x
image
თუთიკო ბერძენა
იქ, სადაც იდუმალი თეთრი ღმერთი ჩამოვიდა, შექმნა მზე და მთვარე, შემდეგ კი ადამიანი, აღმოაჩინეს საბნებში გახვეული პაწაწინა მუმიები
image

ტექნოლოგიურ და მეცნიერულ პროგრესთან ერთად, როდესაც სამყაროს ახალი საიდუმლოებები ცხადდება, კაცობრიობა წარსულის იდუმალი აღმოჩენების წინაშე დგას, რომლებსაც ახსნა არ აქვთ. კოსმოსში ფრენები ჩვეულებრივი ხდება და იქ, გაუთავებელ სივრცეში, ვერავინ პოულობს უცხო ინტელექტუალთა ცხოვრებას. მაგრამ დედამიწაზე მეცნიერები რეგულარულად აღმოაჩენენ არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის კვალს.

imageმაიას თავის ქალას დეფორმაცია (რეკონსტრუქცია).

ქალაქი მთების ზევით



სულ ახლახან პერუში ორი მუმია აღმოაჩინეს. არქეოლოგები აწარმოებდნენ გათხრებს ვირაკოჩას მთაზე, რომელიც მდებარეობს ცნობილი ტურისტული ცენტრის, ქალაქ კუსკოს რეგიონში, რომელიც ითვლება სამხრეთ ამერიკის კონტინენტის არქეოლოგიურ ცენტრად. აღმოჩენები ზღვის დონიდან 3250 მეტრ სიმაღლეზე მიმდინარეობდა.


კუსკო ცნობილია იმით, რომ იყო უძველესი ინკების ცივილიზაციის დედაქალაქი. მას ჰქვია „ქალაქი მთების ზევით“, რომლის თითოეული ქვა ისტორიით სუნთქავს. ხალხი იქ მიდის ცნობილი მაჩუ-პიქჩუს სანახავად - ინკების დაკარგული ქალაქისა, რომელიც ნანგრევებში იყო 400 წლის განმავლობაში, სანამ მე-20 საუკუნის დასაწყისში არ იქნა აღმოჩენილი.


და სწორედ იქ, სადაც, ინკას ლეგენდების თანახმად, ციდან ვირაკოჩას მთაზე იდუმალი თეთრი ღმერთი ჩამოვიდა, რომელმაც შექმნა მზე და მთვარე, შემდეგ კი ადამიანი, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს საბნებში გახვეული პაწაწინა მუმიები.


არქეოლოგმა რენატო დავილა რიკელმე იტყობინება, რომ ერთი ჩონჩხი მხოლოდ 50 სმ სიმაღლისაა, სამკუთხა წაგრძელებული თავის ქალათი და უჩვეულოდ უზარმაზარი თვალის ბუდეებით. მეორე მუმია მხოლოდ ნაწილობრივ არის შემორჩენილი, მისი სიმაღლე 30 სმ-ია. აღმოჩენები ინახება კუსკოს კერძო მუზეუმში „ანდების რიტუალები“.


image

ამ მუზეუმში, რომელიც ინახავს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია ადგილობრივ უძველეს მოსახლეობასთან, აქვს მრავალი ძვლის ნაშთი და უძველესი ხალხის მთლიანი ჩონჩხები. მაშ, რატომ დაიწყეს ამ შემთხვევაში მაშინვე საუბარი ამ ჰუმანოიდური არსებების არამიწიერი წარმოშობის შესახებ?


დევიდ ვეგა სენტენომ, კუსკოს მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, თქვა:


- იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის სინამდვილეში ნეშტი, იქმნება სპეციალური კვლევითი კომისია. მასში შედიან მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ დროისთვის შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მუმიები არ არიან ადამიანები.


ოფიციალურმა განცხადებამ უფოლოგებში დიდი სიხარული გამოიწვია. მაგრამ სანამ მეცნიერები არ ამოხსნიან ნაშთების წარმოშობის საიდუმლოს, მათ შეუძლიათ მხოლოდ ვარაუდები.

image

მეცნიერთა იღბლად, ერთ-ერთი მუმიის მარჯვენა თვალის ბუდეში შემორჩენილია თვალის კაკლის ნაშთები, რაც საშუალებას მისცემს იქიდან დნმ-ის ნიმუშების ამოღებას. არქეოლოგი დომინგო ფარფან აკუნა, რომელიც კომისიის შემადგენლობაშია, აღნიშნავს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ნაშთების ანალიზი, მონიტორინგი და ძვლოვანი ქსოვილის შემოწმება.


