x
რატომ მოკლეს ილია?
რატომ მოკლეს ილია

1907 წლის 30 აგვისტო (12 სექტემბერი) ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. წიწამური-საგურამოს გზაზე მოკლეს ადამიანი, ვისი ძალისხმევის გარეშე საქართველო ვერც დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და ვერც თანამედროვე ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბდებოდა.


მკვლელობა ძველი სტილით 1907 წლის 30 აგვისტოს მოხდა. მეორე დღეს ქართულმა ყოველდღიურმა ლიტერატურულ-პოლიტიკურმა გაზეთმა „ისარმა“ გამოაქვეყნა მოკლე ცნობა: „საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე“.


ისტორიკოს ვახტანგ გურულის თქმით, მკვლელობის მიზანი არ ყოფილა არც ძარცვა და არც უკმაყოფილო გლეხობის შურისძიება. მკვლელობა განხორციელდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის დაკვეთით, მკვლელობის ორგანიზება კი სერგო ორჯონიკიძესა და ფილიპე მახარაძეს დაევალათ. სწორედ მათ გადაიბირეს ყაჩაღობასა და ტერორში შემჩნეული გლეხების ჯგუფი, თუმცა ვახტანგ გურული ამტკიცებს, რომ მკვლელობა არა ამ ჯგუფმა, არამედ მახარაძე-ორჯონიკის მიერ დაქირავებულმა ტერორისტმა განახორციელა:



„კილერმა იცოდა ეტლს სად გააჩერებდნენ, ხოლო გიგლა ბერბიჭაშვილის ჯგუფმა კი არ იცოდა, რომ ტყეში მკვლელი იყო. სოციალ-დემოკრატებს უნდოდათ 100 პროცენტიანი გარანტია, რომ ილია მოკვდებოდა. ხშირად ხდებოდა, რომ ფულს აიღებდნენ ნაძირალა-მკვლელები, მაგრამ ბოლოს ფულს ჩაიჯიბავდნენ და გარბოდნენ. ამიტომ მათ იმედად საზღვარგარეთ მყოფი ლენინი და სხვები - მათ შორის, ფილიპე მახარაძე და სერგო ორჯონიკიძე - ვერ იქნებოდნენ. მათ უნდოდათ 100 პროცენტიანი გარანტია, რომ ილია იმ დღეს მოკვდებოდა.“


ილიას სიკვდილი დააფიქსირა დუშეთის მაზრის ექიმმა იაშვილმა, რომელმაც გვამის გაკვეთის შედეგად დაადგინა:


„1. მკერდზე მარჯვენა ძუძუსთან შიგნით მოხვედრილი ტყვია გასულა უკან მარცხენა ხელის იღლიასთან. ამ ტყვიას დაუფლეთია გული და მარცხენა ფილტვი. 2. შუბლზე ოვალური ფორმის ჭრილობა ძვლამდე, სიღრმით 4 სანტიმეტრი. აქ ძვალი გამტვრეულია 1, 5 ვერშოკზე. 3. მარჯვენა წარბზედაც ასეთივე ჭრილობა. პირველი ორი ჭრილობა სასიკვდილოა, მესამე - არა.“


უმცა მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ილია ჭავჭავაძის სხეულში ტყვია არა მკერდიდან, არამედ ზურგის მხრიდან შევიდა. ვახტანგ გურული ნატყვიარის ანალიზის საფუძველზე ასკვნის:


„შესვლის ადგილას ტყვიამ დატოვა წვრილი ხვრელი, დაახლოებით ნეკა თითის სიმსხო, ხოლო გამოსვლის ადგილს მკერდზე - ორი გოჯის სიდიდისა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გასროლა მოხდა ზურგის მხრიდან. ტყვია ვიწრო ხვრელს ტოვებს შესვლის ადგილზე, ხოლო სხეულიდან გამოსვლის ადგილს გამოგლეჯს.“


