x
image
მარიამმ პაიჭაძე
„აყროლდა... უბრალოდ, აიღეთ და გაიტანეთ!" - რას წერს გელა ზედელაშვილი ელისო კილაძეზე
გელა ზედელაშვილი ელისო კილაძე


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გაზეთ „ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„რა დროს ეს არი, მაგრამ გაიტანეთ, აყროლდა... უბრალოდ აიღეთ და გაიტანეთ!


ილია ჭავჭავაძის პერიოდში და შემდეგაც ქართულ ჟურნალისტიკაში წამოვიდა რამდენიმე თაობა, რომელმაც იცოდა ამ ქვეყნის ხასიათი, შინაარსი და რაობა.
თუმცა, სამწუხაროდ!



ჩვენს დროებაში, როცა დედამიწაზე მოხდა არაერთი ტექნიკური რვოლუცია და სწავლა-განათლების მიღებაც გაცილებით გაიოლდა, დაიხვეწა, ამ ხელობას ჭყანტობიდან ამოსული მაწაუკები დაეუფლნენ. მთლად ბოლომდე ვერა, მაგრამ მათ ე.წ. თავიანთი ჟჟჟჟჟჟუუურრრრნალისტიკა საზოგადოებას თავზე დიდწილად მაინც მოახვიეს და ლამის ჭკუიდან გადაიყვანეს!


ასეთი შესავალის დაწერის სურვილი ერთ-ერთი განიერი (გონიერი არ გეგონოთ) მაწაუკის საქციელმა გამიჩინა!


გამოიჭირეს რა, ჟურნალისტიკაში შემოიხეტებული ელისტრაკო კილაძე ქოლ-ცენტრის საქმეზე, ეგრევე დიწყო შანტაჟის ენით ლაპარაკი, ბუზები ბევრი მახვევია, თუ ერთსაც ამიფრენთ, იცოდეთ, ყოფას გიტირებთო.


თუ არ ვცდები, ერთ-ერთი პირველი „მსხვერპლი" მამუკა მდინარაძე გახდა, რომელმაც მას „ნაცებთან" დაახლოებული უწოდა.
ნახეთ პასუხი (სტილი დაცულია):
„ჯერ ნაცმოძრაობის პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვინაა და მერე ქოლცენტრი სად აღმოჩნდა, შე ყ@@@?! იოცნებეთ, კი, შენ და ირაკლი კობახიძემ, რომ ნომადაო ქოლცენტრია! მერაბ ბაღათურიას შნირი შენ იყავი (მეტსახელად „შურიკა”) და მე ვარ ნაცი?! ახლა დამელოდეთ ორივე – მე დაგითვლით შავ სალაროს”.


უი, როგორ იუკადრისა, „ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტი ჟურნალისტი ვინაა, ბიჭოვო? ვითომ არ არი, ვითომ უკრაინაში სხვა დაძვრებოდა და ტრიკოს ტოტებით ფული სხვას შემოჰქონდა.


რა ჟურნალისტი? რეებს ლაპარაკობთ? პროპაგანდისტია, თანაც ავანტიურისტი, თაღლითი, რომლის ხელწერაა - დააბრალე სხვას იქით ის, რასაც წარმოადგენ თავად. გებელსის დოქტრინაა, ოღონდ უნიჭოდ გადმოღებული... „მდინარაძე მერაბ ბაღათურიას შნირი იყო''... აქ ფაქტია საჭირო სიტუაციის გასამყარებლად და ისიც მოძებნა, თურმე მდინარაძეს „შურიკას" ეძახდნენ. რატომ? იმიტომ, რომ სათვალეს იყენებს. ბაღათურია თბილისის პოლიციის უფროსი იყო... აი, სად ჩაიჭრა მდინარაძე, თურმე სად მუშაობდა, ხედავთ მის „შავ ლაქებს"?
ოღონდ აქ არ იკითხოთ, ლოგიკა სად არისო. როცა საქმე გვაქვს ამათთან და ამათნაირებთან, ლოგიკა, სინტაქსი და მორფოლოგია დაივიწყეთ... ნურც იმის პრეტენზია გაგიჩნებათ, თუ ჟურნალისტია, სულ მცირე, სასვენი ნიშნების დასმა რატომ არ იცისო? ვერ სწავლობს, ვერა, განა არ უნდა, რომ ისწავლოს? განა არ ეწამა და ეწვალა, რომ ესწავლა? არ შეუვიდა თავში და ჰა, ძალაზე ხართ? რაც შეუვიდა, ის კი ისწავლა მშვენივრად და იყენებს კიდევაც. ამისთვის არ არსებობს არაფერი წმინდა - არც თანამშრომელი, არც მეგობარი, არც ნათესავი, არც მეზობელი, ვინც კი გვერდით ჩაურბენს, ყველას წერს, ყველას რაღაცას „უქექავს", ყველას რაღაცას ედავება თან არ დაგავიწყდეთ, ყველასთან მართალია.


ჰმ... მართალი არა, ჩემი ფეხები, გაიტანეთ, აყროლდა... ადრეც ყარდა, მაგრამ ახლა ძაან ცუდი სუნი აუვიდა... უბრალოდ აიღეთ და გაიტანეთ!", - წერს გელა ზედელაშვილი.


გელა ზედელაშვილი სქრინი




0
666
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
666
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0