x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ცუდი ანალიზები მქონდა... შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო..." - მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი ვრცელდება
მიხეილ სააკაშვილი


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვივამედის" კლინიკიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც „ვივამედში" გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას.


წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია.


არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება.


შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.


მიხეილ სააკაშვილი სქრინი




0
60
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0