x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა პირობებში და რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს მარსზე ცხოვრება?
უკვე მრავალი საუკუნეა, ადამიანები შესცქერიან ვარსკვლავებით მოჭედილ იდუმალ ცას. უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კი ადამიანებმა იმაზე ოცნება დაიწყეს, თუ როგორ მიაღწიონ პლანეტა მარსამდე, რომელიც ჩვენგან “უახლოესი გაჩერებაა” კოსმოსში.


მაგრამ მაინც როდის მოვახერხებთ პირველი ადამიანების გაგზავნას მარსზე? და როდის გვექნება შესაძლებლობა, ავაგოთ ქალაქები იქ?


იმისათვის, რათა მარსისკენ გავემგზავროთ, ამჟამად გამოცდას ინტენსიურად გადის SpaceX-ის ზემძლავრი ხომალდი. ეს გამოცდა ადრე თუ გვიან წარმატებით დასრულდება და უმძლავრესი მრავალჯერადი რაკეტა-მატარებელი, რომელიც 100 ტონამდე ტვირთის მარსამდე გადატანას შეძლებს, მზად იქნება, რაც ჩვენს ოცნებებს წითელ პლანეტამდე მგზავრობის შესახებ რეალობად აქცევს.


თუმცა როგორც აღმოჩნდა, ყველაზე სერიოზული პრობლემა არის არა ტვირთის გადატანა და ადამიანების გადაყვანა, არამედ მარსის ასტრონავტების და კოლონიზატორების დაცვა მომაკვდინებელი რადიაციისგან.



უკანასკნელ პერიოდში ჩატარებულმა ცდებმა ცხადყო, რომ ადამიანს 4 წელიწადი თავისუფლად შეუძლია გაატაროს როგორც მარსისკენ მიმავალ კოსმოსურ ხომალდში, ასევე საკუთრივ პლანეტის ზედაპირზე ისე, რომ საკუთარი ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დააყენოს. 4 წელზე უფრო დიდხანს მარსზე დარჩენა კი რეკომენდებული არ არის. ამაზე უფრო ხანგრძლივი დროით კოსმოსში დარჩენა ადამიანს მიაღებინებს რადიაციის სახიფათო დოზას, რაც არასასურველი გენეტიკური მუტაციების და კიბოს ჩამოყალიბების წინაპირობაა.


თუმცა როგორც ყოველთვის, აქაც არსებობს გამოსავალი და ეს გამოსავალი არის… ტყვია.
მართლაც 5 სანტიმეტრამდე სისქის ტყვია სრულად იცავს ადამიანის ორგანიზმს თვით უმძლავრესი კოსმოსური გამა გამოსხივებისგანაც კი.


მაგრამ აქ კიდევ არსებობს ერთი პრობლემა: რანაირად უნდა მოვახერხოთ საკმარისი რაოდენობის ტყვიის გადატანა მარსის ზედაპირზე? ეს ლითონი ხომ ძალიან მძიმეა.


სუპერმძლავრ ხომალდს თავისუფლად შეუძლია გადაიტანოს ამ ლითონის საკმარისი რაოდენობა, რათა კოლონისტებმა მარსზე საიმედო კაპსულები დაამზადონ, სადაც დროის დიდი ნაწილის უსაფრთხოდ გატარებას შეძლებენ.


თუმცა პრობლემები არც ამით მთავრდება: ტყვია თავისთავად ტოქსიკური ლითონია და მასთან ხანგრძლივი ურთიერთობა ფსიქიკურ აშლილობებს და ჯანმრთელობის მძიმე გართულებებს იწვევს.


ამიტომ ყველაზე კარგი ლითონი კოსმოსში კოლონისტებისთვის სრულიად უსაფრთხო საძილე კაფსულების დასამზადებლად, სადაც ისინი შევლენ და დღეღამეში იმდენ საათს გაატარებენ, რომ დანარჩენ პერიოდში მიღებული დასხივება დასაშვებ ნორმას არ აღემატებოდეს, ოქრო გახლავთ, მაგრამ ოქროს ფასი ხომ ძალიან მაღალია და თანაც წლიდან წლამდე დაახლოებით 7 %-ით იზრდება? ამიტომ მსგავსი თითოეული კაფსულის დამზადებას რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი მაინც დასჭირდება.


ამიტომ ალბათ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მაინც ტყვიის იმგვარად იზოლირება იქნება, რომ მან კოლონისტებს ზიანი არ მიაყენოს. დანარჩენი კი როგორც იტყვიან მხოლოდ მონდომების საკითხია.


უცხო

1
132
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
132
  
2023, 4 ივნისი, 23:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1