x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ულტიმატუმი წამიყენეს - ან ეროვნულ იდეებს, მართლმადიდებლობის დაცვას თავს გაანებებ, ან..." - რას წერს სანდრო ბრეგაძე
სანდრო ბრეგაძე


„ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ყველა „ყვარყვარემ" დაიწყო ვაჭრობა ეროვნულობით!


მიხვდნენ, რომ საარჩევნოდ ეროვნული იდეოლოგია მომგებიანია და დაიწყეს ეროვნულობის მანტიის მოსხმა!



არადა, ეს ის ხალხია, რომლებიც მუდამ ებრძოდა ეროვნულს - ქართულს და სოროსის მზეს ფიცულობდა!


ეროვნულობა ვაჭრობად, ყიდვა-გაყიდვად, ფარისევლობად აქციეს!


დიახ - დღეს ქართველობას და ეროვნულობას იჩემებს ის ხალხი, რომლებმაც ჩემი მთავრობაში ყოფნის დროს ულტიმატუმი წამიყენეს - ან ეროვნულ იდეებს, მართლმადიდებლობის დაცვას თავს გაანებებ და ან მთავრობიდან წადიო!


ნეტავი არ ვიცოდე რა გაიძვერა - ფარისევლები არიან!


მთავარი ისაა, რომ ამ „ეროვნულობის" რელსებზე შემდგარ ფარისევლებს ზვიადი და მერაბი ეზიზღებათ, ვერ იტანენ ეროვნულ გმირებს და საბჭოთა კავშირის დაშლა უდიდეს ტრაგედიად მიაჩნიათ!


ტყუილად ფარისევლობენ, ჩვენ ვიქნებით მათი ლუსტრაცია", - წერს სანდრო ბრეგაძე.


სანდრო ბრეგაძე



0
307
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
307
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0