x
მეტი
  • 08.06.2024
  • სტატია:135170
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509474
თუ ამ 6 მიზეზის გამო ჩხუბობთ, სერიოზული პრობლემის წინაშე ხართ
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.



image




საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.



როგორც წესი, მამაკაცები ცოტა რთულად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს ქალებისგან განსხვავებით, რომელთაც უფრო აშკარა, ღია ემოციური დამოკიდებულება აქვთ ამ გრძნობის მიმართ. საინტერესოა შეყვარებული მამაკაცის ქცევები, რომელიც ქვეცნობიერად მაინც გამოხატავს თავის გრძნობებს საყვარელი ქალის მიმართ.




ფსიქოლოგები და ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ შეყვარებულ მამაკაცს ისეთი ქმედებების ჩადენა შეუძლია საყვარელი ქალის გულისთვის, რომელსაც სხვა შემთხვევაში, ალბათ არ გააკეთებდა. თუმცა, დღევანდელ სტატიაში გავივლით იმ საკითხებს, თუ რა მიზეზებით და ერთმანეთის მიერ როგორი ცვლილი დამოკიდებულებების მიხედვით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ სერიოზული პრობლემების წინაშეა ჩვენი კავშირი. თუ აქ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ჩხუბობთ, დროა დაიშალოთ.



თუ ამ 6 მიზეზის გამო ჩხუბობთ, სერიოზული პრობლემის წინაშე ხართ



1. სექსი ან მისი ნაკლებობა - პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, ურთიერთობაში სექსი ასაკთან ერთად მხოლოდ უნდა გაუმჯობესდეს. მისი სიხშირე შეიძლება შემცირდეს, მაგრამ როცა პარტნიორები უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი და სექსიც უფრო ინტიმური ხდება.


image


უნდა გაიზიაროთ ის, რაც თითოეულ თქვენგანს მოსწონს და არ მოსწონს და გახდეთ ერთმანეთის სიამოვნების ექსპერტები. და თუ სექსი მხოლოდ დებატების თემაა, მაშინ ის, რაც გაშორებთ და არა გაერთიანებთ, დიდი პრობლემაა.





2. ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი - თუ იბრძვით მხოლოდ იმისთვის, რომ გადაწყვიტოთ ვინ არის დამნაშავე, საბოლოოდ ორივე წააგებით. თქვენ უნდა იყოთ გაერთიანებული გუნდი თქვენი პრობლემების წინააღმდეგ. თქვენ უნდა ეძებოთ გამოსავალი და არა გამარჯვებული და დამარცხებული კამათში.image





3. წარსული - თქვენ უნდა ისწავლოთ წარსულის შეცდომებზე, მაგრამ არ გაიხსენოთ ისინი ყოველ ჯერზე, არ გაიხსნათ ჭრილობები, არ იჩხუბოთ ერთსა და იმავე საკითხზე ასჯერ. თუ პრობლემა მოგვარდა, თუ ბოდიში მოიხადა, გაუშვით და დატოვეთ თემა წარსულში.




4. დარჩეთ თუ არა ერთად - თუ კამათობთ იმაზე გააგრძელოთ თუ არა ურთიერთობა, შესაძლოა უკვე განქორწინების წინაშე ხართ. თუ რომელიმე თქვენგანს ეჭვი ეპარება თქვენი ურთიერთობის გაგრძელების აუცილებლობაში, მაშინ ის არ შეეცდება ამ კავშირის გადარჩენას. ძლიერი ურთიერთობისთვის საჭიროა ორივე პარტნიორის სურვილი და ძალისხმევა.image




5. იგივე, ისევ და ისევ - შეიძლება იჩხუბოთ სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ერთსა და იმავე შედეგამდე მივა. მიზეზი რაც არ უნდა იყოს, აღმოფხვერით პრობლემები და გამოასწორეთ ის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მუდმივი ჩხუბი გაანადგურებს თქვენს ურთიერთობას.





6. არაფერი - არავის უყვარს ჩხუბი, რადგან ის არ არის სახალისო, მაგრამ კონფლიქტები ყველა ურთიერთობაში ხდება – ეს ცხოვრების ნაწილია და სრულიად ნორმალური. თუ არასდროს ჩხუბობთ, ეს ნიშნავს, რომ არ გაინტერესებთ რა ხდება ან არ ხდება თქვენს ურთიერთობაში.image




0
38
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0