x
image
მარიამმ პაიჭაძე
„დღეს თქვენი ნასროლი აღარ არის იმნაირი, თქვენი წინაპრებისა რომ იყო - იგი უბრალოდ ფურთხია..." - ვის მიმართავს გელა ზედელაშვილი

გელა ზედელაშვილი


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი გავრცელებულ ფოტოს, სადაც ახალგაზრდები პერფორმანსით აფიქსირებენ პოზიციას ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილების" სროლასთან დაკავშირებით, სოციაურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჰო, შვილებო, ჰო... ვიცით, რომ თქვენ ისროლეთ!


თქვენ სროლა, ცეცხლის წაკიდება, ღალატი და არეულობის მოწყობა სისხლში გაქვთ გამჯდარი!



იცით, ილია ჭავჭავაძეს ვინ ესროლა წინა საუკუნის დასაწყისში?
თქვენმა წინაპარმა!


როცა ილიამ დაინახა, სროლას უპირებდნენ, წამოიძახა - ილია ვარ, არ მესროლოთო!
იმან, იმ თქვენმა წინაპარმა - ილია რომ ხარ, ამიტომაც უნდა გესროლოთო!


მას მერე ბევრს ესროლეს... ვისაც არ ესროლეს, ქვეყნიდან გააძევეს, გადაასახლეს!


მანამდეც ბევრს ესროლეს, ვისაც არ ესროლეს, ქვეყნიდან გააძევეს, გადაასახლეს... ზოგი კი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს!


შეიძლება არც დაიჯეროთ... როდესაც თბილისის ჭიშკართან მომდგარი აღა-მაჰმად ხანი უკან გაბრუნებას აპირებდა, თქვენი წინაპრები წამოეწივნენ, ნუ მიდიხართ, ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები არ ჰყავსო.


აღა მობრუნდა და თბილისი აიღო!


ამ უბედურების შემდეგ თქვენი წინაპრები გამოვიდნენ და... ისაო, ერეკლე მეფე რუსეთუმე იყო, საქართველო გაყიდაო.


თქვენ არა მხოლოდ დროის მდინარებაში შთანთქმული წინაპრები გყვანან, არამედ - თანამედროვენიც. ისინი აქ არიან, ცოცხლები არიან, თქვენს გარშემო დაბოდიალობენ და ტვინებს გირეცხავენ - მუდმივად შთაგაგონებენ, რომ ერეკლე იყო მოღალატე, დავით აღმაშენებლის ყველა შთამომავალი იყო დებილი, ილია ჭავჭავაძე გახლდათ გონებაშეზღუდული... ვინც ქართულად აზროვნებს, ყველა რუსეთუმეა, მოღალატე და ამ ქვეყნიდან გასაძევებელი.


დიახ, ასეთებს უნდა ესროლოთ, არაფრის გარკვევა არ არის საჭირო, არც რამის წაკითხვაა საჭირო... თქვენი წინაპრებიც ზუსტად ასე იქცეოდნენ, არც არაფერს არკვევდნენ, არც არაფერს სწავლობდნენ, არც არაფერს კითხულობდნენ, მათთვის მთავარი იყო დირექტივა ზემოდან.


ახლაც მოდის დირექტივები და არა მხოლოდ დირექტივები, თვით ამ დირექტივების დამწერნი, ხელის მომწერნი და ჩამბარებელნიც გვსტუმრობენ ხოლმე. ისინი ჭკუაზე გარიგებენ, ფარისევლურად გიღიმიან, თქვენს ბელადებს მაყუთს ურიცხავენ, მერე იმ ჩარიცხულიდან თავიანთი წილი მიაქვთ და მიდიან. აპა, როგორ? ნათქვამია, ხელმა ხელი დაბანა და ორივემ კიდე პირიო. აქედან თქვენ არაფერი გრჩებათ ლაყე სიტყვებისა და ქუჩაში სირბილის გარდა.


ჰო, კინაღამ დამავიწყდა... თქვენს წინაპრებს ძალიან უყვარდათ „მოგზაურობა" - ხან სპარსეთს სტუმრობდნენ ქართველების დასაბეზღებლად, ხან ოსმალეთს, ხან კიდე რუსეთს. გააჩნია, საიდან მოდიოდა ოქროს უზალთუნები, ეპოლეტები და სხვადასხვა სახის ჟღარუნ-ჟღურუნები.


სიტყვა გამიგრძელდა... თქვენმა წინაპრებმა იმდენი უმსგავსობა ჩაიდინეს, იმის ჩამოთვლას რამდენიმე ტომი მაინც დასჭირდება.


მადლობა უფალს... დღეს თქვენი ნასროლი აღარ არის იმნაირი, თქვენი წინაპრებისა რომ იყო - იგი უბრალოდ ფურთხია, თქვენვე რომ გაზიანებთ და სახეს გიკარგავთ. თუ ხელი გტაცეს, თუ დანაშაულზე წაგასწრეს, ეგრევე იწყებთ ჯღნავილს. სხვათა შორის, თქვენმა წინაპრებმაც ეგრე იცოდნენ, თუ წაასწრებდნენ, ყველაფერს კადრულობდნენ, ოღონდაც კი თავი დაეხსნათ.


ჰო, შვილებო, ჰო... ვიცით, რომ თქვენ ისროლეთ... აბა, სხვა ვინ გვესროდა?!" - წერს გელა ზედელაშვილი.


მე ვისროლე


გელა სქრიინი








0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0