x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ვისაც გესმით რუსული, ბოლომდე ნახეთ ეს სიუჟეტი! მიხვდებით, რა საზარელი ექსპერიმენტი ტარდებოდა ქართველ ხალხზე!" - რას წერს ზაზა დავითაია
ზაზა დავითაია


ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ვისაც ჯერ კიდევ გესმით რუსული ენა... აუცილებლად ბოლომდე ნახეთ ეს სიუჟეტი!


თუ ნახავთ, მიხვდებით, რა ექსპერიმენტი ტარდებოდა ქართველ ხალხზე, სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში!



მიხვდებით, რა ვითარებაში იქმნებიან თანამედროვე დაუნდობელი, სასტიკი ჯალათები, რომლებსაც თავად ვერ გაურკვევიათ, რის გამო ტანჯავენ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს - პირადი სარგებლის? თუ, სახელმწიფოებრივი „საჭიროების" გამო?


მიხვდებით, რა საცოდავია და, რაზე წამსვლელია ღმერთს მოწყვეტილი ადამიანი;


იმასაც მიხვდებით, თანამედროვე მმართველები და ხელისუფლები რატომ და რა მიზნით წყვეტენ ღმერთისგან ადამიანებს!


მაგრამ, ყველაზე საინტერესო იქნება, თუ თითოეული თქვენთაგანი საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვას და აუცილებლად, გულახდილად უპასუხებთ:


- თქვენ თავად, რა ეტაპზე დაასრულებდით, ამ საზარელ ექსპერიმენტს?


ნამდვილად დაასრულებდით?


ან იქნებ... არც დაგესრულებინათ...


არამედ, საკუთარ გულში სინდისის ხმა ჩაგეხშოთ და თქვენც ჯალათად ქცეულიყავით...


ნუ გაიმართლებთ თავს იმით, რომ, ძნელია, დარჩე ადამიანად მაშინ, როცა ადამიანად დარჩენის შანსს არ გიტოვებენ!


მაგრამ...


ცხონებაც ხომ, მხოლოდ მცირედის ხვედრი იქნება და, დანარჩენი კაცობრიობა ჯოჯოხეთში ჩაიფუფქება!..", - წერს ზაზა დავითაია.



ზაზა დავითაია სქრინი







0
305
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0