x
მეტი
  • 08.06.2024
  • სტატია:135172
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509474
"დიდუბის ბაზარში თავისი მოყვანილი კიტრი დაჰქონებია გასაყიდად, რეჟისორს შემთხვევით მოსწონებია და უთქვამს, ოღონდ კინოში წამოდი, დღესვე მოგცემ არტისტის დიპლომსო"
image

5 მაისს დაიბადა ცნობილი ქართველი მსახიობი ტრისტან სარალიძე, რუსთავის თეატრის მსახიობის დებიუტი შედგა თემურ ბაბლუანის ფილმში "ბეღურების გადაფრენა"(1980), თუმცა ფართო მაყურებელმა მსახიობი გაიცნო გიორგი შენგელაიას საკულტო კომედიიდან "სიყვარული ყველას უნდა". თუ როგორ მიდიოდა გადაღებები და რა ჭორები დადიოდა "გივილოს" როლის შემსრულებლის გარშემო, თავად მსახიობი იხსენებს:




"ამბობდნენ, გიორგი შენგელაიამ სადღაც დიღომში იპოვა, მიწაზე მომუშავე და იქიდან მოიყვანაო (იცინის)… კახეთში კი (მოგეხსენებათ, გადაღებები იქ გვქონდა), ერთ-ერთ ოჯახში ქეიფისას (მრავლად იყო ასეთი დღეები) მე თვითონ მოვისმინე, იქვე, სამზარეულოში ქალები როგორ ჭორაობდნენ (ყური გამექცა მათკენ): „ეს ბიჭი მეველის როლში რო გამოდის, იგეთი ნიჭიერია, მაგრამ მსახიობი არა ყოფილა. დიდუბის ბაზარში თავისი მოყვანილი კიტრი დაჰქონებია გასაყიდად, რეჟისორს შემთხვევით მოსწონებია და უთქვამს, ოღონდ კინოში წამოდი, დღესვე მოგცემ არტისტის დიპლომსო. მეორემაც დაადასტურა, აი, მაგასა ჰქვია ყისმათი, ხო შეიძლებოდა ვერ შეემჩნია და კიტრი გამყიდველად დაბერებულიყო. ახლა კიდე, გენაცვა, ყველა ბატონო-პატივცემულოთი ელაპარაკება და თავისთვინ ქვაცა აქვ და კაკალიცო“.


ისე, „სიყვარული ყველას უნდას“ გადაღებისას არავის უფიქრია, რომ ეს უნდა ყოფილიყო რაღაც საეტაპო ფილმი, რომელიც ქართულ კინოში გადატრიალებას მოახდენდა. ის კი არა, როცა ფილმი ეკრანზე გამოვიდა, კახელების (ჩემი საყვარელი ხალხია) გარკვეული ნაწილი დაიბოღმა კიდეც, ეს რა გადაუღიათო?! რამდენიმე ჟურნალისტმა კი იწინასწარმეტყველა: ამ ფილმს დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერიაო. არადა, პირიქით მოხდა: მაყურებელი დღესაც დიდი სიამოვნებით უყურებს. საოცრად მარტივი ფილმია, ხალასი იუმორით სავსე, რომელიც საზოგადოებამ თავისუფლად აღიქვა, აიტაცა და დღემდე არ დაუკარგავს თავისი ხიბლი. ამას წინათ ვფიქრობდი, მაინც რის ბრალია-მეთქი მისი ასეთი სიცოცხლისუნარიანობა? ნუთუ მართლა ისე შესანიშნავად ვთამაშობთ, რომ მაყურებელს ძალიან მოსწონს? რა ვიცი, მგონია, რომ ეს უფრო ნოსტალგიაა, ქართული ფილმის ნოსტალგია…



