x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
102 წლის ქალმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა: კარგი სექსი
დიდი ბრიტანეთის მკვიდრი ჯოისი ჯეკმენი მიმდინარე წლის მაისში 102 წლის გახდა. მას დაბადების დღე ესექსის მოხუცთა თავშესაფარში გადაუხადეს. ქალი შესანიშნავ ხასიათზე იყო და მისთვის მირთმეულ ტორტზე სანთლებიც კი ჩააქრო.


მოგეხსენებათ 102 წელი ეს ის ასაკია, რომელსაც ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აღწევს (ცნობისათვის საქართველოში სულ რაღაც ორასიოდე 100 წელს გადაცილებული თანამოქალაქე გვყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით ყოველ 18, 000 ადამიანზე საუკუნეზე უხნესი მხოლოდ თითო ქართველი თუ მოდის). ჰოდა, მაინც რაში მდგომარეობს ჯოისი ჯეკმენის სიცოცხლის საიდუმლო? სწორედ ეს საიდუმლო გაუმხილა ხანდაზმულმა ქალმა თავის მომვლელებს.


“არც კი შემიძლია დავიჯერო, რომ 102 წლის გავხდი!” - განაცხადა ქალმა. “ეტყობა ეს იმის დამსახურებაა, რომ ცხოვრებაში ბევრ შოკოლადს ვჭამდი.”


Daily Mail-ის ცნობით ჯოისი პენსიაში გასვლამდე სამეფო საჰაერო ძალებში მზარეულის პოზიციაზე მუშაობდა. დღეს მას ყველაზე მეტად გაზეთების კითხვა და კროსვორდების ამოხსნა მოსწონს. როგორც მოხუცთა თავშესაფრის მომვლელები აცხადებენ, ჯოისის ძალიან კარგი იუმორი აქვს და მათ ის ხშირად ამხიარულებს.



როცა მომვლელები დაინტერესდნენ, თუ რა არის მისი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო, ჯოისი ჯეკმენმა უყოყმანოდ უპასუხა: “კარგი სექსი და კარგი შერი!”


1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ჯოისიმ თავის მომავალ მეუღლეზე, ტერენსი ჯეკმენზე იქორწინა. ქალის განცხადებით წყვილმა მრავალი ცეცხლოვანი წელი გაატარა ერთად, რამაც ორივე მათგანზე უკვდავების წყაროსავით იმოქმედა.


როგორც სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებიდან ირკვევა, სექსს ნამდვილად შესწევს ადამიანის იმუნიტეტის ამაღლების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების უნარი. ასე რომ, ხშირად და აქტიურად დაკავდით სასიყვარულო ურთიერთობით თქვენთვის ძვირფას ადამიანთან და იცოცხლეთ ძალიან დიდხანს!


ქალი

0
120
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0