x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ნოდარი! კრიმინალი და დანაშაული გინდა? რაის გამომძიებელი და რაის ამომყრელი ხარ, შე ცუცურაკო?!" - რას წერს გელა ზედელაშვილი ნოდარ მელაძეზე
გელა ზედელაშვილი ნოდარ მელაძე


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „TV-პირველის" მიერ საქართველოს პრემიერ-მინიტრის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ვენახებთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„შავი ნოდარი განრისხებულა!


და იცით, ვინ განარისხა? და იცით, ვინ აიძულა, ე.წ. გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის მიერ მომზადებულ სიუჟეტზე „ტრაურნი" მუზიკა დაედო?



ვინ და... პრემიერ-მინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა!


უკვე წლებია, კახეთში ტარიელ ღარიბაშვილის ვენახებზე ლეგენდები დადის.
რაღა დაგიმალოთ, ბოლო დროს ჩვენთან მაგარი ვენახები გაშენდა... თუ ბოღმის „ბუკეტი" არ ხარ, უნდა გიხაროდეს. რავი, მე მსიამოვნებს, სულ არ ვკითხულობ, ვისია, ოფლი ვინ დაღვარა, მთავარი შენებაა, მთავარი ვენახებია, ქარხნებია... აბა, როგორ?!


თუ ვენახებს პრემიერ-მინისტრის მამა აშენებს და ქარხანასაც ყიდულობს, მე ეს არ მაღიზიანებს, პირიქით, ვთვლი, რომ ესეც კარგია, მაგარია. როცა ადამიანმა ვაზის უნიკალური ჯიშები გაახარა, ერთი პატარა ქარხანას რომ ჰქონდეს, რა გასაკვირია?


მით უფრო, როცა კაცს ბანკიდან სესხი აუღია, 2 მილიონი დაუხარჯავს და რაღაცა გაუკეთებია!


ეს სესხია, ვალია, რომელიც ბანკში პროცენტებით უნდა დაბრუნდეს. თან ხალხის დასაქმებაა, გლეხისგან ყურძნის ჩაბარებაა, ანაზღაურებაა, ხელშეწყობაა.


შავნოდარას ქალების მსგავს არსებებს, რატომღაც გამომძიებელ ჟურნალისტებს რომ ეძახის, შუა საუკუნეების რომში მაწანწალა ქოფაკებს უწოდებდნენ. ისინი ქუჩებში დაწანწალებდნენ და მზად იყვნენ, ნებისმიერი ბინძური დაკვეთა შეესრულებინათ.


ჰოდა, ერთ-ერთი ასეთი მაწანწალა ქოფაკი კივილით მიადგა დედოფლისწყაროში აშენებულ ღვინის ერთ-ერთ ქარხანას. მიადგა და ეგრევე დასვა „ბრძნული" შეკითხვა:


„პრემიერ-მინისტრის მამასთან ბიზნესის კეთება როდის დაიწყეთ"?!


იქიდან გამოსძახეს, ნუ გვიღებთ, დაახვიეთო!


ზრდილობიანად ილაპარაკეთ, ჩვენ ჟუუუურრრნალისტები ვართო! - გასძახა ღობის აქედან ქოფაკმა.


ამ დროს სიუჟეტი წყდება... სტუდიაში შავი ნოდარა შემორბის, განრისხებული და გაავებული, შურისძიებით შეპყრობილი. იწყება მძიმე მუსიკა და ჩიქორთულ-პროვოკაციული ტექსტები:
„თქვენ ახლა უყურებდით, თუ როგორ გაუსწორდნენ შაბათის გადაცემის გამომძიებელთა გუნდს ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანასთან.
თურმე ფიქტიური პირების სახელზე მალავდა და ახლა გადაიფორმა. იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, სცადეს კამერის დამტვრევა, რაღა მეხსიერების ბარათზე არ დარჩენილიყო ეს ვიდეო მასალა.
ქალ ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს!
ყველაფერი ხდებოდა გზის სავალ ნაწილზე.
საქართველოს ხელისუფლება უკვე მზადაა, ფიზიკურად გაუსწორდეს ჟურნალისტებს!
თუკი აქამდე ისინი რადიკალთა ჯგუფებს იყენებდნენ, ახლა აღარ ერიდებიან, მათთან დაკავშირებული ადამიანები ძალადობენ!
სამიზნეა ყველა, ვინც კი გაბედავს და იძიებს მათ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს!
ეს იყო ჩვენი ჯგუფის მიმართ ჩადენილი ჯგუფური დანაშაული. ნუგზარ ალუღიშვილმა იძალადა, შემდეგ კი ძალადობაში ჩაერთო ზაქარია ბოსტოღანაშვილი, რომელიც ღვინის ქარხნის დირექტორის ქმარია.
(არავითარი ფიზიკური ძალადობა. ნოდარა კი იძახის, ჩვენს გუნდს თავზე დაესხნენო, მაგრამ სინამდვილეში ერთი ფლასიანი დედაკაცი დაბორიალობდა ქარხნის ღობესთან).


