x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134730
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509057
გასაბერი ბიუ@ტჰალტერი და ჩიტის ბუდე თავზე: 12 გასაოცარი ისტორიული ფოტო

image


რამდენ საიდუმლოს ინახავს ისტორია და რა იშვიათად გვეძლევა ხოლმე შანსი მასთან ოდნავ მაინც მიახლოების. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გეძლევათ. ამჯერად, თქვენს ყურადღებას საინტერესო ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტოების მორიგ სერიაზე შევაჩერებ, რომლებიც დროებით წარსულში დაგაბრუნდებენ და აქამდე თქვენთვის უცნობ ბევრ საინტერესო მოვლენაზე აგიხელთ თვალს.


image


"გოგონი! თქვენ თავზე ბუდე გაქვთ, " - ასეთი ფრაზით ამ ლედის ნამდვილად ვერ შეარცხვენდით, რადგან ის გარშემომყოფებში სწორედ ასეთი რეაქციის გამოწვევას ცდილობდა.


image



სანამ ახალგაზრდა დედა ქსოვს, მის შვილი იმპროვიზირებულ გალიაში არხეინად სერნობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს სკვერის გადმობრუნებული ურნა არ არის. ფოტო 1969 წელს არის გადაღებული.



image


გოგონები სავსე ბიუსტისკენ ჯერ კიდევ პუშ-აპებისა და მკერდის იმპლანტების გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე მიისწრაფოდნენ. მამაკაცებზე შთაბეჭდილების მოსახდენად და ქალებში შურის გასაღვიძებლად, ქალბატონები ბევრ ხრიკს მიმართავდნენ, რომელთა შორისაც გასაბერი ბიუსტჰალტერი იყო! ეს უცნაური აზღუდი 1952 წელს იქნა გამოგონილი, სილიკონის იმპლანტების ქირურგიაში შემოღებამდე ჯერ კიდევ ცხრა წელი იყო დარჩენილი.


image



ძნელი სათქმელია, ეს ფოტო დადგმულია თუ მართლა მოხდა ამ გოგოს ცხოვრებაში მსგავსი შემთხვევა?


image



ბედნიერებისგან გაბრწყინებული გოგონა პინგვინთან ერთად ლონდონის ზოოპარკში სეირნობისას, 1937 წელი.



image



დღესდღეობით, ასეთ თამამად ჩაცმულ გოგონებს ქუჩებში ხშირად შეხვდებით, აი, ადრე კი მსგავსი ჩაცმულობისთვის ადამიანებს აჯარიმებდნენ, მაგალითად 1946 წელს, ნიუ-იორკში, მოქალაქეების ჩაცმულობა მკაცრად კონტროლდებოდა, ხოლო შეუსაბამო ტანსაცმელში გამოწყობილი მოქალაქეების სამართალდამცველების მიერ დაჯარიმება ჩვეულბრივი მოვლენა იყო.



image


1900 წლის დასაწყისი, გრენლანდია. ინუიტი მამაკაცი ძლიერი ყინვისას ცოლს ფეხებს უთბობს


image



ზრუნვის გამომხატველი კიდევ ერთი ფოტო, სახლში წყალგაყვანილობა არ არის, ცოლს კი გამუდმებით უწევს თავისი მაღაროელი მეუღლის, სამუშაოს შემდეგ დაბანა. ფოტო უელსში, 1931 წელს არის გადაღებული. ყურადღება მიაქციეთ, რა აკურატულად არის განლაგებული ფაიფურის ჭურჭელი სამზარეულოს კარადაში!


image


ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბიუსტჰალტერამდე მსოფლიოში კორსეტები და ჩვეულებრივი ქსოვილის ლენტები არსებობდა. ე.წ. "მკერდის დამჭერი" კი ქალბტონებს სწორედ იდა როზენტალის წყალობით ერგოთ.


image



1933 წელს დიდი ბრიტანეთის პრესა ამ კაბაზე საკმაოდ ბევრს წერდა. ქორწილი ამერიკელმა ბიზნესმენმა და მომხიბვლელმა შოტლანდიელმა გოგონამ გადაიხადა, რომელიც 17 წლის ასაკში სამეფო კარზე ყველაზე პოპულარული იყო. საქორწილო კაბის შეკერვა იმ დროის ყველაზე მოდურ მკერავს მიანდეს, რომელმაც ადრე პრინცესა ელიზაბეთს კაბა ანალოგიური შემთხვევისთვის შეუკერა, შემდეგ კი მის ჩაცმულობაზე კორონაციისთვისაც იზრუნა. ცნობილი კაბა 4 მეტრიანი სიგრძის შლეიფის გამო მამაკაცის ქაფს მოგაგონებდათ, რომელიც მსუბუქი ტიულით იყო გაწყობილი.


image



ნუთუ გოგონასგან ბოროტ სულებს დევნიან? არა! ის უბრალოდ ფილადელფიაში თავის სათაყვნებელ ელვის პრესლის კონცერტზე მივიდა. ფოტო 1957 წლის 6 აპრილით არის დათარიღებული.


image


1880 წელს ლეონარდ უიტონი შეერთებულ შტატებში ყველაზე მსუქან მამაკაცად ითვლებოდა, ზოგი კი მას მსოფლიოში ყველაზე მსუქან ადამიანად თვლიდა, თუმცა დღევანდელობა გვიჩვენებს, თუ რამდენად საოცარია ადამიანის ორგანიზმი და გაბარიტებში რამდენად დიდი შეიძლება ის გახდეს.











0
301
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
301