ვახტანგ გურულის თქმით, ტყეში დამალულმა მკვლელმა ილიას ზურგში მაშინ ესროლა, როცა ბერბიჭაშვილი და სხვა ყაჩაღები ილიას ერთგული ლაქიის იაკობ ბითარაშვილის დევნით იყვნენ დაკავებული. ამიტომ იყო, რომ ბერბიჭაშვილი სასამართლო პროცესზე ბოლომდე უარყოფდა ილიას მკვლელობას. ამონარიდი სასამართლო სხდომის მასალებიდან:


„შენ რას უყურებო?’ რო არ მიმხვდარიყვნენ, მეც ავიღე და ვისროლე ზევით. ეს მოხდა. მერე გადაცვივდნენ ტყეში. ხიზანიშვილმა დაავლო ხელი ჩემოდანს და მითხრა, ეს რა არისო. ვნახე კარობკა. კარობკაში იყო რაღაც ღილები და ბეჭდები. სათვალეებიც ავიღე და მივაწოდე. ინაშვილმა თქვა, არაფერი დაიკარგოსო. ყველაფერი გამომართვა.“


გიგლა ბერბიჭაშვილთან ერთად თავდასხმაში ხუთი კაცი მონაწილეობდა. რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გარდა, ილია ჭავჭავაძე ასევე მიუღებელი იყო რუსეთის იმპერიისთვისაც. ჯერ კიდევ 1894 წელს თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს უფროსი საიდუმლო მოხსენებაში წერდა:


„დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მთავარი ხელმძღვანელი იმ მოძრაობისა, რომლის მიზანიცაა ეროვნული მოძრაობის გაღვიძება, არის თავადი ილია გ. ჭავჭავაძე, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე. ი. გ. ჭავჭავაძე არის თვალსაჩინო ჭკუისა და მდგომარეობის პატრონი, დიდი ავტორიტეტის მქონე ქართველებში, საერთოდ, და განსაკუთრებით თავისუფლად მოაზროვნეთა შორის. დადის ხმები, რომ დროგამოშვებით მასთან იმართება საიდუმლო კრებები, სადაც ირჩევა საზოგადოებრივი და სოციალური ხასიათის სხვადასხვა საკითხები.“


სწორედ ილია ჭავჭავაძის იდეებითა და ძალისხმევით ერთიანდება საქართველო, რომელიც რუსეთის იმპერიაში თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებად იყო დაშლილი. პროფესორ ლევან გიგინეიშვილის თქმით, ილიას მეცადინეობას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ აღმოიფხვრა კუთხური და სოციალური დაქუცმაცებულობა, გავრცელდა განათლება და შეიქმნა ახალი იდენტობა:


„ორი ტიპის გაერთიანება იყო საჭირო: ერთი ვერტიკალურ დონეზე, ანუ წოდებებს შორის, რათა ქართველი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე გლეხი ან ფეოდალი; მეორე არის ჰორიზონტალურ დონეზე გაერთიანება, რათა იმერელზე, გურულზე ან მეგრელზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს იდენტობა ქართველი. რითი მიაღწია ამას ილიამ? რა თქმა უნდა, ენის შექმნით. ილიამ შექმნა ახალი ქართული ენა, დემოკრატიული და ყველასთვის ხელმისაწვდომი ენა. ეს იყო აუცილებელი საშუალება იმისთვის, რომ გაერთიანებულიყო ქვეყანა და შექმნილიყო ახალი იდენტობა - ქართველი!“


„ილია თავისი დიდი ავტორიტეტით იყო ბუნებრივი წინააღმდეგობა სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური მოღვაწეობის გზაზე. და ის, ფაქტობრივად, შესწირეს საქართველოს იდეას. ჯერ ილია მოკლეს და 1921 წელს თვით საქართველოს დამოუკიდებლობა დახვრიტეს.“


