x
რატომ არ აიღო ჰანიბალმა რომი მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად გაანადგურა რომაული არმია კანეს ბრძოლაში?

imageჰანიბალის მთელი სამხედრო ლაშქრობა იყო ძალიან დიდი რისკი, მრავალი მიზეზის გამო.ერთ-ერთი ხელისშემშლელი მთავარსარდლისთვის იყო კართაგენის მთავრობის უნდობლობა.მთავრობის დამოკიდებულება ჰანიბალისადმი, რომ გავიგოთ, აუცილებელია გავიაროთ უცბად მამასის ცხოვრება.პირველი პუნიკური ომის დროს რომი ებრძვის კართაგენს კუნძული სიცილიისთვის, სადაც ბევრი კართაგენული კოლონიაა.კართაგენი დამრცხდა პირველ ომში მოგეხსენებათ და მშიდობის სანაცვლოდ მას მოუწია დაეთმო კუნძულები:სარდინია, სიცილია და კორსიკა, აგრეთვე შეემცირებინა საზღვაო ფლოტი, რაც მტკინვეული იყო კართაგენისთვის, რადგან გემებს ისინი იყენებდნენ ომთან ერთად ვაჭრობისთვსაც.ამ ფაქტის გამო შემცირდა შემოსავალი ვაჭრობიდან.კართაგენელებმა დაიწყეს ალტერნატივის მოძებნა და ეს იყო ვერცხლის მაღაროეები.ესპანეთის ტერიტორიაზე იყო ბევრი ვერცხლის მაღარო, სადაც ხალხი წუხდებოდა გალების შემოსევებით, აგრეთვე რომი(150 წელია გასული, რაც გალებმა გაძარცვეს რომი) არ უმეზობლდება ესპანეთს(გალია არ ყავს დამორჩილებული).ჰანიბალის მამა ჰამილკარ ბარკამ დაიპყრო ბევრი ტერიტორია და შექმნა სამკვიდრო თავისი შვილებისთვის.ეს ასევე შეიძლება იყოს ის სფერო, სადაც ბარკასებს შეეძლოთ უკან დახევა, თუკი სიტუაცია მათთვის პოლიტიკურად ცუდი იქნებოდა კართაგენში.კართაგენს არ ჰყავდა მუდმივი ჯარი და მაინც ეყრდნობოდა დაქირავებულ ჯარებს.მარკას სახლს, რომელსაც ვერცხლის მაღაროებზე წვდომა ჰქონდა, მათ საშვალება მისცა დაექირავებინათ საკუთარი ჯარი.სწორედ, მსგავსი ტიპის სამხედროებით გადავიდა ჰანიბალი ალპებს.

imageმას შემდეგ, რაც ჰანიბალმა იტალიის ნახევარკუნძულზე იმყოფებოდა, მან თავდაპირველად ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა რომაელებთან.კართაგენელი ამარცხებდა მოწინაღმდეგეს სიჩქარეში, კონტროლში, ამის ნათელი მაგალითია კანეს ბრძოლა.ყველაფერი თითქოს იმით უნდა დასრულდეს, რომ ჰანიბალი რომს აიღებს, მაგრამ ის არ მიდის დასაპყრობად, რატომ?-მას არ ჰქონდა უსაზღვრო მარაგი, ის იყო მტრულ ტერიტორიაზე, რომში მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რომის რესპუბლიკას შეეძლო ყველა თავისუფალი მოქალაქე სამხედროდ ექცია და ბრძოლა კვლავ გაემართა.ამ დროს რომაელების მხარეს გამოდის ფაბიუს მაქსიმუსი, რომელსაც თავისი ტაქტიკა აქვს:რომაული ჯარები, რადგან არიან ბევრი მათ უნდა იმოძრავონ და ჰანიბალს არ მისცენ საშვალება მოიმარაგოს რესურსები და ჩაუსაფრდეს რომაულ ლეგიონებს.ჰანიბალი დარჩა თითქმის 20 წელი იტალიის ნახევარკუნძლზე, რატომ? ის იმედოვნებდა, რომ სხვა ქალაქები მას დაუჭერდნენ მხარს, რატომ?იტალია რომს დაპყრობილი ჰქონდა, ჩრდილოეთით- გალები, ეტრუსკები, ვენიტები, სამხრეთით -სამარიტები, ლუკანები, სიცილიელები.ჰანიბალის მხარეს დროებით იყვნენ გალები, აგრეთვე ქალაქი კაპუა, თუმცა რომმა მოახერხა შანტაჟი, თუ ქალაქი გადავიდოდა ჰანიბალის მხარეს და ის ვერ მოახერხებდა მის დაცვას, რადგან მანევრში იყო, ქალაქი განადგურდებოდა რომაული ლეგიონის სისასტიკით.ამიტომ ქალაქები დარჩნენ რომის ერთგული.საბოლოოდ ჰანიბალი დაბრუნდა კართაგენში, რადგან მის განადგურებას აპირებდა სციპიონი რომაული ჯარით.ჰანიბალს გადააბარეს გაუწვრთნელი ჯარი, ზამას ბრძლის დროს კიდე, ნუმიდიურმა კავალერიამ, რომელიც კართაგენის მოკავშირე იყო, თუმცა ბოლოს უღალატა, ამანაც იმოქმედა ბრძოლის ბედზე.ჰანიბალი იბრძოდა კართაგენისთვის და ის დამარცხდა, მას მოუწია დამარცხებულს ცხოვრება, ბოლოს კიდე იმის შიშით, რომ რომაელებს არ ჩავარდნოდა ხელში თავი მოიწამლა.

დასკვნა:თუ ჰანიბალი რომის დასაკავებლად გაილაშქრებდა მას გამარჯვების შედარებით მცირე პროცენტი ექნებოდა, ვიდრე იმ შემთხვევაში, როგორც მოიქცა.

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0