x
image
მარიამმ პაიჭაძე
„დამანგრეველი მიწისძვრიდან სამი თვის თავზე, ცოცხალი ამოიყვანეს..." - როგორ გადარჩა სირიაში, ნანგრევებში მოყოლილი მამაკაცი

სირია


ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სირიაში მომხდარი მიწისძვრიდან სამი თვის თავზე, ნანგრევებიდან ცოცხალი კაცი ამოიყვანეს, რომელიც ამჟამად რეანიმაციაში, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება:


„შოკში ვარ, რომ იტყვიან...


სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრიდან სამი თვის შემდეგ, ნანგრევებიდან ცოცხალი კაცი ამოიყვანეს. ამის შესახებ NextaLive იუწყება.



კაცს წონა აქვს დაკლებული, ის ამჟამად რეანიმაციაში, მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.


როგორ მოახერხა კაცმა გადარჩენა, ჯერჯერობით უცნობია, მას, სავარაუდოდ საკვები და წყალი ჰქონდა.


ცნობისათვის, თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთში 50 500, ხოლო სირიაში 8 400 ადამიანი დაიღუპა", - წერს ნინო ლაბარტყავა.


ნინო ლაბარტყავა სქრინი




0
413
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
413
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0