5
642
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
642
  
უფრო რეალურია,ამერიკა რუსეთის პროექტია ნაცეთი და ამის ბევრი ფაქტი არის უკვე სახეზე. იმდენი საქართველოს საზიანო ამბავი არავის უქნია მოკლე დროში,რაც ნაცეთმა ქნა 9 წელში. ის ხო დადასტურებული ფაქტია,რომ 2003 წლის რევოლუცია(არაფერი ქონდა იმას რევოლუციის,მარა სე დაარქვეს) დააფინანსა ამერიკამ,ხოლო გაუპრავა რუსეთმა. კმარელები სოროსის დაფინასებული ორგანიზაცია იყო,ხოლო ედუარდასთან შუამავლობა იგორ ივანოვმა იკისრა და "ტროიკა" კრწანისი რეზიდენციაში მაგან წაიყვანა სალაპარაკოდ. ეს რანაირი ამბავია,როცა ამერიკა აფინანსებს და ტონა ფულს ხარჯავს,ხოლო რუსეთი ეხმარება ამ ყველფერს და მშვიდობიან დიალოგს აწყობს? სად არის ლოგიკა,როცა მეუბნებით რო რუსეთი და ამერიკა მტრები არიან. აგერ ავიღოთ უკრაინის თემა,ზელინსკი რუსეთ ამერიკის პროექტია,უამრავი ფაქტი დევს,სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს. ახლა კითხვა დავსვათ,რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი ამერიკელებს და რუსებს? ჩემი აზრით,ფულის კეთების კარგი საშუალება არის და ჩრდილში მყოფი ხალხის დაკვეთა არის ასეთი,ვინც რეალურად აფინანსებენ და მართავენ პოლიტიკოსებს ამერიკაშიც და რუსეთშიც. არის კიდევ ერთი საკითხი,იარაღის გაყიდვა და მისი გამოცდა. ქმნიან ახალ იარაღს და სად უნდა გამოსცადონ? პედერბურგში თუ ვეგასში? ამიტომ სჭირდებათ ომი,რათა ფულის იშოვონ და იარაღიც გამოიცადოს. და ბოლოს,ამ ორივე ძალისთვის ნამდვილი თავის ტკივილია ჩინეთი,რომელიც სულ უფრო ძლიერდება და ორივეს ჰეგემონიას საფრთხეს უქმნის. ჩინეთი არ არის არცერთის მოკავშირე,ორივეს მტერია. ვიეტნამი,ავღანეთი ორჯერ შერჩათ რუსებს და ამერიკლებს,თუმცა არ შერჩებათ უკრაინად,რადგან მაშინ ჩინეთი სუსტი იყო,ხოლო ეხლა ძლიერია. მიამიტობა არის გჯეროდეს,რუსების და ჩინელების მეგობრობის,ისინი ისტორიული მტრები არიან. როგორც წლების მერე ისევ გაიხსნება საფრანგეთ ინგლისის ქიშპი,იგივეა არის ამ შემტხვევაში. მთავრობების პოლიტიკა თანხვედრაშია,თუმცა უბრალო ინგლისელი ვერ იტანს უბრალო ფრანგს და პირიქით. როგორც ქართველისთვის მეგობარი ვერ იქნება თურქი ან რუსი,იგივეა ჩინელი რუსის ან ამერიკელის მეგობარი ვერ იქნება.
ყველა რუსეთისკენ იშვერს ხელს,თუმცა მე სხვანაირად მგონია,ეს არის ამერიკა რუსეთის საერთო ინტერესი,საქართველოში არ იყოს მშვიდობა და სტაბილურობა,მათ სურთ ადვილად სამართავი ხალხი და არა დამოუკიდებლები,რაც ბევრი ოპერაციით თუ სარგებლის მიღებას გულისხმობს საქართველოს გამოყენებით. აი,ეს არ აწყობს და ვერ ისვენებს ამერიკა,ამიტომ ხარჯავენ ბევრ სიტიაციის ასარევად და ბეჭვის ხიდზე გავლა მოგვიწევს. თუ ვინმეს ფიქრობს,რომ ამერიკა და რუსეთი მტრები არიან ერთმანეთის ძალიან ცდებიან.