის დამოუკიდებლობაწართმეული ქვეყნის ხელისუფლება.



საქართველოში ამაზე უფრო პრორუსული ხელისუფლების წარმოდგენა უბრალოდ შეუძლებელია! მე ღრმად მწამს, რომ თვით სერგო ორჯონიკიძე, იოსებ სტალინი და ფილიპე მახარაძეც კი ვერ მოახერხებდნენ, ყოფილიყვნენ ბიძინა ივანიშვილსა და მის თანაგუნდელებზე უფრო პრორუსულები.


ქართველი ერისთვის მიყენებული უდიდესი შეურაცხყოფა და ჩვენი ეროვნული ღირსების ფეხქვეშ გათელვაა ის ფაქტი, რომ ასეთი პრორუსი ხელისუფლება გვყავს. ამას ძალიან ბევრი ერი ვერ მოითმენდა, თუნდაც რუსეთს მისთვის იმის მეათასედი ცუდიც კი არ გაეკეთებინა, რაც ჩვენ გაგვიკეთა.


მაგრამ ყველაზე დამაფიქრებელი მაინც “ქართული ოცნების” წევრების საქციელია. ამ უზარმაზარ პარტიაში არავინ არ აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლების ასეთ შემზარავ პრორუსულობას. ამიტომ ამით ძალიან ნათლად ჩანს, თუ რა ფასეულობების მატარებელი ადამიანებისგან შედგება მმართველი პარტია. ეს არის უბრალოდ ძალიან მდარე ღირებულებების მქონე ხალხი, რომელმაც სრულებით არ იცის, თუ რა დროს რომელ საკითხთან მიმართებით რანაირი რეაქცია უნდა იქონიოს.


ეს განსაკუთრებით სამწუხაროა, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ეს ხალხი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენს ცხოვრებაზე მათ ქცევებს და გადაწყვეტილებებს პირდაპირი გავლენის ეფექტი გააჩნია.


დანარჩენ საზოგადოებას მთლად ისეთიც არაფერი დაგვიშავებია, რომ ამხელა განსაცდელი მოგვივლინა ბედმა.