მახსოვს, გადაღებას მოვრჩით თუ არა, იალტაში გავემგზავრე კინოფილმზე „ნაბრძანებია ცოცხლად შეპყრობა“ სამუშაოდ, რომელშიც მე და ია ნინიძე ვთამაშობდით მთავარ როლებს. თბილისში ჯერ არავინ მიცნობდა. დავბრუნდი იალტიდან, ჩამოვედი აეროპოტში და – უცებ ატყდა ხარხარი: ხალხი მიყურებდა და სიცილით კვდებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან შევწუხდი, რადგან ჩემთვის მიუჩვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ავედი ავტობუსში და – იქაც იგივე განმეორდა, საერთო სიცილ-ხარხარი ატყდა. კინაღამ გადავირიე! აეროპორტის გზაზე ავტობუსი გავაჩერე, ჩამოვედი და ტაქსიში ჩავჯექი. ტაქსის მძღოლმა შემომხედა და იმასაც სიცილი აუვარდა. „გამაგებინე, თუ ღმერთი გწამს, რა ხდება, რაშია საქმე?“ – ვკითხე. ამასობაში რუსთაველზე ამოვუხვიეთ (პირდაპირ თეატრში მივდიოდი) და ვხედავ, კინოთატრ „რუსთაველის“ ფასადზე ჩემი უზარმაზარი სურათია გაკრული ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“.


თურმე სანამ იალტაში ვიყავი, პრემიერა გამართულა და უამრავ ხალხსაც მოუსწრია მისი ნახვა. მაშინღა მივხვდი, რაშიც იყო საქმე.


image

ასევე დაგაინტერესებთ


1 მაისს ყველასთვის საყვარელი მსახიობის, დოდო აბაშიძის დაბადების დღეა, რომელმაც თეატრსა თუ კინოში მრავალი დასამახსოვრებელი როლები შეასრულა, მათ შორის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში პეპო (გ. სუნდუკიანის "პეპო"), როლერი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ოთარაანთ ...




2 წლის წინ, 2021 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, დღეს ერთ პატარა შტრიხს გავიხსენებთ, შესანიშნავი მსახიობის ხანგრძლივი შემოქმედებიდან. მთავარ ფოტოზე აღბეჭდილია ფილმის ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩო პანსასის" გადაღების პროცესი, "დონ კიხოტი"(კახი კავსაძე) მძღოლს გზას ასწავლის, გვერდზე რა თქმა უნდა უცვლელი ...




საბჭოთა ცენზურამ რეჟისორი გიორგი დანელია აიძულა საკულტო ფილმიდან ზოგიერთი სცენა მთლიანად ან დროებით ამოეღოთ (მაგალითად, ამოჭრილი სცენა სასტუმრო Россия-ს ლიფტში, რომელშიც მიმინო და სომეხი მძღოლი ხვდება ორ, ერთნაირად ჩაცმულ იაპონელს, რომლებიც ერთმანეთს ეუბნებიან "ყველა რუსი ასე ერთმანეთს როგორ ჰგავს". ამოჭრეს ვალიკოს სატელეფო...




დღეს 17(29) აპრილს დაიბადა ქართული თეატრის და კინოს დიდი ვარსკვლავი აკაკი ხორავა, მასზე ამბობდნენ და წერდნენ, სულ რომ არაფერი ეთამაშა თეატრში მარტო "ოტელოს"ბრწყინვალედ შესრულებული როლით სამუდამოდ შევიდოდა ისტორიაშიო, კინოში ითამაშა გიორგი სააკაძე, ალბათ სრულიად წარმოუდგენელია, სხვა მსახიობი გვეხილა ...


"უმშვენიერესი ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე იხსენებდა: ერთხელ, ბატონ ლეო ესაკიას ფილმის " ნინოს" გადაღების დროს, ბატონ ლეოს ჩხუბი დავუწყე: როგორ შეიძლება მსახიობს მისცე ისეთი როლი, ასე იტანჯოს. რაზეც ბატონმა ლეომ ღიმილით მიპასუხა:მსახიობმა ყველაფერი უნდა შეძლოს. მე არ გავჩერდი, მაინც ქოქოლად მივაყოლე, რომ წარმოუდგენელია კინოშიც კი, მალხაზ გორგილაძე ძვრებოდეს სხვის ჯიბეში და ფუ...

1
1073
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1073
  
2023, 5 მაისი, 22:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1