ხანდახან საპირისპირო ინტერესის დროს ერთამენეთსაც ესვრიან ტყვიებს,თუმცა არა პირდაპირ,თუმცა უფრო მეტი საერთო ინტერესი აქვთ და ამას წლებია წარმატებით აკეთებენ. უკრაინაში მათი საპირისპირო ინტერესი არის და ომობენ,საღად მოაზროვნეს არ სჯერა იმის,რომ იქ უკრაინა რუსეთის ბრძოლებია,ამერიკა რუსეთის არაპირდაპირი ომი მიმდინარეობს,როგორც ვიეტნამში,ავღანეთში თავის დროზე. საქართველოს შემთხვევაში,რუსეთსაც და ამერიკასაც სურთ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. ამერიკამ მოსამართლეების სანქცირებით დესატბილიზაციას შეუწყო ხელი და არეულობის მოწყობას,ხოლო რუსეთი თითქოს ოცნების იდენტურ განცხადებებს აკეთებს,რაც ასევე მცდელობა დესატაბილზაციის,რამეთი ანტი რუსული განწყობა არის ქვეყანაში და ხელისუფლების პოზიციის თანხვედრა რუსების პოზიციასთან არის მიუღებელი,თუმცა საერთო არაფერი აქვს ქოცეთს რუსეთის მტავრობასთან ეს ფაქტია. რუსებზე ათას სიგიჟეს იგონებენ,თუმცა დებილები არ არიან ეგ რუსები და ეს არის პასუხი იმაზე,რატომ არ არიან ერთ მხარეს ქოცეთი და რუსები. თუ რუსების მიერ დასმული მტავრობა არის ოცნება,მაშინ მსგავს ანტირუსული კამპანიის დროს თავის პოზიციას დაუმთხვევდნენ ოცნებისას? ამით ხო ადასტურებენ,რომ ოცნება მათი ხალხია?
ესე მარტივი კითხვა არ არის,"რატომ მოკლეს ილია?". ამაზე ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს,ეს არის კომპლექსური შემთხვევა,რაც ადასტურებს ზოგიერთი ქართველის პირადი გამორჩენისთვის ყველაფერზე წასვლას. მოდით ასე დავსვათ საკითხი,თუ გვინდა გავიგოთ,რატომ მოკლეს ილია,მაშინ უნდა ვიცოდეთ,რატომ უღალატეს ერეკლეს,რატომ იქნა გათქმული 1832 წლის შეთქმულება და შემდგომში,რატომ მოკლეს ზვიადი. ეს ყველაფერი კავშირშია,თუ გაიგებ ამ მოვლენების რეალურ მიზნებს,მაშინ ადვილად აღსაქმელი იქნება,რატომ მოკლეს ილია. თუ სწორად მახსოვს,აკაკიმ თქვა ილიას მკვლელობაზე"ილიას მკვლელები საქართველოსაც მოკლავენო" და ეს არის პასუხი ჩემი აზრი,ილია მოკლეს იმიტო რო მოეკლათ საქართველო. ზვიადი მოკლეს იმიტო რო მოეკლათ საქართველო,1832 წლის შეთქმულება გასცეს,რადგან მოეკლათ საქართველო,ერეკლეს უღალატეს,რადგან საქართველოს მოკვლა სურდათ,რადგან იცოდნენ რო ქართლ-კახეთში ერეკლეს ყოფნა საქართველოს ვერ დამორჩილებას ნიშნავდა. დამოიკიდებლობა ილიასთან ერთად ართულებდა ბევრ რამეს მტრებისთვის,როგორც ზვიადის შემთხვევაში და ამიტომ იშორებდნენ ასეთ ხალხს. ახლაც რამდენი სიბიძნურე ვრცელდება ივანიშვილზე,როგორც თავის დროზე ილიაზე და არაფერს გახსენებთ ეს ამბავი? იმ დროში ხო ყველა ავრცელებდა ასეთ ხმებს,თურმე ილიამ ხალხს წყალი გადაუკეტაო. ამ ქვეყნის პრობლემა იყო გარედან მართული ხალხი და ეხლაც არის. მაჭარაშვილმა და სუბარმა დაგაწყებინეს ამაზე საუბარი,თუმცა მომსმენი და გამოგონი არავინ აღმოჩნდა. იგივე პოლიტიკა არის დღესაც,ვიღაცა ცდილობს რო აქ სასურველი და ადვილად სამართავი ხალხი მოიყვანოს. როგორც იმ პერიოდში,საბჭოთა რუსეთისთვის სასურველი კადრი იყო ნოე ჟორდანია და არა სხვა,ამიტომაც დაგვიპყრეს ადვილად. მთელ საქართველოში ყველაზე ცუდი კადრი იყო ეგ ჟორდანია და მართველად დასვეს.
100%,ილია ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მოკლეს. ჟორდანიას და მისი ჯგუფის გონებრივი შესაძლებლობა დადასტურდა დამოუკიდებლობის წლებში,რაც ილიამ თქვენს მიერ მოყვანილ ციტატაში ახსენა და იწინასწარმეტყველა. თუ სწორად მახსოვს,ჟორდანიამ თქვა ასეთი ფრაზა ილიას მკვლელობაზე,"ხეს რო ჭრიან,ნაფოტები სცვივაო"
ვისაც ჭკუა მოეკითხება ყველამ იცის რომ ილია მოკლეს ნოე ჟორდანიას შეკვეთით, ნოე ჟორდანიაც სოციალ დემოკრატიული პარტიის წევრი მარქსისტი იყო. აი რას წერდაილია ჭავჭავაძე ნოე ჟორდანიას შესახებ:

