x
როგორ შეიცვალა ბიზანტიის იმპერიის ანატოლია მანასკერტის ბრძოლის შემდეგ
imageმცირე აზიის ელინიზაცია შუა საუკუნეებში

თურქ-სელჩუკების შემოსევებამდე მცირე აზია შუა საუკუნეების ელინიზმის კერა იყო, ამ ფაქტს უზრუნველყოფდა: პირველი-ბერძნულ-მართმადიდებლური ეკლესიის გავლენა და მეორე-ბიზანტიის სახელმწიფო, რომელიც ადგილობრივ ხალხებს აერთიანებდა თავისი იმპერიული ინსტიტუტებით.ელინიზმა იარსება 400 წლის განმავლობაში ანატოლიაში, როცა ის მალე გაქრა ჩრდილო-დასავლეთ ბალკანეთში სლავების მართველობისას და სირია-ეგვიპტეში არაბთა ბატონობისას.ხალხის ერთიანობას უზრუნველყოფდა "თემური თავდაცვის სტრატეგია", რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხალხი ადგილზე კრებდა ჯარს, თუ მტერი შემოესეოდა იმპერიის საზღვრებს.ყველაფერი შეიცვალა 1025 წლიდან, როცა დაიწყო თემური სტრატეგიის დავიწყება და ამ ყველაფერმა გასტანა 1081 წლამდე.1071 წელს მანასკერტში მარცხდება ბიზანტიური ჯარი, რომლის შემდეგ იწყება საიმპერატორო ტახტისთვის ბრძოლა.

საბერძნეთის სამოქალაქო ომები და ადრეული პერიოდის მომთაბარეები ანატოლიაში.

მანასკერტის ბრძოლამდე მრავალი თურქმანი მომთაბარე მსახურობდა დაქირავებულ მეომრად ბიზანტიის ჯარში, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ არსებული ათ წლიანი ბიზანტიური სამოქალაქო ომის დროს, უამრავი მომთაბარე ჩაირიცხა ბიზანტიურ დანაყოფებში.ვერცერთმა ხელმძღვანელმა ვერ უზრუნველყო სამოქალაქო ომის დასრულება, რასაც მოჰყვა მეტი მომთაბარე.სელჩუკთა წინსვლა ანატოლიაში სულ მცირე 1073 წლიდან დაიწყო, მგრამ ისინი არაკორდინირებული იყო.ბიზანტიელები ჯერ კიდევ ფლობდნენ ქალაქებს, ხოლო სოფლებს ეპატრონებოდნენ მომთაბარეები.სელჩუკთა ჯარებს მოყვებოდა ათასობით მსუბუქად შეიარაღებული ჯარისკაცი მიწისა და ძარცვის ძიებაში.მომთაბარეები ბლოკავდნენ ქალაქებს შორის არსებულ გზებს, რის გამოც შორეული რეგიონები მოწყვეტილი იყო კონსტანტინეპოლისგან.


imageსელჩუკი მეომრები მალე ჩაირიცხნენ ბიზანტიის სამსახურში, იმისთვის რომ ებრძოლათ ავტონომიისკენ მსწრაფ ფეოდალების წინააღმდეგ ბიზანტიის სასარგებლოდ, სეპარატისტი ფეოდალებიც ქირაობდნენ მომთაბარეებს.1081 წლისთვის სელჩუკთა უფლისწულმა სულეიმანმა, რომელსაც თურქმა სულთანმა დაავალა ანატოლიის აღება, შექმნა თავისი ახალი სახელმწიფო, ე.წ მისი ძალები დაიქირავა ბიზანტიურმა არისტოკრატიამ, რამაც ხელი შეუწყო მომთაბარეების გავრცელებას ბითანიაში.ბიზანტიელი ბატონები აფინანსებდნენ სელჩუკებს.მათ ყველა ქალაქის კარიბჭე ღია ქონდათ, როცა მიიღეს ბრძანება ქალაქების დაბრუნების, ისინი არ დაემორჩილნენ განკარგულებას.შედეგად დასავლეთ ანატოლიაში ძალაუფლების გადასვლა უფრო მშვიდობიანი იყო, ვიდრე აღმოსავლეთ და ცენტრალურ ანატოლიაში.რუმის მშვიდი სელცუკებისგან განსხვავებით, მათი ქვეშერდომები, განსაკუთრებით დანიშმენდი, ცდილობდნენ ძირითადი ქალაქების გარდაქმნას, რათა ხელი შეეწყოთ თავიანტი წმინდა ომის იდეიისთვის.შესაბამისად, არარასოდეს დაბრუნებულა ეს ქალაქები ქრისტიანულ მრწამს, ხოლო ანატოლიის მსხვილი მოსახლეობის დაკარგვამ დიდი პრობლემა მიაყენა ბიზანტიის ჯარს რიცხოვნებაში.

