x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ვაშლოვანის ნაკრძალში დაკავებულ მესაზღვრეს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა
image

ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ დედოფლისწყაროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. ბრალდებულ იმედა ცისკარაულის ადვოკატი, სასამართლოს 10 000 - ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა.

ბრალდების მხარემ კი მოსამართლეს პატიმრობის შუამდგომლობით იმ არგუმენტით მიმართა რომ არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

სხდომაზე ცისკარაულმა განაცხადა, რომ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.


.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2023 წლის 30 მაისს დააკავა. გამოძიების თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი 2023 წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელარუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია.

.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს. აღნიშნული დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

.

შეგახსენებთ, ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტურისტული ჯგუფის ერთერთმა ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც მომხდარის დეტალებზე ისაუბრა:

.

„2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც !!!
27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas-ზე 13 ადამიანი, სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეთა პოსტი გავიარეთ, გადავიხადეთ მოსაკრებელი, მივედით ბანაკამდე, გვგონია რომ დაცულ ტერიტორიაზე ვართ, სადაც რეინჯერების გარდა მესაზღვრეებიც არიან და ნუ მოკლედ მაქსიმალურად დაცულად ვგრძნობდით თავს, მანამ სანამ არ დაღამდა... ამინდის გამო ცოტა ადრე მოგვიწია კარვებში შესვლა და ღამე 00:00-01:00 ზე გვაღვიძებს როგორც შემდეგ გავარკვიეთ მესაზღვრის ხმა, ჯერ თავიდან გვეგონა რომ ვიღაცამ დალია და თავისთვის ბოდიალობდა. მაგრამ არა! ჯიგარ მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელორუსი და რუსი ტურისტი, რომელსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო, რომელზეც უთხრა უიი გასაღები არ მქონიაო, შემდეგ დავარდნილი პომიდორის აღება უბრძანა და შემდეგ იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით, მეორედ გადატენა და იქვე დაიდო!!! კარვებს შორის გაიარა ტყვიამ!!! ხალხო ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის !!!!! არ დაგვავიწყდეს ის, რომ მეორე მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მოძრაობენ !!! ხალხო შოკში ვარ! ყველა ფილმი რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ეხლაც კი თვალწინ მაქვს“ - წერდა ნანუკა ავალიანი.

0
51
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
51
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0