"ბანკი საკრედიტო დაწესებულებაა და "ფინანსიურ დაწესებულებასთან" ისეთივე მსგავსება აქვს, როგორც ზღვასა და ხმელეთს, წყალსა და ცეცხლსა. განა აქედამ აშკარად არა სჩანს, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია - ეს რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში - იმდენად უმეცარია, რომ ამ ორი სიტყვის - კრედიტის და ფინანსის მნიშვნელობაც კი ვერ გაურჩევია, არა სცოდნია. აფსუს გერმანიავ! ბ-ნი ჟორდანია მითამდა სწავლისა და ცოდნისათვის იქ იყო წასული, მაგრამ, როგორც ეტყობა, ცარიელი წასულა და ცარიელივე დაბრუნებულა. სირცხვილი გერმანიას! ასე ცარიელი როგორ გამოუსტუმრებია, რომ არც-კი უცოდინებია, - რა არის საკრედიტო დაწესებულება და რაა ფინანსიური. ეს ანბანი პოლიტიკურ ეკონომიის მეცნიერებისა რომ ვერ გაუგია და ვერ უსწავლია, მოდით და ახლა დაუჯერეთ, რომ ბ-ნი ნოე ჟორდანია გაგებული და შიგ-ჩახედული მარქსისტია. მაგრამ გერმანიისა აქ რა ბრალია. გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშად, რაც გინდა მაღლა თაროზე დასვათო, ნათქვამია. აქ მიზეზი კაცია და გუნება, და არა გერმანია...
ილიას ნათქვამიდან მშვენივრად ჩანს რომ ნოე ჟორდანია არის "რუსულ მარქსიზმის თვალაბმული თუთიყუში"
გაუგებარია რატომ ცდილობს ბატონი გურული ჟორდანიას ჩაბანვა გამობანვას და სხვებზე გადაბრალებას ილიას მკვლელობას?
0 1 5