x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ლომჯარია და ზურაბიშვილი ერთმანეთს სისულელეების ლაპარაკში ეჯიბრებიან..." - რას წერს ამირან სალუქვაძე
ნინო ლომჯარია სალომე ზურაბიშვილი


ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ლომჯარია და ზურაბიშვილი ერთმანეთს სისულელეების ლაპარაკში ეჯიბრებიან.


ლომჯარიამ ადრინდელი არ იკმარა, ცეცხლის წვიმა მირჩევნიაო, რომ თქვა. ახლა მორიგი ფსევდო-პატრიოტული ვულკანი ამოაფრქვია.



არ მგონია ერევანში 20-30 წთ. გაჩერება ისეთი დისკომფორტი ყოფილიყო, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენები იყოს მოსახლეობის დაკვეთაო, ბრძანა ლომჯარიამ.


ანუ, იწვალეთო, ფულიც სხვა ქვეყანას შეუვიდეს და ბილეთშიც მეტი გადაიხადეთო. თუ მაინც მოძრაობ ამ ქვეყანაში, თუ წვალებით იფრენ და მეტს გადაიხდი, ამით რა ემატება ამ ხალხს?


ზურაბიშვილმა, წელს 700 ათასი ადამიანი შემოვიდა რუსეთიდან, გადაადგილების პრობლემა არააო. ანუ, ვერ გაიგო ამან ვის მოეხსნა შეზღუდვები.
ერთიც და მეორეც ფიქრობენ, რომ თუ ქართველებმა მინსკის, ერევნის ან სტამბოლის გავლით უნდა იფრინონ, ან საავტომობილო ტრანსპორტით ლარსის გავლით იმგზავრონ.


მიწერეთ პუტინს ისევ შემოიღოს, ან ჩამოიყვანეთ გავრილოვი, მოუწყვეტ დესტრუქცია და იმავე დღეს შემოიღებენ. ეკონომიკურ ემბარგოსაც გამოჰკრავთ ხელს.


რამდენიმე დღეა ყველგან ტრიალებს სააკაშვილის ვიდეოები, როგორ დაუკრეს ტაში 2012 წელს ცალმხრივად რუსეთისთვის ვიზების გაუქმებას მთელმა ნაცმოძრაობამ. არ იმჩნევენ. უტიფრობის დოღია", - წერს სალუქვაძე.


ამირან სალუქვაძე




3
133
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
133
  
ყველამ კარგად ვიცით,თუ კარგად არა,წარმოდგენა მაინც გვაქვს,რა ხდება ქართულ სოფლებში და რა სიტუაციაში არიან ქართველი ფერმერები. გარდა იმისა,რომ ძვირიან საბანკო მომსახურებას იღებენ,დაზღვევის სისტემაც აწყობილი არ არის,მათ აქვთ გასაღების პრობლემა და ჩემი აზრით,ეს ამბავი მათ გამოადგებათ,რამეთუ თვითონაც შეძლებენ რაღაცის გატანას ან იმ ადამიანს გაატანენ,ვისაც გამოცდილება და ცოდნა აქვს. და რას ნიშნავს ეს,როცა გადადგილების და ტრანსპორტირების პრობლემა არ ექნება ე.ი. ნაკლები დანახარჯი ექნება და შესაბამისად,მისი მოგება გაიზრდება,ხოლო ამ ადამიანს მეტი სტიმული ექნება რო რაღაც უფრო ხარისხიანი იყიდოს და ამისათვის მაღალ ფასაც გადაიხდის.

თან რაც არ გინდა ომი იყოს ან რაიმე სახის დაპირისპირება,ტვირთების გადაზიდვა და ადამიანთა მიმოსვლა არ უნდა შეფერხდეს,რათა ჰუმანიტარული კატასტროფა არ მოხდეს(პროდუქტების დეფიციტი,ადამიანი ომის ზონაში ჩარჩენა და ა.შ.),ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული წესები. წესით,პრეზიდენტმა უნდა იცოდეს ამაზე და თუ არ იცის,მაშინ უნდა ეუბნეოდნენ. როცა ომი არის სამეზობლოში,მაშინ საზღვარი უნდა გახსნა და ადამიანები შემოუშვა,რადგან ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელი არ აქვს ეს ადამიანი რუსი იქნება,ბერარუსი თუ ებრაელი,ყველა ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. დღეს,რაც ხდება საქართველოს გარკვეულ წრეებში და არა მარტო,ლამის ყველა რუსოფობი გახდა,არ შეიძლება და ეს არის ნაციზმი,დისკრიმინაცია ეროვნული ნიშნით. ასე იყო ადრე,როცა შავებს ჩაგრავდნენ და მათ დისკრიმინაციას ცდილობდნენ,ხოლო გავიდა წლები და ლამის მთელ მსოფლიოს მოთხოვეს დაჩოქება,რაც სრული იდიოტობა არის. გახსოვთ,ევროპის ჩემპიონატის დროს,უნგრეთის ლიდერ ორბანს აკრიტიკიებდნენ,არ იჩოქებთო და რა შუაშია ორბანი? გავა დრო და რუსებზეც იგივე იქნება,მერე ალბათ ივანიშვილს მოსთხოვენ,რატომ არ იჩოქებთ რუსების დისკრიმინაციის გამოო
გაუგონარი ამბავია,სანქცია რუსეთმა მოხსნა და ოცნებას რატო აგინებენ? სავიზო რეჟიმის გაუქმებით იხეირებს საქართველოს მოქალაქე,რომელიც იქ ცხოვრობს ან ისეთი ადამიანი,ვისაც რაღაც გააქვს სავაჭროდ და ორ კაპიკს შოულობს,რაც იდეაში პრობლემა არ არის. ფრენების აღდგენის ამბავი კი,რუსეთის მოქალაქეებისთვის იქნა მიღებული,რადგან მეტი არჩევანი ქონდეთ ტრანსპორტირების. არც ეს უკანასკნელი არის პრობლემა,რადგან მანქანით ისედაც შემოდიან რუსები და მიშას ნაჩუქარი უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ადამიანს თუ მტრობა უნდა,თვითფრინავით შემოვა,მანქანით თუ მთა მთა,გიმტრობს ისედაც და რას წიოკობენ ვერ გავიგე. თან ეს ბუნების შეცდომები,ქალებს ვერ ვუწოდებ ამათ,რადგან ეს ქალების შეურაწყოფა იქნება.
2023, 12 მაისი, 17:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3