x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
რა პოზიცია არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი გუნდური მუშაობისას ? რა უნდა გაითვალისწინოს ორგანიზაციამ
ადამიანური რესურსების მართვაში სწორად მიმართული დაგეგმვა-განხორციელებაში ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტური პირების ჩართვა. ამისთვის დაწესებულებებში მუშაობენ მრჩევლები ან კონსულტანტები და იქმნება ადამიანური რესურსების მართვის სამსახური. და ჩნდება კითხვები - როგორია ერთეულის აგების ყველაზე ეფექტური ფორმა?

- რამდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს მასში?

- კონკრეტულად რა ფუნქციები უნდა დაევალოს ამ სამსახურს?

პასუხები რა თქმა უნდა ინდივიდუალურია. დამოკიდებულია იმაზე თუ რა ტიპის, რა ზომის, რა მიზნების და მისწრაფებებისაა ორგანიზაცია.



image


მაგრამ ის რაც ძირითადი ფუნქციები არის და ყველა ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს განვიხილოთ ესენი. ძირითადად სამ ფუნქციურ კატეგორიას ემყარება. ესენია :

- კომუნიკაცია ( ორგანიზაციის შიგნით და გარეთ )

- თანამშრომელთა პირადი საქმეების და სხვა დოკუმენტების წარმოება

- კონკრეტული პროგრამების /პროექტების დაგეგმვა განხორციელება

ამ სამი ძირითადი კატეგორიებიდან გამომდინარე სამი ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტის ( გუნდის ) სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ :

წინა ხაზის გნდი, დამხმარე და ძირითადი გუნდი.


განვიხილოთ დაწვრილებით. წინა ხაზის მომსახურების ოფიცრები ( წინა ხაზის გუნდი )

ეს გუნდი პირველადი შეხების წერტილია ადამიანური რესურსების მართვის ერთეულთან , როგორც ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის, ისე ორგანიზაციის გარეთ არსებული პირებისათვის . ამ გუნდში მომუშავე ადამიანების მოვალეობაში შედის ინფორმაციის მიღება ერთეულის გარედან და უნდა გადასცენ შიგნით შესაბამის სამსახურს. შემდგომი დამუშავებისათვის . ასევე პირიქითაც - ერთეულის ფარგლებში მომზადებული ინფორმაციის მიწოდება სამიზნე პორთათვის. ასეთი გუნდის არსებობა ძალიან ეფექტურია დიდ ორგანიზაციებში. თანამშრომლებსა და გარე პირთათვის გამარტივებულია ურთიერთობა. თანამშრომლებსა და გარეშე პირებს აღარ უწევთ ფიქრი იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართონ მათთვის საინტერესო საკითხებზე და სად უნდა მიიღონ პასუხი გაკეთებულ განაცხადზე.

image

წინა ხაზის გუნდი მუშაობს პრინციპით . ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით - ყველა კითხვა და ყველა პასუხი სწორედ აქ იყრის თავს .რაც ძალიან მოსახერხებელია ურთიერთობისათვის . ამ მოდელის წარმატებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია წინა ხაზის ოფიცრები სათანადოდ მომზადებულები იყვნენ სამუშაოს შესასრულებლად. პირველ რიგში ინფორმირებულები უნდა იყვნენ. ამ თანამშრომლებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, ვის რა საკითხზე უნდა მიმართოს და რა ფორმით. გარდა ამისა უაღრესად მნიშვნელოვანია წინა ხაზის ოფიცერს კარგად ჰქონდეს განვითარებული კომუნიკაციის უნარები და მთლიანობაში პოზიტიურ შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს ადამიანებზე.

image

დამხმარე ფუნქციების ოფიცრები ( დამხმარე გუნდი ) . ეს გუნდი ასრულებს ტრადიციულ საკადრო სამუშაოს. რაშიც მოიაზრება თანამშრომლების პირადი საქმეების წაროება. მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლება, ანგარიშების მომზადება, ბრძანებებზე, ცნობებსა და სხვა დოკუმენტებზე მუშაობა. რადგან ეს სამხახური მოითხოვს სიზუსტეს და გონებრივ კონცენტრაციას ხშირად ეს თანამშრომლები მოწყვეტილნი არიან თანამშრომელთა გუნდს. დამხმარე სამსახურის ეფექტიანი მუშაობისათვის საჭიროა კარგად იცნობდნენ მოქმედ კანონმდებლობას, ორგანიზაციის შიდა პროცედურებსა და ნორმებს . შეეძლოთ კარგად კომპიუტერულ ტექნიკასთან კარგად მუშაობა და იცნობდნენ ადამიანური რესურსების მართვის პროგრამას. ამ გუნდის წევრების რაოდენობა დამოკიდებულია ორგანიზაციის სიდიდეზე. ბევრ საჯარო ორგანიზაციაში ამ ფუნქციას თავს ართმევს ერთი ან ორი ადამიანი.

image

ძირითადი ფუნქციების ოფიცრები ( ძირითადი გუნდი ) თანამშრომელთა ეს გუნდი რესურსების მართვის ძირითადი ფუნქციების რეალიზებაზე მუშაობს . არ უნდა ვიფიქროთ, რომ წინა ორი გუნდის როლი რაიმეთი ჩამოუვარდება ან პირიქით. აქ მნიშვნელოვანია ძირითადი გუნდის ფუნქცია. ამ გუნდის მოცულობა დამოკიდებულია ასევე ორგანიზაციის ზომაზე და თავისებურებებზე. მაგალითად ზოგიერთ მსხვილ საჯარო დაწესებულებაში ძირითადი გუნდი თავის მხრივ იყოფა რამდენიმე ქვეგუნდად. მაგ. დაგეგმვის, პოლიტიკის ერთეული. კადრების მოზიდვის ერთეული, შერჩევის . პროფესიული განვითარების ერთეული, შეფასების ერთეული. ამგვარი საქმიანობები ეხმარება ორგანიზაციას შესრულებული სამუშაოების ეფექტიანობაში.

image

თუ ხარ მენეჯერი და მართავ გუნდს ეს აუცილებლად უნდა იცოდე

image

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0