x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რუსეთის 5 სატელიტი და მოკავშირე ქვეყანა, სადაც ცხოვრება უბრალოდ გაუსაძლისია
ყველა ქვეყანაში, სადაც კი რუსეთი შევიდა, ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული და ქვა ქვაზე აღარ არის დარჩენილი. ყველა ქვეყანა, რომელიც რუსეთის პოლიტიკას უჭერს მხარს და რომელიც რუსეთის სატელიტია, სიღატაკეში, კორუფციაში, შიდა კონფლიქტებსა და ძალადობაში იხრჩობა.


ქვემოთ მოცემული სია არასრულია. აქ წარმოდგენილია ის ხუთი ქვეყანა, რომელთანაც რუსეთს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობები აქვს და სადაც რუსულ საგარეო პოლიტიკას უსიტყვოდ უჭერენ მხარს. ამ ხუთი ქვეყნიდან ოთხმა (ბელორუსი, ჩრდილოეთი კორეა, ერითრეა და სირია) პირდაპირ თქვა უარი გაეროს იმ რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას გმობს, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა, კერძოდ კი ბურუნდიმ, თავი შეიკავა.


ომიი


1. სირია



სირიაში ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირის და ამფსონის, ბაშარ ალ-ასადის უსასტიკესი დიქტატურაა დამყარებული, რომელმაც 1500 მოქალაქე ქიმიური ნივთიერების გამოყენებით გამოასალმა წუთისოფელს, რის შემდეგაც ქვეყანაში სახალხო აჯანყება დაიწყო. დღეს სირიაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ქვეყანა მილიონობით ლტოლვილმა დატოვა. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით აქ 533 დოლარია, რაც საქართველოს 1995 წლის მაჩვენებელზე (413 დოლარი) სულ ოდნავ უფრო მეტია.


ომი


2. ერითრეა


ეს აფრიკული სახელმწიფო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უღატაკესი და უთანასწოროა. წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით აქ 715 დოლარია, რაც იმაზე ნაკლებია, რაც ჩვენ გვქონდა 1997 წელს (818 დოლარი).


ერითრეაში საზარელი დიქტატურაა დამყარებული. ადამიანებს აქ სასამართლოს გარეშე სიკვდილით სჯიან და აწამებენ. ციხეები პოლიტპატიმრებით არის სავსე. ბავშვების 2/3 შიმშილობს. უკანასკნელი ომი კი სულ ახლახანს, 2020 წელს გადაიტანეს, როცა ერითრეის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რა დროსაც აქსუმთან 800 სამოქალაქო პირი დახვრიტეს.


3. ბელორუსი


ბელორუსის ეკონომიკა ყოველწლიურად დაღმასვლას განიცდის. შარშან მისი მაჩვენებელი 4.7 %-ით შემცირდა, რაც საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის მონაცემების შემდეგ ევროპაში ყველაზე ცუდი შედეგია. მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არც წელს არის ნავარაუდევი. ამ ქვეყანას დიქტატორი ლუკაშენკო მართავს, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს ხვრეტს და აწამებს.


4. ჩრდილოეთი კორეა


მთლიანი შიდა პროდუქტი ჩრდილოეთ კორეაში ერთ სულზე გაანგარიშებით 782 დოლარია, რაც ასევე ჩამორჩება 1997 წელს არსებულ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულზე გაანგარიშებით. აღნიშნულ ქვეყანას კიმ ჩენ ინი მართავს, რომელმაც საკუთარი ღვიძლი ბიძაც კი დახვრიტა. ამ ქვეყანაში არ არის ინტერნეტი, ხოლო საზღვარგარეთული ფილმების ყურების გამო შეიძლება სიცოცხლეს გამოგასალმონ. შიმშილი აქ ჩვეულებრივი მოვლენაა. 1994-1998 წლებში ჩრდილოეთ კორეაში, როცა ქვეყანას კიმ ჩენ ინის მამა მართავდა, შიმშილით 3 მილიონამდე ადამიანი (მათ შორის ასიათასობით ბავშვი) დაიღუპა. სხვათა შორის, ჩრდილოეთი კორეა მაშინაც რუსეთის სატელიტი იყო.


ომი


5. ბურუნდი


ბურუნდი პლანეტის ერთ-ერთი უღატაკესი სახელმწიფოა, რომელიც უკანასკნელი 43 წლის მანძილზე პრაქტიკულად არ განვითარებულა. 1980 წელს ბურუნდის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე გაანგარიშებით 232 დოლარი იყო, ხოლო დღეს, 2023 წელს, სულ რაღაც 249 დოლარია.


შედარებისთვის გეტყვით, რომ ევროკავშირის წევრ ირლანდიაში 1980 წელთან შედარებით ეკონომიკა 18-ჯერ გაიზარდა 6250 დოლარიდან 114, 580 დოლარამდე. ანუ ირლანდიას ბურუნდუსთან შედარებით დღეს აქვს 255-ჯერ უფრო განვითარებული ეკონომიკა. დაახლოებით იგივე შეგვიძლია ვთქვათ ევროკავშირის მეორე წევრ ლუქსემბურგთან დაკავშირებითაც, სადაც 1980 წელთან შედარებით ეკონომიკა 10-ჯერ გაიზარდა და 132, 370 დოლარი შეადგინა.


დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია.

3
175
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
175
  
2023, 1 ივნისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 1 ივნისი, 22:56
გერმანიაში ოფიციალურად გამოცხადდა რეცესია მაგას მიყვებიან ევროპის ქვეყნები ამაზე არ გინდა რამე დაწერო.
2023, 1 ივნისი, 22:53
ეეეეე ჩუთლაშვილი ამ სიაში ჩინეთი გამოგრჩა. ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში მრომელმაც ბოლო 10 წელიწადში ასეულობიტ მილიონი თანამოქალაქე სიღარიბის ზღვარს ზემოთ ამოიყვანა.
0 1 3