x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134371
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ინდოელ ჩინოვნიკს სელფის გადაღების დროს ტელეფონი წყალში ჩაუვარდა და მისი პოვნის მიზნით წყალსაცავის დაცლა გადაწყვიტა
image

სურსათის ინსპექტორი და სელფის მოყვარული რაჯეშ ვიშვასი სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ წყალში ჩავარდნილი საკუთარი ტელეფონის ძებნის გამო კინაღამ დააშრო წყალსაცავი.


ინციდენტი კვირის დასაწყისში ქალაქ ჩატისგარში მოხდა. ვიშვასმა თავის ამხანაგებთან ერთად ადგილობრივ წყალსაცავში პიკნიკი გამართა. რაღაც მომენტში, როდესაც გადაწყვიტა თავის საყვარელი ტელეფონით სელფის გადაღება, გაჯეტი ხელიდან გაუვარდა და წყალში ჩავარდა.


ჩინოვნიკი იმდენად განაწყენდა მომხდარი ფაქტით, რომ პირველ რიგში აიძულა ადგილობრივი მაცხოვრებელებს ჩაეყვინთათ წყალში მისი Samsung S23 ultra-ს მოსაძებნად, რომელიც მან სულ რაღაც ერთი კვირის წინ იყიდა 95000 რუპიად (დაახლოებით 2900 ლარი). წყალსაცავში წყლის დონე ძალიან ღრმა არ იყო, არაუმეტეს სამი მეტრის სიღრმისა, მაგრამ ორი დღის განმავლობაში ადგილობრივები ტალახიან წყლებში ტელეფონს ვერ პოულობდნენ. ამის შემდეგ რაჯეშ ვიშვასს მოუვიდა "გენიალური" იდეა, დაიქირავა დიზელის ტუმბო და დაიწყო წყლის ამოტუმბვა. ოპერაცია სამთავრობო უწყების საბაბით განხორციელდა. რამდენიმე დღეში ტუმბომ დაახლოებით 38 მილიონი ლიტრი წყალი ამოხაპა.



შედეგად, ინფორმაცია ვიშვას სულელური იდეის შესახებ ხელმძღვანელობის ყურამდე მივიდა და ის სამსახურიდან მოხსნეს და მასთან ერთად, წყლის რესურსების დეპარტამენტის სამმართველოს თანამშრომელი, რომელმაც წყლის ამოტუმბვის ზეპირი ნებართვა გასცა. სხვათა შორის, ტელეფონი ვიშვასმა იპოვა.

1
241
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
241
  
2023, 28 მაისი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1