x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134939
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509336
"მინდა იცოდეთ რომ ...." - რას წერს შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე?

imageშალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, თეა აბაშმაძე მისი ვაჟის, ლაშა რამიშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, რომელმაც საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია და სოციალურ ქსელში წერს.



"ძვირფასო მეგობრებო, ყველას ერთად გიხდით მადლობას, ჩვენი მხარდაჭერისთვის წინა პოსტებში სათითაოდ ვერ გგულავთ და ვერ გპასუხობთ, მაგრამ იცოდეთ, რომ თითოეულ თქვენგანს გულში ვიხუტებ ბედნიერი ვარ, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ასეთი საყვარელი ადამიანები ხართ და გვაძლევთ უზარმაზარ ძალას მე და ჩემს შვილებს. მინდა იცოდეთ რომ თქვენი თითოეული სიტყვა ჩვენს გულებს ათბობს და ახარებს..
image
image
ჩემი უზომო მადლიერება ყველას, ვინც ზუსტად გაგვიგეთ და ასეთი საოცარი სიტყვები გვითხარით აზროვნება ველია და ველი ცნობს ველს - რა უზუსტესი მიგნებაა.
image
თქვენ კი, ვინც უკიდურეს სიბინძურეს აბრალით ჩემს შვილს, საოცრად სასარგებლო საქმეს ასრულებთ სინამდვილეში და თქვენი მადლიერიც ვარ. თქვენ სასწაული შეძელით, ნამდვილი ალქიმია, თქვენ უსწრაფესად გაანცალკევეთ ჩვენი საზოგადოება, არა ისე ყალბად, როგორიც პარტიული დაყოფაა, არამედ თქვენი არაკრეატიულობის ჩვენებით, ერთი საერთო სახე გამოავლინეთ. ერთნაირი უტიფრობა, ერთი და იგივე ტერმინოლოგია, გაუნათლებლობა, მდაბიო უწმაწურობა და რაც მთავარია, სრული უსიყვარულობის გამოვლენით, თქვენ გამოცალკევდით იმ ადამიანებისგან, ვინც მგრძნობიარეა, კეთილია, სამართლიანია, გულუხვი და გამგებია.
image

ზოგადადაც ადამიანები მხოლოდ ორ ნაწილად იყოფიან, გონებაგახსნილებად და პირიქით, სხვა დანარჩენი დეფინიცია ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს. თქვენ ემსახურებით პარტიას, რომელსაც სურს შალვას რესურსის შენარჩუნება და გავალებთ უბინძურესად ლანძღოთ მისი შვილი, თითქოს ასე აღდგება შალვას იმიჯი. საზოგადოების თვალში თქვენს მიერ ტალახის სროლა აღიქმება, როგორც შალვასგან ბოტების მოქსევა საკუთარი შვილის უკიდურესად დასამცირებლად. ეს კიდევ უფრო უტეხს სახელს მას და გაცილებით მძიმედ, ვიდრე ჩემი შვილის წერილი. ყველაზე კომიკური ისაა, რომ თქვენ ვნებთ მხოლოდ იმას, ვისაც ემსახურებით და ვერც კი აცნობიერებთ ამას. თუმცა, მეორეს მხრივ საოცრად სასარგებლო საქმეს ემსახურებით საზოგადოებისთვისაც და ცვლილებების დასაჩქარებლადაც. ძალიან მარტივად გამოჩნდა, რომ სიძულვილის ველში მყოფი აზროვნება არის უნიჭო და გონებაშეზღუდული, რადგან მას არ აქვს ღირსებისა და სამართლიანობის განცდა. ის დეგრადაციას განიცდის სულ უფრო მეტად."-წერს სოციალ ქსელში თეა აბაშმაძე.
image

შეგახსენებთ, ლაშა რამიშვილმა ორიოდე დღის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს მამამისს, შალვა რამიშვილს და სოლიდარობას უცხადებს მის "მსხვერპლ ქალებს"
0
513
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
513
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0