ომი



8
160
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
160
  
2023, 7 ივნისი, 9:58
გააჩნია, ვისთვის რაა ზრდილობა. ეტყობა თქვენთვის სიმართლის თქმა უზრდელობაა, არადა დათას იშველიებთ უცებ ))) . რაც შეეხება ევფემიზმებს, ეპითეტებსა და სკაბრეზებს, არც სხვა ენებს აქვთ სიღარიბე, ეს მეგალომანიური განცხადება რომ არ გაგეკეთებინათ და ებრაული ანდაზა კიდევ საკუთარ თავთან მიმართებითაც გაიაზროთ ეგებ. ჩუთლაშვილისკენ რომ საჩვენებელს გაიშვერთ, დანარჩენი სამი თითი საკუთარი თავისკენ გრჩებათ მიმართული, იფიქრეთ ამაზე, სამართლიანობას ზრდილობაში როცა აურევთ და სამართლიანობას ასაკობრივ ცენზს დაუწესებთ, რომ მომიწოდოთ ზრდილობისკენ, რაკი სხვა არგუმენტი არა გაქვთ. ხალხი მეც ვარ და ჩვენც ვართ! ხალხის მარტო თქვენნაირი ტვინის მოწობის ადამიანები რომ გგონიათ, აი, მანდ მტავრდება თქვენი ანდაზებიც, ებრაული იქნება, თუ კორეული
2023, 5 ივნისი, 9:45
თუთიკო ბერძენა, 2016 წელს დავრეგისტრირდი ამ საიტზე და ვერც ერთ კომენტარს ვერ ნახავ, რომელშიც ზრდილობის ზღვარს გადავდივარ... ბაუმანი ებრაული წარმოშობის გვარია და ებრაულ ანდაზას გეტყვი: ,,სანამ სხვა ესვრი ტალახს, იცოდე, რომ პირველად შენ გესვრება ხელი... ანუ სანამ კლავიატურას ააწკაპუნებდე, წერე, იკამათე, აკრიტიკე, ოღონდ ზრდილობას მოუხმე! ჩემო კარგო, დამიჯერე, ეპითეტებით, ევფემიზმებითა და სკაბრეზითაც კი, ძალიან მდიდარია ქართული ენა...,, ასეა ეს!'' ბაუმანს არ უთქვამს, დათამ თქვა თუთაშხიამ)))
2023, 2 ივნისი, 21:46
სხვათა შორის, ბაუმანი ჰორაციუსის სიტყვებს იშველიებდა ჰოლოკოსტთან მიმარტებით,. "ადამიანები მტერი-მოყვარის პრინციპით მოქმედებენ" ბაუმანიც ამბობდა, რომ თანამედროვე საზოგადოებაში განსაზღვრულია ვინ მტერია და ვინ მოყვარე. ასე იყო გერმანიის შემთხვევაშიც. მათ განსაზღვრეს მოკავშირეები, ასევე მტერი - სოციალისტური ბანაკი. მაგრამ ეს ებრაელები არც ერთში სხდებოდნენ არც მეორეში. სწორედ აქ გამოჩნდა მოდერნიზმის მთავარი ნაკლი, წესრიგის უნოიერსალიზაცია, რაც ადგილს არ უტოვებს განსხვავებულს რაღაც მესამეს.გერმანელების შემთხვევაში ეს იყო ჰოლოკოსტი. ბაუმანის ორიგინაულური და სკანდალური იდეა იმაში მდგომარეონდა რომ მან თქვა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბოროტება, ჩვეულებრივი, ბუნებრივი შედეგი იყოო და მიიჩნევდა, რომ მოდერნული საზოგადოება ყოველთვის ასე იზამს და მართლაც, საბჭოთა კავშირი რომ ავიღოთ, იქაც განსხვავებულს ან აკულაკებდნენ, ან ხვრეტდნენ, ან იჭერდნენ.(სოციალური მწარმოებლები) ბაუმანი გენოციდის გამომწვევ მიზეზებს ეძებს რაციონალიზმში, ევროპულ განმანათლებლობაში, სციენტიზმშიც და ცოცხალი რომ იყოს, ახლა აუცილებლად მივწერდი, ქართულ პოლიტიკაზე რას ფიქრობდა, რომელიც ადგილს არ უტოვებს რაღაც სხვას, მესამე ძალას... )))))))))))))))))
2023, 2 ივნისი, 21:43
ფეისბუკზე შესეული ტროლების ქარხანა, აქაც აუმუშავებიათ! საქართველოში მარტო გურგენაშვილი და პავლოვიჩი არაა ხალხი, დავით! მადლობა , რომ ჩვენი სახელითაც ლაპარაკობ! არა რუსეთს! მალე გვენახოს რუსეთის ლოგიკური დასასრული! აი, ქვევით კი ეს იმბეცილები თვლიან, თუ რუსეთი არ გინდა, სააკაშვილის მხარდამჭერი ხარ, თუ მოქმედი ხელისუფლება არ მოპგწონს, აუცილებლად ნაცი ხარ, რადგან ამათთვის მხოლოდ ორფეროვანია სამყარო! ესენი მოქმედებენ ჰორაციუსის მტერ-მოყვრის პრინციპით,. ანუ ან ნაცი ხარ ან ქოცი, ან ნაცის მტერი ან ქოცის მტერი, სხვა მაგათთვის არ არსებობს. . აი, ასეთი ერთუჯრედიანები წყვეტენ ამ ქვეყნის მომავალს, ზოგადად!
2023, 2 ივნისი, 8:45
თუ რამეა შემზარავი, აი, ასეთი სტატიებია! რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს, მაგრამ ობიექტურობაც ,,კაი საქონელია" სინდისთან ერთად... და ლავრენტი პავლოვიჩის სიტყვები რომ გავიმეორო, ნუ ლაპარაკობთ და წერთ ხალხის სახელით!!!!!!!
ძალიან ძალიან ძალიან ყურადღებით უყურე და მოუსმინე ამას
https://www.youtube.com/watch?v=tfbPfuWArcE
უაღრესად ანტი რაშისტული შენი მამამარჩენალი სუკიასიანი იყი, პტინს ლილიპუტინს ეძახოდა რა ჩიტიც დააჭერინეს იცი ალბათ, ეხლა ქართულმა ოცნაბამ აგინოს და ისევ ტერიტორიები დავკარგოთ? ჩუთლაშვილი შენ შიგ ხომ არ გაააქვს? დაკიდევ ქართველი ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობ შე არაკაცო, ქართველმა ხალხმა ჭკუა ისწავლა და შენისთანა ნაც ნაბოზზზვრებს როგორც კეთროვნებს ისე უყურებენ ასე რომ გაადჟვი უკრაინაში და იქ იომე და გავანახე რა ბიჭი ხარ ნუ წაიღე ლაი ლაით ტვინი.
შე იდიოტო საიდან აგროვებ ამ სირობა ინფორმაციას მსოფლიოს ორი მესამედი რუსეთის მხარესაა. ეხლა პეტერბურგში სამიტი იქნება 80 ქვეყნის მთავრობა ჩადის, ბრიკსზე გაგიგია რეამე შე შტერო. ქართული ოცნების პრორუსულობა შენ გელანდება იმიტომ რომ ნორმალური არ ხარ. ქართული ოცნება არის პრო არავითარი პრო ნამდვილი ქართული ძალა გასაგებია. შენ თუ ევროპა და ლეგალურად დრაკში დღნაური გინდა გაადჟვი ევროპაში
0 1 8