მომთაბარეთა მიგრაციის შემდეგი ტალღა

imageანატოლია თავისი მდიდარი საძოვრებით გახდა მომთაბარეების მიზანი.დიდი სელჩუკები ცდილობდნენ მომთაბარეები გაეგზავნათ სასაზღვრო რეგიონებში, რათა დაეცვათ თვიანთი მჯდომარე ქვეშერდომები.ყოველწლიურმა რბევებმა მიწის დამუშავებელი ნაკვეთები გაანადგურა, ანატოლიელი მოსახლეობა გადასახლდა სანაპიროებისკენ, სომხური მოსახხლეობა წავიდა კილიკიაში.ცენტრალურ აზიაში მომთაბარეებმა მეტად გაიმყარეს საფუძველი.რამდენიმე ქალაქი, რომელმაც გაუძლო შემოსევებს მოწყვეტილი იქნა სხვებს, რის გამოც იქიდან ხალხი მიდიოდა სხვაგან, სადაც თავიანთნაირი ხალხი ეგულებოდათ.ანატოლიის აღმოსავლეთი საგრძნობლად დაიცალა.

ხალხთა შერწყმა

imageმიუხედავად იმისა, რომ რთული იქნება თავდაპირველი მომთაბარეთა რაოდენობის განსაზღვრა ისინი იქნებოდნენ 10 ათასიდან 300 ათასამდე.სელჩუკთა დიდხანს ყოფნა, აუცილებლად გამოიწვევდა მათი და ანატოლიელთა ქორწინებას.როგორც ანა კომნენა წერდა თავის წიგნში "ალექსიადა" ამბობს:"მეთორმეტე საუკუნის დასაწყისისთვის ჰიბრიდირებული ადამიანების ახალი კატეგორია იწყებდა გამოჩენას(ისეთი ადამიანები იბადებოდნენ, რომელტა ერთი მშობელი იყო სელჩუკი, ხოლო მეორესი ანატოლიელი), რაც იწვევდა ადგილობრივი მოსახლეობის გარდაქმნას სხვა ერად, ვიდრე ისინი ადრე იყვნენ, მათმა შთამომავლობამ შეიცვალა: ენა, სარწმუნეობა და კულტურა.

1204 წელს ლათინების მიერ აღების შემდეგ, ანატოიის სანაპიროს ნაწილი ნიკეიის იმპერიას ეკუტვნოდა, სადაც იყვენენ ბიზანტიელები, 1261 წელს კონსტანტინეპოლის დაბრუნების შემდეგ, მათი ყურადღება გადავიდა ბალკანეთზე და ვეღარ იცავდნენ ანატოლიის თემებს.ორი საუკუნის განმავლობაში გაგრძელდა ქრისტიანობის შემცირება ანატოლიის თემებში.სელჩუკები მაინც უზრუნველყოფდნენ ქრისთიანთა სტაბილრობას, რათა ყოფილიყო შენარჩუნებული ეკონომიკური განვითარება.

ინსტიტუციური კრახი და ისლამის მიღება ანატოლიელ ხალხში.

image1243 წლიდან ეკლესიებს ჩამოერთვა მიწები, რის გამოც მათ აღარ შეეძლოთ ლოცვების აღსრულება, ასევე საგანამთლებლო მოღვაწეობის განხორციელება.ხალხმა დაიწყო საკუთარი რელიგიის დავიწყება, იმის გამო, რომ გადასახადები არ აეღოთ.ზოგი ისლამს ღებულობდა იმის შიშით, რომ არ მოეკლათ ღაზის მეომრებს.1923 წელს 15 მილიონიან თურქეთში 1.5 მილიონი ქრისტიანი ბერძენი იყო(ძირითადად სანაპიროზე ცხოვრობდნენ), როელებიც საბერძნეთში გადასახლდნენ.



1
114
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
114
  
2023, 4 აპრილი, 23:13
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1