ამოიგდო რა გული შავმა ნოდარამ, ისროლა ქოშები უკუღმა და ლამის სტუდიაში „ტრუსიკითაც" ირბინა, სიტყვა ისევ მაწანწალა ქოფაკს გადასცა, რომელმაც ნახევარი საათი ამტკიცა, ბიუჯეტიდან 100 ათასობით ლარია წაღებული, ბოსტოღანაშვილის ცოლმა წაიღო ტარიელ ღარიბაშვილის სასარგებლოდო.
(არავითარი ფაქტი, არავითარი დოკუმენტი!)


თურმე საქმე ეხება იმ სუბსიდიის მცირე ნაწილს, რომელსაც სახელმწიფო ურიცხავს ხოლმე რთვლის პერიოდში ღვინის ქარხნებს. ამას თვლის ნოდარა კორუფციად.


ნოდარიიიიიი!!!


ეს არ არის კორუფცია, ეს ის თანხაა, რომელსაც მეღვინეები უხდიან გლეხებს ყურძნის ჩაბარების სანაცვლოდ.


შემდეგ ჭუტას ეკრანზე სიტუაცია მუქდება, მძიმდება... ყველანი ციხეშიო, არავინ არ უნდა დავინდოთო... აი, უჟანგავი ფოლადის ოოოოთხი რეზერვუარი ცაშია როა აღმართული და ამ ეზოში დგას, ეს ჩვენი აეროგადაღებიდანაც კარგად ჩანსო... ამ გრანდიოზულ ქარხანაში ისეთი ამბები ტრიალებს, დედები შვილებს საერთოდ აღარ იყვანენ ხელშიო.


არადა, ფოტოზეც ხედავთ, ერთი ჩვეულებრივი ქარხანაა, ამაზე გრანდიოზული ქარხნები ბლომად აშენდა კახეთში და კიდევაც აშენდება. აბა, როგორ?!


სიტყვა გამიგრძელდა...


ნოდარამ და მაწანწალა ქოფაკმა ისე ჩაამთავრეს „ტრაურნი" სიუჟეტი, ერთი ფაქტიც ვერ დადეს, არც ტარიელ ღარიბაშვილი გამოჩენილა სადმე.
კაი, კაცო, ადრე პრემიერის მამას ქარხანა სხვაზე ჰქონდა გაფორმებული და ახლა თავის სახელზე გადმოიფორმაო. მერე? სად არი აქ კრიმინალი? სად არი აქ დანაშაული?


ნოდარიიიიიიი!!!
კრიმინალი და დანაშაული გინდა? გიულ-დედულის მიაკითხე, გამოიძიე, დოკუმენტები ამოყარე... იიიი, რაის გამომძიებელი და რაის ამომყრელი ხარ, შე ცუცურაკო?!


ამოსაყრელი საბუთები ჭუტას და ხაზარაძეს რომ აქვთ, მაგ ოფიციალურ თაღლითებს, მასეთს სად ნახავ?!


ეგ იყო, მოვრჩი, გაუმარჯოს მუშა კაცს და სიმართლეს!" - წერს გელა ზედელაშვილი.


ქარხანა


ქარხანა


ქარხანა


ქარხანა


გელა ზედელაშვილი




1
367
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
367
  
ეს ნოდარა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით პიდორასტია, მოკლედ ორმაგად პიდორასტია.
0 1 1