ანთროპოლოგი პაბლო ბაიაბარი, ყველა ხელმისაწვდომ ფაქტზე დაყრდნობით, აკეთებს შემდეგ დასკვნას: „ჩონჩხები აშკარად მოზარდებს ეკუთვნის, მაგრამ მათი თავები სხეულებზე არაპროპორციულად დიდია. და რაც ყველაზე გასაკვირია, არის ის, რომ თავის ქალაში არის ზრდის ცენტრი (ყიფლიბანდი), რომელიც ჩვეულებრივ იხურება ბავშვის ცხოვრების 12-18 თვეში. მუმიების პირში არის ზრდასრული ინდივიდის კბილები - მოლარები, რომლებიც, სხვათა შორის, ყბაში მდებარეობენ სრულიად განსხვავებულად, ვიდრე ადამიანებში. - ამბობს არქეოლოგი რენატო დავილა რიკელმე, რომელმაც აღმოაჩინა უცნაური მუმიები.


თავის ქალას დეფორმაცია - მსხვერპლი ღმერთებისთვის

მაგრამ როგორც სომერსეტ მოემმა თქვა თავის წიგნში The Razor's Edge, „რაკი ბევრ ადამიანს სჯერა თეორიის, ეს არ არის მისი სიმართლის გარანტია“.


მუმიების თავების უცნაურ მდგომარეობას კიდევ ერთი შესაძლო ახსნა აქვს. კრანიალური დეფორმაცია რიტუალურად ხდებოდა მსოფლიოს მრავალ ხალხში, განსაკუთრებით მაიას ტომებში. ისინი ყველას აჯობებდნენ ბავშვის თავის ფორმის შესაცვლელად.


თავის ქალას ზრდის გახანგრძლივების პრაქტიკა დიდი ხანია ცნობილია. ასეთი გამორჩეული მახასიათებლის მქონე ადამიანებით მანიპულირება ადვილი იყო მაგალიტად, მისი ღვთის მაცნედ ან უცხოპლანეტელად წარმოჩენა. სხვა მოსაზრებების ს თანახმად, ეს გაკეთდა იმისათვის, რომ შემდგომში ასეთი უჩვეულო ბავშვი შეეწირათ ღმერთებისთვის.

image

მხატვარ პოლ კეინის ნახატზე გამოსახულია ჩინუკი ქალი, რომელსაც ხელში ბავშვი უჭირავს და უცნაურ სტრუქტურაშია ჩასმული.

პაბლო ბაიაბარი ვარაუდობს, რომ თავის ქალა შეიცვალა მთის ღმერთების დასამშვიდებლად. ეს მსხვერპლშეწირვა ისტორიკოსებისთვის ცნობილია „კაპაკოჩას“ სახელით. ინკები მოუწოდებდნენ წვიმას, ლოცულობდნენ დიდი მოსავლის მისაღებად და ხალხის დასაცავად მტრებისა და დაავადებებისგან. განსაკუთრებით ხშირად ასეთ მსხვერპლს იღებდნენ სტიქიური უბედურებების შემდეგ: მიწისძვრებისა ან გვალვების შემდეგ ღმერთს სწირავდნენ ადამიანებს.


კანადელი მხატვრის პოლ კეინის (XIX საუკუნე) ნახატზე გამოსახულია ჩინუკი ქალი (ჩინუკი ინდოელი ხალხია აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთში), რომელსაც ხელში უჭირავს ბავშვი, უცნაურ სტრუქტურაში ჩასმული. ჩვილს თავი ა ჩასვეს ხის ღრუში, რომელსაც დღითი დღე ავიწროებდნენ, რათა ქალას სასურველი ფორმა მიეღო.


სხვა აღმოჩენები

ვირაკოჩას მთაზე აღმოჩენები პირველი არ არის. ათ წელზე მეტი ხნის წინ, ანთროპოლოგმა რობერტ კონოლიმ ლივერპულის უნივერსიტეტიდან გამოაქვეყნა მრავალი თავის ქალას ფოტოი. მან გამოიკვლია ფარაონ ტუტანჰამონის სამარხები და იქ აღმოაჩინა, მისი თქმით, უცხოპლანეტელების ან ზრდასრულად დაბადებული " ჩვილების" ჩონჩხები.


არ მოგვაგონებს აღმოჩენილი თავის ქალა ეგვიპტური ფარაონების გამოსახულებებს, რომლებიც მუდამ წაგრძელებულ თავსაბურავებს ატარებდნენ, თუ მათ თავის ქალებსაც უჩვეულო ფორმა ჰქონდა? ან იქნებ ანტიკურობის ნიჭიერი ჯადოქრები ცდილობდნენ ხელახლა შეექმნათ დედამიწაზე მოსული უცხოპლანეტელების გამოსახულება/




0
52
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
52
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0