x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ხვალ ვინმეს რომელიმე პოლიტიკოსის ტრაკანი რომ არ მოეწონოს და ცოცხლად დაწვას, არა უშავს?! როდიდან?!" - რას წერს ბონდო მძინარაშვილი
ბონდო მძინარაშვილი


ჟურნალისტი ბოდნო მძინარაშვილი ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„მუშტისთვის გასამართლების მომხრეები „მოლოტოვის კოქტეილისთვის" გასამართლების წინააღმდეგ.


#ჰაიჰოოო!



დანაშაულისთვის დაკავებულის გათავისუფლება კი არა, მისთვის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის მოთხოვნაა ცივილიზებული მიდგომა!


თქვენ ევროპაში გინდათ თუ ცხოველების ფერმაში?!


5 ივლისის აქციის მონაწილეები მუშტის მოქნევისთვის გაასამართლეს და ამერიკის საელჩოს თანამშრომლები ყველა პროცესს ესწრებოდნენ, - ემანდ, შეღავათი არავის გაუწიონო!


„მოლოტოვის კოქტეილის" სროლა და სამართალდამცველების (ან ნებისმიერი სხვა ადამიანის) ცოცხლად დაწვის მცდელობა დანაშაულად აღარ ითვლება?!


როდიდან?!


თუმცა, რაღა როდიდან, - ასეთი რამ საქართველოში არასოდეს მომხდარა... წლევანდელ 9 მარტამდე!


და პოლიტიკურ აქციაზე „მოლოტოვის კოქტეილის" სროლას ამართლებენ... პოლიტიკოსები!


ჩემი აზრით, ცოტა ძალიან უტვინოდ ამართლებენ!


ხვალ ვინმეს რომელიმე პოლიტიკოსის ტრაკანი რომ არ მოეწონოს და, პოლიტიკური პროტესტის ნიშნად, „მოლოტოვის კოქტეილი" ესროლოს და ცოცხლად დაწვას, არა უშავს?!


ამასაც გაამართლებენ?!


რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ისროლა, - გოთმა თუ სკვითმა?!


არ უნდა ამას აქციები და პეტიციები: საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, - ან ყველა ვსარგებლობთ ამ უფლებით და ვისვრით, ან არავის აქვს ამის უფლება!


P. S. „მოლოტოვის კოქტეილი" კი არა, „კოქტეილი მოლოტოვისთვის" დაარქვეს ფინელებმა მაგას და საბჭოთა ტანკებს წვავდნენ, საქართველოში აქციებზე კი მოლოტოვები არ არიან!


გაითვალისწინეთ, რომ დესტაბილიზაციას შესაძლოა „მოლოტოვის პურის კალათები" (ესეც ფინელებმა დაარქვეს საბჭოთა ბომბებს) მოჰყვეს!


და მერე... მერე ყველაფერი დამთავრდება!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.


ბონდო მძინარაშვილი







0
156
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0